ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ორი წელი სიმულიანტობდა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი
სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი რეპუტაცია თანამოაზრეებშიც კი გაიფუჭა
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორი წლის განმავლობაში სიმულიანტობდა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მუშაობას ის პირადად უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს. საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამარჯვებისთვის გაერთიანება აუცილებელია, ამიტომ მან „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ ღირსეულ პოლიტიკოსებს პოლიტსაბჭოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საკუთარი თავი და სიცოცხლე საფრთხეში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილისთვის არ ჩაუგდია.
„სიმულიანტობდა ორი წელი, ბოლომდე დააზიანა საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაშიც კი სააკაშვილს შანსები არ აქვს. მისი პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი წარუმატებლობისთვის არის განწირულია, განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილმა აღიარა, რისთვის ასამართლებენ მას - 7 ნოემბრის საქმის სხდომის დეტალები >>
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, ექიმების შესაბამისი რეკომენდაციის მიღებისთანავე სააკაშვილი ციხეში დაბრუნდება.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, დაკავების შემდეგ სააკაშვილმა ციხის საკანში ექვს თვეზე ნაკლები გაატარა, დანარჩენი დრო კლინიკებში აქვს გატარებული: ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში და 2022 წლის მაისიდან - კლინიკა „ვივამედში“. სააკაშვილს არასრულფასოვანი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
„დილით ღმერთს სთხოვს, საღამოს - პრეზიდენტს": დეპუტატი სააკაშვილის შეწყალებაზე>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0