https://sputnik-georgia.com/20231024/sezlebs-tu-ara-saqartvelo-sargeblis-mirebas-cinettan-strategiuli-partniorobit-283611348.html
შეძლებს თუ არა საქართველო სათანადო სარგებლის მიღებას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით
შეძლებს თუ არა საქართველო სათანადო სარგებლის მიღებას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით
Sputnik საქართველო
ექსპერტმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აისახება საქართველოზე აშშ-ის ინტერესები და ომი ისრაელში. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T18:19+0400
2023-10-24T18:19+0400
2023-10-24T22:19+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ჩინეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259221547_0:63:3068:1789_1920x0_80_0_0_ec07a9aefb4d89dcf7d54be94810603e.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის სასურველ სარგებელს ვერ მოიტანს, რადგან დასავლეთი თავის კონკურენტ ჩინეთს არ მისცემს უფლებას, გაზარდოს თავისი საქონლის მიწოდება საქართველოს ტერიტორიის გავლით, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ. საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში. ერთობლივი განცხადება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დროს გაკეთდა. საქართველოს ხელისუფლებამ ამას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების დამაჯერებლად ზრდის იმედი აქვს. ოპოზიციონერებმა, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში რისკები დაინახეს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით. მათ ხელისუფლებას ჩინეთთან ფრთხილი ურთიერთობებისკენ მოუწოდეს – ეკონომიკური კავშირების განვითარება კი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - პოლიტიკური დაახლოება. შენგელია მიიჩნევს, რომ არ ღირს ილუზიებში ყოფნა ჩინეთიდან მსხვილ ინვესტიციებთან დაკავშირებით. პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის უკრაინიზაციას ან ავღანეთიზაციას>>„ახლა მხედველობაში არ მაქვს 300 ათასისა და მილიონის ინვესტიციები, არამედ გლობალური. ანაკლიის პორტის პროექტიც კი არ დაიწყება, სანამ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში არ დასრულდება", – განაცხადა ექსპერტმა. სექტემბერში საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია „შუა დერეფნის" ქვეყნებში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტით და შეუძლია ჩაერთოს, მათ შორის, ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში. პროდასავლური ოპოზიცია ანაკლიის პროექტში ჩინეთის ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგია. ისინი აცხადებენ, რომ პროექტში მხოლოდ დასავლური კომპანიები უნდა ჩაერთონ, რადგან მას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ოპოზიცია ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა – რომ პორტი აშენდეს იმ პირობით, თუ სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. იმ კონტრაქტის თანახმად, სახელმწიფოს აუცილებელი პირობა იყო ამერიკული კომპანიის მონაწილეობა. რამდენს დახარჯავს სახელმწიფო ანაკლიის პორტზე 2024 წელს>>ამჟამად პროექტი პარტნიორი კომპანიის შერჩევის სტადიაზეა. ამ ეტაპზე გამოვლენილია ორი პარტნიორი: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია ან ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. „ჩინეთთან კავშირების გაღრმავება, შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან – ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სინამდვილეში აქედან დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, სანამ დაძაბული ვითარება რეგიონში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში არ დასრულდება", – განაცხადა შენგელიამ. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების წყალობით საქართველოს ეხსნება 9 მილიონზე მეტი მაღალი მსყიდველობის უნარის მქონე მომხმარებლის ბაზარი. შეთანხმების მიხედვით, ქართული პროდუქციის 97,5% გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა. საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ>>შენგელიამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გააკეთა პროგნოზი ომის შესახებ ახლო აღმოსავლეთში ან შუა აღმოსავლეთში. ასეთ დასკვნამდე ის აშშ-ის ეკონომიკაზე დაკვირვების შედეგად მივიდა, რომელსაც არ შეუძლია არსებობა მინიმუმ 1,5 მილიარდიანი გასაღებისა და მომსახურების ბაზრის გარეშე. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ისრაელში კონფლიქტის დაწყებიდან მართლდება მისი ვარაუდები, მათ შორის, ომში ირანის ჩართვის მცდელობის შესახებ. მისი თქმით, საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის. „არავინ იცის, რა მოხდება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო. თუ ომში ირანი ჩაერთვება, ღმერთმა არ ქნას, ჩვენზე ზეწოლა იქნება, რათა საქართველოს რკინიგზა ამუშავდეს აფხაზეთის გავლით – სომხეთი-ირანი საქონლის მისაწოდებლად, მათ შორის რუსეთისთვის. როგორ შეეწინააღმდეგება ამ ზეწოლას დასავლეთი, თუ ეს გზა ამუშავდა? „მაიდნის“ მსგავსი კატასტროფა გველოდება", – განაცხადა შენგელიამ. „შენ არღვევ, მე ვიხდი“ - გახსნილია საქართველოში არეულობების წახალისების ახალი სქემა>>მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ ქვეყანასა და მის საზღვრებს გარეთ არიან ძალები, რომლებიც საქართველოში „მაიდნის" მოწყობას ცდილობენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია და მისი დასავლელი პარტნიორები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ არიონ სიტუაცია ქვეყანაში და რევოლუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. უფრო მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით ქვეყანაში არეულობების მზადების შესახებ, რომელიც, სუსის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უნდა მოხდეს – მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. სუსმა განცხადება ამის შესახებ სექტემბრის ბოლოს გააკეთა.
