ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
14:40 07.06.2022 (განახლებულია: 20:42 07.06.2022)
© photo: Sputnik / Alexander Kryajev / Vladimir Sergeev
/ გამოწერა
ადამიანები ყოველთვის ეძებენ პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც ტრადიციულ მეცნიერებას პასუხის გაცემა არ შეუძლია.
ადამიანს ყოველთვის სურს შეიცნოს საკუთარი თავი, როგორც პიროვნება, გაარკვიოს თავისი დანიშნულება და განვითარების შემდეგი გზა. ადამიანები ყოველთვის ეძებენ პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც ტრადიციული გაგებით მეცნიერებას პასუხის გაცემა არ შეუძლია.
ასტროლოგია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ფორმალური მეცნიერების დარგია, რომელიც ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნებისა და ე.წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრას ცდილობს.
ჩვენ გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების იუმორნარევ დახასიათებას, ანუ — რას გვამცნობენ ვარსკვლავები — ზოდიაქოს ნიშნების ახირებები:
ვერძი
1.
ჯობს ჩემთან არ იკამათო2.
ჯერ გავაკეთებ, მერე დავფიქრდები3.
იქ, სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე სიჩქარეს ვუმატებ4.
მუდამ ახალგაზრდა ვიქნები5.
ისე გააკეთე, როგორც მე ვაკეთებ, ამაზე უკეთესად მაინც არ გამოგივა6.
ყველაზე რთულია, თანამოსაუბრეს ბოლომდე მოუსმინო7.
სიჯიუტე ნაკლი არაა8.
უფრო ადვილია სიტუაციის კონტროლი, ვიდრე — საკუთარი ემოციების9.
ერთი ვერძი კარგია, ორი — ბევრი10.
პირველი თავს არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, შემეხოთ.კურო
1.
ფული არ მენანება საყიდლებზე, მენანება გართობაზე2.
სხვისი არ მინდა, ჩემსას არ შეეხო3.
ცუდი მშვიდობა სჯობს კეთილ ჩხუბს4.
ნუ შეაწუხებ იმას, ვინც კარგად მოკალათდა5.
ლამაზი დივანი სჯობს ლამაზ დაისს6.
საჭმელი — სერიოზული რამაა7.
ალერსიანს მეტი შეხვდება8.
როდესაც პირველს უკან მიჰყვები, ძალებს ზოგავ9.
ვერ ვიტან ერთჯერად სანთებელებს10.
დეგუსტატორი — აი, ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება.ტყუპი
1.
დღეს ისეთი არ ვარ, როგორიც გუშინ ვიყავი2.
ვინც სიტუაციას ფლობს, ის ფლობს ინფორმაციას3.
ერთი გონება კარგია, ორი — უკეთესი, განსაკუთრებით თუ ორივე ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის4.
ფიგარო აქ, ფიგარო — იქ5.
იდეები, ისევე, როგორც სხვა პროდუქტები, არ უნდა შეინახო6.
ერთი ტელევიზორი, ტელეფონი სახლში კარგია, მაგრამ სამი — უკეთესი7.
ვინც ვერ მოასწრო, მან დააგვიანა8.
ცხოვრებას როგორც სკუტერი წყალზე, ისე მივყვები — სიღრმეში არ ჩავდივარ, სამაგიეროდ სწრაფად ვმოძრაობ9.
ბაზარში „ბაზარზე" პასუხს არ ვაგებ10.
მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის დრო არ მყოფნის.კირჩხიბი
1.
ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა2.
ველოლიავო სხვებს — ჩემი ჭეშმარიტი მოწოდებაა3.
კარგია ცხოვრებაში ყველაფრის მომარაგება — მოთმინებისაც და მურაბებისაც4.
ყველაფერი უსრულდება მას, ვისაც ლოდინი შეუძლია5.
მეგობრებს სახლში შეხვდი და არა კაფეში6.
არაფერი ისე არ ათბობს გულს, როგორც სავსე მაცივარი7.
ჯობს დაზოგო, მაგრამ ღირსეული რამ იყიდო8.
ძნელია იცხოვრო იქ, სადაც ვერსად დაიმალები9.
წარსულს ზურგჩანთით ვატარებ10.
განა შეიძლება 20 წელიწადში პალტო გაცვითო?ლომი
1.
ნათელ სიშორეზე წაგიყვანთ2.
სჯობს დაეხმარო, ვიდრე დაგეხმარონ3.
სასიამოვნო მანერები წარმატების ნახევარია4.
მზე ლომებისთვის ანათებს5.
კაბინეტის კარზე ლამაზი წარწერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაღალი ხელფასი6.
მიყვარს ფულის კარგად შოვნა და კიდევ უფრო მეტად — ხარჯვა7.
როიალი სჯობს პიანინოს, თუნდაც მასზე არავინ უკრავდეს8.
მიუხედავად სასიამოვნო გარეგნობისა, სულით დიქტატორი ვარ9.
რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ10.
რად გინდათ მზე, მე თუ თქვენ გვერდით ვარ?ქალწული
1.
მოთმინებითა და შრომით ყველაფერს მიაღწევ2.
მოკრძალება ამშვენებს არა მხოლოდ ქალიშვილს, არამედ ქალწულსაც3.
ყველა თავისთვის ცხოვრობს, მაგრამ ემსახურება სხვებს4.
წესრიგი ყველგან საჭიროა — ფიქრებშიც და სამზარეულოშიც5.
დამიმტკიცე რკინის ლოგიკით, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი6.
