https://sputnik-georgia.com/20231227/sionatamisvili-saakasvili-yvelaze-masstaburi-damnasavea-tanamedrove-saqartvelos-istoriasi-285290571.html
იონათამიშვილი: სააკაშვილი ყველაზე მასშტაბური დამნაშავეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
იონათამიშვილი: სააკაშვილი ყველაზე მასშტაბური დამნაშავეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილი განაცხადა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია მრავალრიცხოვანი აქციების გამართვა 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T22:16+0400
2023-12-27T22:16+0400
2023-12-27T22:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_0:110:2049:1262_1920x0_80_0_0_32532cdfd54853163fcf5cc08d8400f3.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე ისტორიაში შევა არა მხოლოდ როგორც მასშტაბური დამნაშავე, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც აფერხებდა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.სააკაშვილის ერთ-ერთ წერილობით ინტერვიუში ნათქვამია, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ნულის ტოლი იქნება. მან აღნიშნა, რომ გარანტიას იძლევა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება ოთხ წელიწადში, თუ ხელისუფლება შეიცვლება. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვანი აქციები, ხალხის ჩართულობა და „სამიზნის გასწორება“.14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ დაუჭირა მხარი.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.იდეა, რომელსაც ხორცშესხმა არ უწერია – დეპუტატმა სააკაშვილის ახალი ინიციატივა შეაფასა>>კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა>>სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_418d1caa66aa4c6652d4ccb5f7d81ad8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება
იონათამიშვილი: სააკაშვილი ყველაზე მასშტაბური დამნაშავეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილი განაცხადა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია მრავალრიცხოვანი აქციების გამართვა
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე ისტორიაში შევა არა მხოლოდ როგორც მასშტაბური დამნაშავე, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც აფერხებდა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
სააკაშვილის ერთ-ერთ წერილობით ინტერვიუში ნათქვამია, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ნულის ტოლი იქნება. მან აღნიშნა, რომ გარანტიას იძლევა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება ოთხ წელიწადში, თუ ხელისუფლება შეიცვლება. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვანი აქციები, ხალხის ჩართულობა და „სამიზნის გასწორება“.
„მიხეილ სააკაშვილი არის სირცხვილი... ის შევა ისტორიაში, გარდა იმისა, რომ არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, იმით, თუ როგორ მტრობდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და დეზინფორმაციის მეშვეობით, რომელშიც მისი ოჯახი მილიონობით დოლარს იხდიდა, ცდილობდა რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს იყო მისი მიზანი“, - ამბობს იონათამიშვილი.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.