საქართველო
აშშ
ჩინეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259221547_269:0:3000:2048_1920x0_80_0_0_bf10eadbd5bf3aee00b517b277aa55e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , ანაკლია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , ანაკლია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
შეძლებს თუ არა საქართველო სათანადო სარგებლის მიღებას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით
18:19 24.10.2023 (განახლებულია: 22:19 24.10.2023) ექსპერტმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აისახება საქართველოზე აშშ-ის ინტერესები და ომი ისრაელში.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის სასურველ სარგებელს ვერ მოიტანს, რადგან დასავლეთი თავის კონკურენტ ჩინეთს არ მისცემს უფლებას, გაზარდოს თავისი საქონლის მიწოდება საქართველოს ტერიტორიის გავლით, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
„ჩვენ კარგი ურთიერთობები უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანისა და რუსეთის ჩათვლით. ის კი, რომ საქართველოს მთავრობის ჩინეთის მხარესთან მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ აზიური კაპიტალი ჩვენთან ძლიერ ნაკადებად წამოვა, ამის მოლოდინი არ ღირს. დასავლეთი არ მისცემს ჩვენთან შემოსვლის უფლებას ჩინურ კომპანიებს ევროპაში საქონლის გასაგზავნად", – განაცხადა შენგელიამ.
ერთობლივი განცხადება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დროს გაკეთდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ამას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების დამაჯერებლად ზრდის იმედი აქვს.
ოპოზიციონერებმა, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში რისკები დაინახეს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით. მათ ხელისუფლებას ჩინეთთან ფრთხილი ურთიერთობებისკენ მოუწოდეს – ეკონომიკური კავშირების განვითარება კი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - პოლიტიკური დაახლოება.
შენგელია მიიჩნევს, რომ არ ღირს ილუზიებში ყოფნა ჩინეთიდან მსხვილ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
„ახლა მხედველობაში არ მაქვს 300 ათასისა და მილიონის ინვესტიციები, არამედ გლობალური. ანაკლიის პორტის პროექტიც კი არ დაიწყება, სანამ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში არ დასრულდება", – განაცხადა ექსპერტმა.
სექტემბერში საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია „შუა დერეფნის" ქვეყნებში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტით და შეუძლია ჩაერთოს, მათ შორის, ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში.
პროდასავლური ოპოზიცია ანაკლიის პროექტში ჩინეთის ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგია. ისინი აცხადებენ, რომ პროექტში მხოლოდ დასავლური კომპანიები უნდა ჩაერთონ, რადგან მას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ოპოზიცია ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა – რომ პორტი აშენდეს იმ პირობით, თუ სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. იმ კონტრაქტის თანახმად, სახელმწიფოს აუცილებელი პირობა იყო ამერიკული კომპანიის მონაწილეობა.
ამჟამად პროექტი პარტნიორი კომპანიის შერჩევის სტადიაზეა. ამ ეტაპზე გამოვლენილია ორი პარტნიორი: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია ან ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
„ჩინეთთან კავშირების გაღრმავება, შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან – ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სინამდვილეში აქედან დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, სანამ დაძაბული ვითარება რეგიონში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში არ დასრულდება", – განაცხადა შენგელიამ.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების წყალობით საქართველოს ეხსნება 9 მილიონზე მეტი მაღალი მსყიდველობის უნარის მქონე მომხმარებლის ბაზარი. შეთანხმების მიხედვით, ქართული პროდუქციის 97,5% გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა.
შენგელიამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გააკეთა პროგნოზი ომის შესახებ ახლო აღმოსავლეთში ან შუა აღმოსავლეთში. ასეთ დასკვნამდე ის აშშ-ის ეკონომიკაზე დაკვირვების შედეგად მივიდა, რომელსაც არ შეუძლია არსებობა მინიმუმ 1,5 მილიარდიანი გასაღებისა და მომსახურების ბაზრის გარეშე.
„ევროპა, პრაქტიკულად, მის (ამერიკის) ქვეშაა და მისი მეტოქეა ჩინეთი, რომელთანაც ის ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ამიტომ ამერიკას ახლო ან შუა აღმოსავლეთში სჭირდება დიდი კონფლიქტი ირანის ჩართულობით, რათა ჩინეთიდან ევროპაში გზა გაძვირდეს", – განაცხადა შენგელიამ.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ისრაელში კონფლიქტის დაწყებიდან მართლდება მისი ვარაუდები, მათ შორის, ომში ირანის ჩართვის მცდელობის შესახებ.
მისი თქმით, საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის.
„არავინ იცის, რა მოხდება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო. თუ ომში ირანი ჩაერთვება, ღმერთმა არ ქნას, ჩვენზე ზეწოლა იქნება, რათა საქართველოს რკინიგზა ამუშავდეს აფხაზეთის გავლით – სომხეთი-ირანი საქონლის მისაწოდებლად, მათ შორის რუსეთისთვის. როგორ შეეწინააღმდეგება ამ ზეწოლას დასავლეთი, თუ ეს გზა ამუშავდა? „მაიდნის“ მსგავსი კატასტროფა გველოდება", – განაცხადა შენგელიამ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ ქვეყანასა და მის საზღვრებს გარეთ არიან ძალები, რომლებიც საქართველოში „მაიდნის" მოწყობას ცდილობენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია და მისი დასავლელი პარტნიორები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ არიონ სიტუაცია ქვეყანაში და რევოლუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება.
უფრო მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით ქვეყანაში არეულობების მზადების შესახებ, რომელიც, სუსის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უნდა მოხდეს – მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. სუსმა განცხადება ამის შესახებ სექტემბრის ბოლოს გააკეთა.