ირიბად დაკიდებულ თაროს ჭკუიდან გადავყავარ7.
დიდ მასშტაბებში ვიკარგები8.
მთელი სათლი ალუბლიდან კურკების გამოყოფა მიჭირს9.
თითოეულ ქალწულში „მაგარი" ქალი ბუდობს10.
მურტალა თვალში უნდა ეცეს ყველას, თეთრი სოკო კი ისედაც კარგია.სასწორი
1.
პარტნიორის გარეშე იგივეა, როგორც ხელების გარეშე2.
ყველაზე საზიზღარი კამათია3.
გაიმარჯვე დათანხმებით4.
პრინციპული მხოლოდ სულელები არიან5.
ვისაც გინდა და სადაც გინდა — შევიტყუებ6.
სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს7.
ყველაფერი განწყობით უნდა გააკეთო8.
ყველაზე რთული არჩევნის გაკეთებაა9.
ყველაფერს წერტილი არ უნდა დაუსვა10.
ხანდახან მეც არ ვიცი, თეთრებს ვემხრობი თუ წითლებს.მორიელი
1.
სამწუხაროა, ვერავის დავგესლავ2.
ყველა მოვლენა დივანს ჰგავს: მასში ფარული ზამბარებია3.
ღიმილისთვის სერიოზული მიზეზია საჭირო4.
ყველაფრისგან უნდა გათავისუფლდე, მაგრამ არა საკუთარი ვნებებისგან5.
ბრძოლის ველზე სასიყვარულო სიმღერას ვმღერი6.
ჩემს მზერას ყველა ვერ გაუძლებს7.
ჩემი ვნებები გარეთ იშვიათად გამოდის იმ ზვიგენის მსგავსად, რომელიც ზედაპირზე იშვიათად ამოდის8.
სამყარო რაინდების გარეშე ქრება9.
ოტელოები დედამიწაზე ჯერ არ გადაშენებულან10.
კაქტუსის მსგავსად, ჩემი ზღაპრული ყვავილი რჩეულთათვის იშლება.მშვილდოსანი
1.
კარგი ადამიანი ბევრი უნდა იყოს2.
ვისი მოვალეც ვარ, ყველას ვპატიობ3.
საუკეთესო შვებულება დედამიწის გარშემო მოგზაურობაა4.
მთავარი პრობლემაში მისი მასშტაბია5.
ჩემი იდეალი უფლისწულია6.
ჩემზე გაბრაზება შეუძლებელია7.
სინდისის ქენჯნა — ეს რა არის???8.
მოვალეობა მხოლოდ უნიჭოების ხვედრია9.
წინასწარ ნერვიულობა სისულელეა, ვითარების მიხედვით გავერკვევით10.
უპასუხისმგებლო ადამიანი, უბრალოდ, პასუხისმგებელია, იყოს პასუხისმგებლიანი.თხის რქა
1.
მე არ ვარ სპრინტერი, არც სტაიერი, მე მარათონელი ვარ2.
ერთადერთი მეომარი ვარ3.
კანონს დაარღვევ — სხვას შერჩება, შენ — არა4.
ჩემთვის ძალიან ცოტა მინდა. ჩემი სიმდიდრე ჩემი წარმატებების სარკეა5.
ცხოვრება მატარებელს ჰგავს, რომელიც ყოველ სადგურზე მკაცრად გაწერილი გრაფიკით ჩერდება6.
სასიამოვნოა შორეულ ქვეყნებზე სახლში მჯდომმა იმსჯელო7.
ნამდვილი თხის რქა, კონიაკის მსგავსად, დაძველებით გამოირჩევა8.
ღირს მთელი ცხოვრება მწვერვალისკენ მიდიოდე, რომ იქიდან ერთხელ მაინც გადმოიხედო9.
წლების მატებასთან ერთად მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები10.
წინ კუს ნაბიჯებით მივიწევ.მერწყული
1.
რა მოსაწყენია, სხვებს ჰგავდე2.
თუ შენ გამოგიგონე, ისეთი გახდი, როგორიც მე მინდა3.
ცრურწმენა სულელების ხვედრია4.
მომავალი ვალდებულია მშვენიერი იყოს5.
ძნელია ანგელოზი იყო, მაგრამ საჭიროა6.
კეთილ საქმეებზე მნიშვნელოვანი კეთილი ზრახვებია7.
ნოვატორი რომ გახდე, ჯერ ტრადიციები უნდა დაივიწყო8.
სექსი? ცხოვრებაში სხვა უფრო მნიშვნელოვანიც არსებობს9.
ჯერ მეგობრები, მერე ოჯახი… თუ დრო დაგვრჩება10.
არავინაა ჩემზე კეთილი, არავინაა ჩემზე ფხიზელი.თევზები
1.
თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახმარება2.
ალკოჰოლზე უარს ვერ ვიტყვი ისევე, როგორც თევზი — წყალზე3.
წესრიგი მოსაწყენმა ადამიანებმა მოიგონეს4.
ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რის გაკეთებაც ზეგ შეგიძლია5.
ბევრი რამის დაპირება შემიძლია6.
სწრაფად მუშაობა იგივეა, რაც ლუკმის დაუღეჭავად გადაყლაპვა7.
მზად ვარ, საკუთარი თავის გარდა, ყველას გავუგო8.
ტირიფი ქარში იხრება, მუხა კი — იქცევა9.
ყველამ იცის, რომ მუდამ დაკავებული ვარ, მაგრამ ცოტამ თუ იცის — რით10.
ნუ მაწვებით, თორემ ხელიდან თევზივით გაგისხლტებით!