https://sputnik-georgia.com/20230802/romeli-qveynis-turistebi-lideroben-xarjebis-mxriv-erovnuli-banki-280750645.html
რომელი ქვეყნის ტურისტები ლიდერობენ საქართველოში ხარჯების მხრივ: ეროვნული ბანკის მონაცემები
რომელი ქვეყნის ტურისტები ლიდერობენ საქართველოში ხარჯების მხრივ: ეროვნული ბანკის მონაცემები
Sputnik საქართველო
2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტი თანხა – 482,1 მლნ დოლარი დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T11:08+0400
2023-08-02T11:08+0400
2023-08-02T16:33+0400
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277657340_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_f145f7d578f7e80b5c9779d5be91f64c.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ ნახევარში 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში. ტურიზმმა საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ აღდგენა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით 58%-ით აღდგა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 2023 წლის 1 იანვრიდან 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში 57,9%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2023 წლის პირველი ნახევრის შემოსავლებმა 23,9%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს. საქართველოს ეკონომიკა დამაჯერებლად იზრდება - ახალი სტატისტიკა>>ყველაზე მეტი თანხა – 482,1 მლნ დოლარი 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს. ამასთან, 2023 წლის პირველ ექვს თვეში შემოსავლები რუსეთის მოქალაქეებისგან წინა წელთან შედარებით გაიზარდა 120,4%-ით, თურქეთის მოქალაქეებისგან – 142,6%-ით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისგან – 78,6%-ით. ვიზიტები საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის იანვარი–ივნისში 75,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,8 მლნ შეადგინა. საქართველომ 2022 წლის ექვს თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 74%-ით აღადგინა. ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა. ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 1,9 მლნ, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 59,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 90,8%-ით. რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებში საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე. რუსი ტურისტების გარეშე საქართველო წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდს დაკარგავს - კობახიძე>>2021 წელს საქართველოში დაახლოებით1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურისტებიდან შემოსავალმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277657340_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_d7b0fd19b136f1a532d9a931fa699878.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
რომელი ქვეყნის ტურისტები ლიდერობენ საქართველოში ხარჯების მხრივ: ეროვნული ბანკის მონაცემები
11:08 02.08.2023 (განახლებულია: 16:33 02.08.2023) 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტი თანხა – 482,1 მლნ დოლარი დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ ნახევარში 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ტურიზმმა საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ აღდგენა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით 58%-ით აღდგა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 2023 წლის 1 იანვრიდან 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში 57,9%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2023 წლის პირველი ნახევრის შემოსავლებმა 23,9%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ყველაზე მეტი თანხა – 482,1 მლნ დოლარი 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში
ქვეყანა | ხარჯები, მლნ დოლარი | ვიზიტების რიცხვი, ათასი |
რუსეთი | 482,1 | 577,6 |
თურქეთი | 264,0 | 582,5 |
ევროკავშირი | 215,7 | 161,9 |
ისრაელი | 148,2 | 106,5 |
უკრაინა | 101,8 | 67,0 |
ამასთან, 2023 წლის პირველ ექვს თვეში შემოსავლები რუსეთის მოქალაქეებისგან წინა წელთან შედარებით გაიზარდა 120,4%-ით, თურქეთის მოქალაქეებისგან – 142,6%-ით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისგან – 78,6%-ით.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის იანვარი–ივნისში 75,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,8 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ექვს თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 74%-ით აღადგინა.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.
ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების მხრივ – 2023 წლის იანვარი–ივნისი
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა,% |
თურქეთი | 582,5 | 122,2 |
რუსეთი | 577,6 | 133,7 |
სომხეთი | 397,1 | 102,8 |
ისრაელი | 106,5 | 26,0 |
აზერბაიჯანი | 85,8 | 29,2 |
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 1,9 მლნ, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 59,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 90,8%-ით.
რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებში
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს საქართველოში დაახლოებით1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ტურისტებიდან შემოსავალმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.