შეიძლება ესეც იკადროს – კობახიძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ფლანგში გადავიდა.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი იკადრა, აქედან გამომდინარე, შეიძლება ექს–პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი დაახლოებით ერთი წელია, თავს იკავებს პასუხისგან სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ კითხვაზე. ადრე მას ამაზე მკაფიო პოზიცია ჰქონდა – „არა და არასდროს“. სააკაშვილს მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი საქმიდან ორზე სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი და ის 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაპატიმრებულია.
„რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების ბერკეტს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება ესეც იკადროს“, – განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი შეიძლება გადადგეს, რათა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. უფრო ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ არის გეგმა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე ორი ფრონტით უნდა გავიდეს.
იონათამიშვილი: სააკაშვილი ყველაზე მასშტაბური დამნაშავეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში>>
კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ გარდა კიდევ ერთი ახალი გაერთიანება იქნება, სადაც, დიდი ალბათობით, ზურაბიშვილთან ერთად შევა პარტია „ლელო საქართველოსთვის“, ექს–პრემიერის, გიორგი გვახარიას პარტია „საქართველოსთვის“, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ასევე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც დატოვა პარტია და განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს.
„ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ჩართვა ამ სუბიექტებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში. ამისთვის აგვისტო-სექტემბერში ის შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან და პირდაპირ ჩაერთვება არჩევნებში. ბევრს არაფერს კარგავს, ისედაც გადის ვადა წლის ბოლომდე მის უფლებამოსილებას“, – განაცხადა კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მის მემკვიდრეს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ ის პარტიები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე 5%–იან ბარიერს გადალახავენ.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს? ზურაბიშვილმა კითხვაზე პასუხს თავი აარიდა>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაპატიმრებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იყო: ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან – კლინიკა „ვივამედში“. სააკაშვილს კახექსიაზე მკურნალობენ, რომელიც არასაკმარისმა კვებამ გამოიწვია.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ორი წელი სიმულიანტობდა>>
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0