შემოსავლები ტურიზმიდან - საინვესტიციო კომპანიის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის პირველ ნახევარში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან 2023 წლის აგვისტოში 550 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,2%-ით მეტია, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის მიმოხილვაში.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2023 წლის რვა თვეში შემოსავლებმა ტურიზმიდან 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებზე 34%-ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2023 წლიდან ვიზიტორების ყოველთვიურ სტატისტიკას აღარ აქვეყნებს, არამედ მხოლოდ კვარტლის მონაცემებს. ამიტომ ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი ეწვია საქართველოს ტურისტული სეზონის პიკზე - ივლის-აგვისტოში.
ოფიციალური სტატისტიკით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის პირველ ნახევარში 75,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,8 მილიონზე მეტი შეადგინა.
ვიზიტების საერთო რიცხვიდან 1,9 მლნ ტურისტული იყო, რაც 59,6%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში.
რომელი ქვეყნის ტურისტები ლიდერობენ საქართველოში ხარჯების მხრივ: ეროვნული ბანკის მონაცემები>>
ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა – 582,5 ათასი, რაც 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.
მეორე ადგილზე არიან რუსეთის მოქალაქეები – 577,6 ათასი ვიზიტი, რაც 133,7%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-ივნისში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა ქვეყნის შემოსავლებმა 2023 წლის პირველ ნახევარში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლები 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 57,9%-ით გაიზარდა.
ტურიზმს საქართველოში სულ უფრო მეტი ფული მოაქვს - შემოსავლები რეკორდულად იზრდება>>
ყველაზე მეტი თანხა აღნიშნულ პერიოდში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან – 482,1 მლნ დოლარი.
ამასთან, 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მოქალაქეებიდან შემოსული შემოსავლები გაიზარდა 120,4%-ით, თურქეთის მოქალაქეებიდან – 142,6%-ით, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებიდან – 78,6%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0