https://sputnik-georgia.com/20230705/-----------279284990.html
ზეწოლის მიუხედავად საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება - კახა კალაძე
ზეწოლის მიუხედავად საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება - კახა კალაძე
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, თუმცა ამის არცერთი ოფიციალური მტკიცებულება... 05.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-05T21:37+0400
2023-07-05T21:37+0400
2023-07-05T22:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
კახა კალაძე
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278974326_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_0e8e5d6ad8d9276028eb5c9acf901a0d.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ზეწოლის მიუხედავად საქართველო, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ამავე დროს ქვეყანა ასრულებს ყველა საერთაშორისო სანქციას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ამერიკელი პოლიტოლოგის მაიკლ მაკფოლის განცხადების პასუხად.უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი საერთაშორისო ვითარების შესახებ ინტერვიუში საქართველოს თემასაც შეეხო და მათ შორის განაცხადა, რომ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანა ჩართულია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პროცესში. მტკიცებულებების გამოქვეყნებას კი ზაფხულში აპირებს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.განცხადებების მიუხედავად, ვერავინ ვერ მოიყვანა ვერცერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო რეალურად ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.„ძალიან ბევრი განცხადება კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ხშირად არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ვერანაირი ფაქტი, კონკრეტიკა, ვერცერთი მაგალითი ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა მოყვანილი. პირიქით, სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა, რომელიც ჩამოსული იყო, მადლობები გამოუცხადა საქართველოს ხელსუფლებას იმ თანამშრომლობისა და გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც ამ მიმართულებით კეთდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც საქართველოსთვის რაიმე თვალსაზრისით დამაზიანებელი იქნება, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პირველ რიგში საქართველოს დააზარალებს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.დავითაშვილი: ანტირუსული სანქციების გვერდის ავლის თემით სპეკულირება უპასუხისმგებლობაა >>გასულ კვირაში ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტისას განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის თავიდან ასაცილებლად „საქართველოს ძალიან დიდი სამუშაო აქვს გაწეული". შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტის და საფინასო სექტორის კონტროლისთვის.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.მიუხედავად ამისა, უკვე წელიწადზე მეტია ოპოზიციონერები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. „ქართული ოცნება“ კი, თავის მხრივ, აცხადებს რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებებს მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278974326_116:174:1704:1365_1920x0_80_0_0_a90028ec39ff82e56756e3ac92d55c60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კახა კალაძე , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კახა კალაძე , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ზეწოლის მიუხედავად საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება - კახა კალაძე
21:37 05.07.2023 (განახლებულია: 22:51 05.07.2023) ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, თუმცა ამის არცერთი ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ზეწოლის მიუხედავად საქართველო, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ამავე დროს ქვეყანა ასრულებს ყველა საერთაშორისო სანქციას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ამერიკელი პოლიტოლოგის მაიკლ მაკფოლის განცხადების პასუხად.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი საერთაშორისო ვითარების შესახებ ინტერვიუში საქართველოს თემასაც შეეხო და მათ შორის განაცხადა, რომ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანა ჩართულია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პროცესში. მტკიცებულებების გამოქვეყნებას კი ზაფხულში აპირებს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
„ერთი რამ ცხადია, რომ ძალიან დიდია ზეწოლა, მოწოდებები მეორე ფრონტთან, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ზეწოლებისა, არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, რატომ არ ვუერთდებით სანქციებს (რუსეთის წინააღმდეგ) და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ რიგში ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ხალხის ინტერესს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავიდანვე ვიცით, რომ იქნება დამაზიანებელი“, – განაცხადა კალაძემ.
განცხადებების მიუხედავად, ვერავინ ვერ მოიყვანა ვერცერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო რეალურად ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
„ძალიან ბევრი განცხადება კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ხშირად არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ვერანაირი ფაქტი, კონკრეტიკა, ვერცერთი მაგალითი ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა მოყვანილი. პირიქით, სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა, რომელიც ჩამოსული იყო, მადლობები გამოუცხადა საქართველოს ხელსუფლებას იმ თანამშრომლობისა და გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც ამ მიმართულებით კეთდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც საქართველოსთვის რაიმე თვალსაზრისით დამაზიანებელი იქნება, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პირველ რიგში საქართველოს დააზარალებს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
გასულ კვირაში ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტისას განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის თავიდან ასაცილებლად „საქართველოს ძალიან დიდი სამუშაო აქვს გაწეული". შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტის და საფინასო სექტორის კონტროლისთვის.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
მიუხედავად ამისა, უკვე წელიწადზე მეტია ოპოზიციონერები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. „ქართული ოცნება“ კი, თავის მხრივ, აცხადებს რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებებს მოითხოვს.