ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა

© photo: Sputnik / Stringer„ნაცმოძრაობის" ოფისი
„ნაცმოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
პარტიების უმრავლესობა, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ მელიას თავმჯდომარეობის დროს თანამშრომლობდნენ, ამჟამად ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ დაკარგა პარტიის წევრობა მას შემდეგ, რაც უარი თქვა მანიფესტის მიღებაში მონაწილეობაზე, განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
პარტიაში ახალი სკანდალი „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ 23 ნოემბერს საერთო კრებაზე მანიფესტის მიღების შემდეგ აგორდა. მანიფესტში პარტიამ თავისი გეგმები და მიზნები მონიშნა, რომელიც, ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჩანაფიქრით, ერთიანობის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ნიკა მელია და მისი მომხრეები შეკრებას, რომელზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობაზე იყო საუბარი, არ დასწრებიან.
„ნიკა მელია ვერ იქნება პარტიის წევრი. ის არ და ვერ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. პირველ რიგში, ხომ ყველა ვხვდებით, რომ ამ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია. პირველ რიგში, ნიკა მელიას ეხება ეს დოკუმენტი. მთელი ამ რვა თვის განმავლობაში, საკმაოდ ცნობილია ის ადამიანები, ვინც საჯაროდ პარტიის საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდნენ, ამიტომ ეს მანიფესტი მათი ადრესირებით იყო მომზადებული და მათ ეხებოდათ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ მელიას აღარ მიიჩნევს თავის წევრად, ასევე განაცხადა პარტიის სხვა ლიდერმაც თინა ბოკუჩავამ.
„მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და არ განვიხილავთ მელიას პარტიის წევრად. ამ გადაწყვეტილების ფორმალიზების ნაწილში მე ვერ შევალ და არც შევალ, რადგან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ არის რაღაც ფორმალისტური, ტექნიკური და იურიდიული დეტალების საკითხი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მან თავად მიიღო“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
რას მოიმოქმედებს მელია
ჯერ კიდევ მანიფესტის მიღებამდე მელიამ და მისმა გუნდმა პარტიაში თავიანთ მომხრეებთან შეხვედრები დაიწყეს, რათა „ნაცმოძრაობაში“ საკუთარი მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გარდაუვალია – დეპუტატი>>
მელიას თანამოაზრე ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა მალე მიიღებს დამსახურებულ ღირსეულ პასუხს და მელია თავის გადაწყვეტილებას განაცხადებს.
„ლევან ბეჟაშვილმა გუშინ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ის მანიფესტი, ვითომ რომ უნდა ყოფილიყო გამამთლიანებელი... ემსახურებოდა გახლეჩის მიზანს, კონკრეტული ადამიანების პარტიიდან ჩამოშორებას, შესაბამისად, ვისგანაც მოდის ამ მგლის ბილეთებზე საუბარი, ადეკვატური პასუხი გაეცემათ, წერტილი დაესმება ამ ყველაფერს“, – განაცხადა დოლიძემ.
თავად მელია ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, თუმცა, დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, მანიფესტზე ხელმოწერას ის არ აპირებს.
მისი თქმით, აზრი არა აქვს, ხელს მოაწერენ თუ არა მანიფესტს, ეს არაფერს შეცვლის, რადგან ახალმა მენეჯმენტმა არ წარმოადგინა პრობლემის გადაჭრის გზები, რაზეც ისინი რამდენიმე თვეა საუბრობენ.
ვინ მოიგებს „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ კონფლიქტი ოპოზიციურ პარტიაში მათთვის სარგებლის მომტანია.

„საშველს ვერ აყენებენ ხაბეიშვილი-მელიას დაპირისპირებისა და კონფლიქტის საქმეს. იმედია, ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო არაა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებასა და კინკლაობას. საბოლოო ჯამში, ეს კარგია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ 2024 წლის არჩევნები“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის პროგნოზით, მელია განცალკევებით არჩევნებზე მხოლოდ 1%–ს მიიღებს, მაგრამ ეს პროცენტი მნიშვნელოვანია „ნაცმორაობისთვის“.
საქართველოში შეიძლება ახალი კოალიცია შეიქმნას? რეაქციები „ლელოს" ამბიციურ გეგმებზე>>
„მელია რომ ცალკე გავიდეს და პარტია ჩამოაყალიბოს, 1%-ს აიღებს და ეს 1% დაეკარგება „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, მათ თითოეული პროცენტი ენანებათ, ისედაც ბევრი დაკარგეს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
„გირჩი“ არასდროს არ გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“ - იაგო ხვიჩია>>
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების, ისე მოკავშირეების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს.
განხეთქილების უარყოფითი შედეგი
„ნაცმოძრაობამ“ განხეთქილება 2017 წლის დასაწყისში ერთხელ უკვე გადაიტანა. მაშინ პარტიის შიგნით დაპირისპირების გამო პარტიიდან ათობით ლიდერი წავიდა.
განხეთქილების შემდეგ პარტიის რეიტინგი მაშინვე დაახლოებით 10%–ით დაეცა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 27,11% შედეგი აჩვენა, შემდეგ წელს კი პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე მხოლოდ 17,66% მიიღო.
2016 წლის რეიტინგთან დაბრუნება „ნაცმოძრაობამ“ მხოლოდ 2020 წლლის არჩევნებზე შეძლო, ხოლო 2021 წელს მან გააუმჯობესა თავისი მაჩვენებელი.
ახლა პარტია კვლავ განაგრძობს მომხრეების დაკარგვას, რაზეც სხვადასხვა რეიტინგი მეტყველებს.
პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ, როდესაც მისი თავმჯდომარე ნიკა მელია იყო, ამჟამად ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
დეპუტატი: „ნაცმოძრაობა" ფანტაზიებში ცხოვრობს>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ყველა ახალი ამბავი
0