როგორ ჩაიარა ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა საქართველოში - ექსპერტის შეფასება

© photo: Sputnik / Stringerტურისტები უფლისციხეში
ტურისტები უფლისციხეში - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
ტურისტები, რომლებიც ადრე დასასვენებლად თბილისს ირჩევდნენ, ახლა ქვეყნის რეგიონებს ეცნობიან, რაც პოზიტიურია, განაცხადა რესტორატორმა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ტურისტების რაოდენობრივი მონაცემები ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოში მაღალი არაა ქვეყნის მიერ მიღებული შემოსავლებისგან განსხვავებით, განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ.
შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში 1,8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57,9%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით – 23,9%-ით მეტი. შემოსავლებმა ტურიზმიდან გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურების რიცხვს ტურიზმისთვის რეკორდული 2019 წლის მონაცემებისთვის არ მიუღწევია. 2019 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 3,8 მლნ უცხოელი მოგზაური ეწვია.

„ძალიან საინტერესო სეზონი გვქონდა იმ კუთხით, რომ რიცხვებით სეზონის შედეგები წინა წლის მონაცემებსაა დაახლოებული. ტურისტების რაოდენობის კუთხით რიცხვები მაღალი არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება აქ ორი ფაქტორი იყოს: ერთი ის, რომ მსყიდველუნარიანი ტურისტი გვყავს და, შესაბამისად, ეს რიცხვი გარკვეულწილად გაზრდილია", – განაცხადა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რესტორატორის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ტურიზმის მაღალ შემოსავლებს ახსნის, არის საგადასახადო ვითარება ქართულ ბიზნესში, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ქვეყანაში ტურიზმის შეფასებისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ ის ტურისტები, რომლებიც ადრე დასვენების ადგილად უფრო ხშირად დედაქალაქს არჩევდნენ, ახლა ქვეყნის რეგიონებს ეცნობიან, რაც პოზიტიურია.
„რეგიონები ამ კუთხით განვითარდა. ადგილები, რომლებიც, პირობითად, გუშინწინ ტურიზმისთვის წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე ხელმისაწვდომია. ეს რეგიონებია კახეთი, აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, მთის კურორტები, აღმოსავლეთში გუდაური თუ ბაკურიანი. აღნიშნული ვითარება განპიროებებულია ერთი იმით, რომ დღეს ამ რეგიონებს სტუმრის მიღების უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე გუშინ", – განაცხადა ბურჯანაძემ.
ტურიზმის ოსკარი: ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპაში საუკეთესოა>>
გარდა ამისა, თბილისის გარდა, ტურისტების ნაკლები რაოდენობა იყო აჭარაშიც.
„კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გარკვეულწილად შავ ზღვასა და აჭარის რეგიონთან ცოტა რთული დამოკიდებულბა იყო, საზოგადოების მხრიდან ჩათვლილი იყო, რომ შავი ზღვის მონაცემები სახიფათოა, ოჯახებით ზღვაზე დასვენებას უფრთხოდნენ. შესაბამისად, აჭარამ ტურისტების ის რაოდენობა ვერ მიიღო, როგორც ადრე. და ეს ხალხი რეგიონებში გადანაწილდა. ეს როგორც შიდა ტურისტებისთვის, ისე ჩამოსულებისთვის დადებითია, მაგრამ ჩვენ რეალურად, ზოგადად, ტურისტების რაოდენობა ამ ზაფხულში დაგვაკლდა", – განაცხადა ბურჯანაძემ.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელდა ვარაუდი, რომ ამის გამო ზღვაში შეიძლება ბაქტერიოლოგიურად დაბინძურებული წყალი შესულიყო.
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლების სისტემატური მონიტორინგი მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო თავიდან შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია–განმუხურის ტერიტორიაზე კიდევ 3 წერტილი დაემატა
შემოსავლები ტურიზმიდან - საინვესტიციო კომპანიის მონაცემები>>
კვლევებისას განისაზღვრება ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.
აჭარის წარმატებები
როგორც უფრო ადრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, აჭარაში საზღვაო ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა, რეგიონმა მოახერხა ვიზიტორთა რაოდენობის მზარდი დინამიკის შენარჩუნება.
რიჟვაძის თქმით, ტურისტების რაოდენობით რეკორდულ 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. 2022 წელთან შედარებით – 46%-ით.
გაიზარდა ფრენების რაოდენობაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.
აჭარაში საზღვაო სეზონმა წარმატებით ჩაიარა - თორნიკე რიჟვაძე>>
ამასთან რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საზღვაო ტურისტულ სეზონზე ნეგატიური როლი ითამაშა კამპანიამ, რომელსაც ატარებდნენ გარკვეულ ჯგუფები შავ ზღვაში წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ოფიციალური სტატისტიკით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის პირველ ნახევარში 75,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,8 მილიონზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0