https://sputnik-georgia.com/20230928/saqartvelos-xelisufleba-ar-dausvebs-qveynis-ukrainizacias-an-avranetizacias-282768531.html
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის უკრაინიზაციას ან ავღანეთიზაციას
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის უკრაინიზაციას ან ავღანეთიზაციას
Sputnik საქართველო
მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ის არ დაუშვებს მეორე ფრონტის გახსნას, „ეს გამორიცხულია“, განაცხადეს მმართველ პარტიაში. 28.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-28T20:23+0400
2023-09-28T20:23+0400
2023-10-26T15:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_676a22b22684271153b0a129f2708bb3.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik ზოგიერთ ადამიანს ძალიან უნდა საქართველოს უკრაინიზაცია, ავღანეთიზაცია, სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა.პრემიერის თქმით, ის ვერ მიიღებს კრიტიკას იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მიზანმიმართულად და გააზრებულად უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აგრძელებს ამას მეორე ფრონტის გახსნის შესახებ განცხადებებით.„ყოფილი მინისტრი, ბატონო ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობს, თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მეორე ფრონტს გახსნიან თურმე. ვინმეს თუ წარმოუდგენია, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა რას გულისხმობს და რა შედეგს მოუტანს და მოუტანდა ჩვენს ხალხს?“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.როგორც ადრე განაცხადეს მმართველ პარტიაში, მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ის არ დაუშვებს მეორე ფრონტის გახსნას – „ეს გამორიცხულია“.ეს მიუღებელია: პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ლატვიის მოწოდებაზე >>მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა.ზეწოლის მიუხედავად საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება - კახა კალაძე >>2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_159:135:888:682_1920x0_80_0_0_c481dd6efdc428e58858bbfce32c40d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის უკრაინიზაციას ან ავღანეთიზაციას
20:23 28.09.2023 (განახლებულია: 15:09 26.10.2023) მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ის არ დაუშვებს მეორე ფრონტის გახსნას, „ეს გამორიცხულია“, განაცხადეს მმართველ პარტიაში.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik ზოგიერთ ადამიანს ძალიან უნდა საქართველოს უკრაინიზაცია, ავღანეთიზაცია, სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა.
„ვიღაცებს მართლა უნდათ უკრაინიზაცია, ავღანეთიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ის ვერ მიიღებს კრიტიკას იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მიზანმიმართულად და გააზრებულად უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აგრძელებს ამას მეორე ფრონტის გახსნის შესახებ განცხადებებით.
„ყოფილი მინისტრი, ბატონო ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობს, თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მეორე ფრონტს გახსნიან თურმე. ვინმეს თუ წარმოუდგენია, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა რას გულისხმობს და რა შედეგს მოუტანს და მოუტანდა ჩვენს ხალხს?“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ადრე განაცხადეს მმართველ პარტიაში, მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ის არ დაუშვებს მეორე ფრონტის გახსნას – „ეს გამორიცხულია“.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.