https://sputnik-georgia.com/20230630/premieri-saqartvelos-msofliosi-yvelaze-swrafad-mzardi-ekonomika-aqvs-279123291.html
პრემიერი: საქართველოს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს
პრემიერი: საქართველოს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს
Sputnik საქართველო
პრემიერის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T12:27+0400
2023-06-30T12:27+0400
2023-06-30T16:52+0400
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_0:0:964:543_1920x0_80_0_0_ed84fed879288f334454b5eeff5121ef.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია – ათი წელია ქვეყანაში მშვიდობაა შენარჩუნებული, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა მთელ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. პრემიერის პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის პარალელურად შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც ხელისუფლებას პროდასავლური კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს. ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ კონფლიქტი უკრაინაში გამოწვევაა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იყო. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას, ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა. „ეს ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეძლო, საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელ მსოფლიოში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველოს ხელისუფლება სანქციების და სააკაშვილის საკითხზე კრიტიკოსებისგან ბოდიშს ელოდება>>ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მუშაობა როგორც გარე, ისე შიდა საფრთხეების პირობებში უწევს.„შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა შენარჩუნებული.პრემიერი: მშვიდობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გარანტიაა>>„ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების", – განაცხადა პრემიერმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ სიტყვებით დაამთავრა თავისი გამოსვლის შესავალი ნაწილი და შემდეგ გადავიდა მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის დეტალურ მიმოხილვაზე სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_40:0:964:693_1920x0_80_0_0_61857eaca0a47a1e8220f202d1cc696d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პრემიერი: საქართველოს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს
12:27 30.06.2023 (განახლებულია: 16:52 30.06.2023) პრემიერის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია – ათი წელია ქვეყანაში მშვიდობაა შენარჩუნებული, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა მთელ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
პრემიერის პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის პარალელურად შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც ხელისუფლებას პროდასავლური კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს.
ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ კონფლიქტი უკრაინაში გამოწვევაა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„ჩვენ ვხედავთ, რომ იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ხალხის ინტერესების დაცვა და, რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იყო. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას, ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა.
„ეს ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეძლო, საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელ მსოფლიოში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მუშაობა როგორც გარე, ისე შიდა საფრთხეების პირობებში უწევს.
„შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა შენარჩუნებული.
„ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების", – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ სიტყვებით დაამთავრა თავისი გამოსვლის შესავალი ნაწილი და შემდეგ გადავიდა მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის დეტალურ მიმოხილვაზე სხვადასხვა მიმართულებით.