https://sputnik-georgia.com/20230629/---------279112552.html
საქართველოს ხელისუფლება სანქციების და სააკაშვილის საკითხზე კრიტიკოსებისგან ბოდიშს ელოდება
საქართველოს ხელისუფლება სანქციების და სააკაშვილის საკითხზე კრიტიკოსებისგან ბოდიშს ელოდება
Sputnik საქართველო
თვეების განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია, საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T23:56+0400
2023-06-29T23:56+0400
2023-07-05T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
მიხეილ სააკაშვილი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:190:1280:910_1920x0_80_0_0_bee2279d29ac6147146148afae6f7535.jpg
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და საქართველოს მიერ ანტირუსული სანქციების შესრულების თაობაზე ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლების შეფასება არის მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მრავალი თვის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლი იყო, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. ოპოზიციონერები ასევე ადანაშაულებდნენ ხელისუფლებას, თითქოს ის ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ დასავლეთის სპეციალური წარმომადგენლებმა წინა დღეს განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში სერიოზული ზომები იქნა მიღებული.დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის მიზეზების გამო მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც კი მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.რაც შეეხება საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ყველაზე კარგად ერკვევიან აღნიშნულ საკითხში, საქართველოს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს, ხელისუფლების ოპონენტები კი ყოველდღე ბრალდებებით გამოდიოდნენ.მან აღნიშნა, რომ ე.წ. „სანქციების საკითხებში კოორდინატორების ტრიომ“ მადლობა გადაუხადა საქართველოს როგორც საჯაროდ, ისე დახურულ კარს მიღმა - მთავრობის წევრებთან და სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე.„ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მტრობენ საკუთარ ქვეყანას რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.„სააკაშვილი თაღლითი და მავნებელია“ - ელისაშვილის კომენტარი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე >>მან მოუწოდა ბოდიშის მოხდისკენ ყველას, ვინც უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა საქართველოს ხელისუფლებას.„ველით ბოდიშს როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა, თითქოს აქ ხდებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლა. ჯერჯერობით სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხიც დაემატა, ორ ბოდიშს ვითხოვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8a11f04acce96680aeff241bccec2eca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, მიხეილ სააკაშვილი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, მიხეილ სააკაშვილი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოს ხელისუფლება სანქციების და სააკაშვილის საკითხზე კრიტიკოსებისგან ბოდიშს ელოდება
23:56 29.06.2023 (განახლებულია: 14:30 05.07.2023) თვეების განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია, საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და საქართველოს მიერ ანტირუსული სანქციების შესრულების თაობაზე ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლების შეფასება არის მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მრავალი თვის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლი იყო, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. ოპოზიციონერები ასევე ადანაშაულებდნენ ხელისუფლებას, თითქოს ის ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ დასავლეთის სპეციალური წარმომადგენლებმა წინა დღეს განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში სერიოზული ზომები იქნა მიღებული.
„ეს უკვე მეორე დარტყმაა ოპოზიციაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილზე, სააკაშვილის ყალბი პროპაგანდის ჩაფუშვის და ჩაშლის შემდეგ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის მიზეზების გამო მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც კი მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
რაც შეეხება საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ყველაზე კარგად ერკვევიან აღნიშნულ საკითხში, საქართველოს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს, ხელისუფლების ოპონენტები კი ყოველდღე ბრალდებებით გამოდიოდნენ.
„გუშინ საბოლოო წერტილი დაესვა უკვე ერთ წელზე მეტი ხნით მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიას როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან, თითქოს ხდებოდა საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ე.წ. „სანქციების საკითხებში კოორდინატორების ტრიომ“ მადლობა გადაუხადა საქართველოს როგორც საჯაროდ, ისე დახურულ კარს მიღმა - მთავრობის წევრებთან და სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე.
„ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მტრობენ საკუთარ ქვეყანას რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან მოუწოდა ბოდიშის მოხდისკენ ყველას, ვინც უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა საქართველოს ხელისუფლებას.
„ველით ბოდიშს როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა, თითქოს აქ ხდებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლა. ჯერჯერობით სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხიც დაემატა, ორ ბოდიშს ვითხოვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.