https://sputnik-georgia.com/20230731/saqartvelos-ekonomika-damajereblad-izrdeba-statistika-280652069.html
საქართველოს ეკონომიკა დამაჯერებლად იზრდება - ახალი სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა დამაჯერებლად იზრდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი 2023 წლის ივნისში შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და საზღვევო საქმიანობის სფეროებმა. 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T21:38+0400
2023-07-31T21:38+0400
2023-07-31T23:17+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
საქსტატი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865109_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_43d46e7c9913e7686fb555dd383077be.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.2023 წლის იანვარი–ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 7,4%.დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მარტში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა.საქართველოს ეკონომიკა სამ წელიწადში თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა - პრემიერი>>კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების სექტორებში.ზრდის მთავარი ფაქტორი – ტურიზმისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა რეგიონის და უფრო ფართოდ – ევროპისა და აზიის ქვეყნებთან შედარებით.„ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ ქვეყანას ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ორი წინა წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში და ასეთი მაღალი ზრდის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.პრემიერი: საქართველოს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს>>მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის საფუძველი ბევრი მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდაა, თუმცა ეკონომიკური აქტივობის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია სტაბილურობასთან და იმ მშვიდობიან პოლიტიკასთან, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ატარებს.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865109_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ec7722e0dfa1da684771918fdddc5dbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, საქსტატი, ახალი ამბები, ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, საქსტატი, ახალი ამბები, ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა დამაჯერებლად იზრდება - ახალი სტატისტიკა
21:38 31.07.2023 (განახლებულია: 23:17 31.07.2023) ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი 2023 წლის ივნისში შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და საზღვევო საქმიანობის სფეროებმა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023 წლის იანვარი–ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 7,4%.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მარტში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების სექტორებში.
ზრდის მთავარი ფაქტორი – ტურიზმი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა რეგიონის და უფრო ფართოდ – ევროპისა და აზიის ქვეყნებთან შედარებით.
„ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ ქვეყანას ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ორი წინა წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში და ასეთი მაღალი ზრდის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის საფუძველი ბევრი მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდაა, თუმცა ეკონომიკური აქტივობის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია სტაბილურობასთან და იმ მშვიდობიან პოლიტიკასთან, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ატარებს.
„ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველი ორი კვარტლის განმავლობაში არის დაახლოებით 1,8 მილიარდი დოლარი, ეს 20%-ზე მეტად აღემატება 2019 წლის და კიდევ უფრო მეტად აღემატება გასული წლის მონაცემებს. შესაბამისად, ძალიან შთამბეჭდავი მონაცემები გვაქვს ტურიზმის აღდგენის კუთხით და ეს ერთ-ერთი პირდაპირი, მყისიერი ეფექტია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.