https://sputnik-georgia.com/20231011/saqartvelo-da-arabetis-gaertianebulo-saamiroebi-tavisufal-vawrobaze-setanxmdnen-283179874.html
საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ
საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ ქართული პროდუქციის 97,5% გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა. 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T10:44+0400
2023-10-11T10:44+0400
2023-10-11T17:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
დუბაი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/06/236690642_0:249:3600:2274_1920x0_80_0_0_654efbf510d9f0f58d6b2a1eeceac816.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დუბაიში ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (CEPA) გაფორმდა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ ქართული პროდუქციის 97,5% გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა. საქართველოსთვის გაიხსნება მაღალმსყიდველობისუნარიანი 10-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა მონაწილეობა მიიღეს ცერემონიაში, რომელიც საამიროებში ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეთანხმება მყარ საფუძველს უქმნის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო კონსოლიდირებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, ურთიერთობათა განმტკიცება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში.საქართველომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი გააცნო >>საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (CEPA) ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა.ლევან დავითაშვილის თქმით, შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ორივე ქვეყნისთვის მომგებიან დოკუმენტს წარმოადგენს.„ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბლოკთან – ეს არის როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე ჩინეთი და ეს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოში ინვესტორ კომპანიებს, ამ ორი მსხვილი ბაზრის შედეგებით ისარგებლოს“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 276,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან ექსპორტი 32,4 მლნ დოლარი იყო. ვაჭრობის პიკი 2022 წელს დაფიქსირდა.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
დუბაი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/06/236690642_120:0:3481:2521_1920x0_80_0_0_f6cef055ab54b96b7bfeb621085df2c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, დუბაი
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, დუბაი
საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ
10:44 11.10.2023 (განახლებულია: 17:52 11.10.2023) შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ ქართული პროდუქციის 97,5% გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დუბაიში ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (CEPA) გაფორმდა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ ქართული პროდუქციის 97,5% გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა. საქართველოსთვის გაიხსნება მაღალმსყიდველობისუნარიანი 10-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა მონაწილეობა მიიღეს ცერემონიაში, რომელიც საამიროებში ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა.
„მოხარული ვარ, რომ ხელი ეწერება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (CEPA)“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ხელმოწერის ცერემონიაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეთანხმება მყარ საფუძველს უქმნის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო კონსოლიდირებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, ურთიერთობათა განმტკიცება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში.
„მიხარია, რომ დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს“, – განაცხადა შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (CEPA) ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ორივე ქვეყნისთვის მომგებიან დოკუმენტს წარმოადგენს.
„ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბლოკთან – ეს არის როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე ჩინეთი და ეს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოში ინვესტორ კომპანიებს, ამ ორი მსხვილი ბაზრის შედეგებით ისარგებლოს“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 276,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან ექსპორტი 32,4 მლნ დოლარი იყო. ვაჭრობის პიკი 2022 წელს დაფიქსირდა.