იდეა, რომელსაც ხორცშესხმა არ უწერია – დეპუტატმა სააკაშვილის ახალი ინიციატივა შეაფასა

© AP Photo / Irakli Gedenidzeმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
ექს–პრეზიდენტი თვითონვე ხედავს, რომ ვერცერთი მისი იდეა ხორცშესხმას ვერ პოულობს, აღნიშნა მიქანაძემ.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითონაც ხედავს, რომ მისი არცერთი იდეა არაა ხორცშესხმული. ეს ბედი ელოდება ახალ ინიციატივასაც პოლიტიკური აქტივობისა და ერთიანობის ოპოზიციური კომიტეტის შექმნის შესახებ, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გივი მიქანაძემ.
სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკის შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, კომიტეტში 20–25 ადამიანი უნდა იყოს, მათ შორის, მის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა. ამ წინადადებით ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების საქმეზე პროცესის მსვლელობისას ონლაინ–ჩართვის დროს გამოვიდა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მისმა წინა იდეებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო. კვლავ ეს არის მცდელობა, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული პოზიციები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია როგორღაც აქტუალური იყოს, თუმცა სააკაშვილი თვითონვე ხედავს, რომ ვერცერთი ეს იდეა ხორცშესხმას ვერ პოულობს, იმიტომ, რომ მას მხარდამჭერები დღითიდღე აკლდება“, – განაცხადა მიქანაძემ.
სააკაშვილმა არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებში ბრძოლისთვის გაერთიანებისკენ.
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
„ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს - დიმიტრი ხუნდაძე>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა>>
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ყველა ახალი ამბავი
0