https://sputnik-georgia.com/20230605/raribasvili-msvidoba-ekonomikuri-zrdis-garantia-278304007.html
პრემიერი: მშვიდობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გარანტიაა
პრემიერი: მშვიდობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გარანტიაა
Sputnik საქართველო
ეკონომიკური ზრდის მონაცემები ძალზე დამაიმედებელი და პოზიტიურია არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განაცხადა პრემიერმა. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T21:22+0400
2023-06-05T21:22+0400
2023-06-05T22:45+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267403465_0:110:1024:687_1920x0_80_0_0_98d1d0ce0c83ca43bbd74782a32af556.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ეკონომიკის ზრდის დადებითი დინამიკა ძირითადად უკავშირდება საქართველოში მშვიდობიან პერიოდსა და მთავრობის სწორ პოლიტიკას, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს – ზრდამ აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, ხოლო მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ–აპრილში – 7,3%.პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის მონაცემები ძალზე დამაიმედებელი და პოზიტიურია არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.„იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7,3%, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ თვეში ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობაში, ტრანსპორტის, სასაწყობე მეურნეობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროებში.ინფლაციის დონე საქართველოში 2%-ს ჩამოცდა - სტატისტიკური მონაცემები>>„მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს და, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა.გარდა ამისა, ღარიბაშვილის ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობა აპრილში გაიზარდა 20%-ით, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა წლის პირველ კვარტალში 100%-ს გადააჭარბა.ასევე ბრუნვა ბიზნეს-სექტორში 2023 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა დაახლოებით 15%-ით და 44 მილიარდი ლარი შეადგინა.საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო>>2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1% იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267403465_133:102:952:716_1920x0_80_0_0_64d435d09729f6f4e8689f4cd34b349e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
პრემიერი: მშვიდობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გარანტიაა
21:22 05.06.2023 (განახლებულია: 22:45 05.06.2023) ეკონომიკური ზრდის მონაცემები ძალზე დამაიმედებელი და პოზიტიურია არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ეკონომიკის ზრდის დადებითი დინამიკა ძირითადად უკავშირდება საქართველოში მშვიდობიან პერიოდსა და მთავრობის სწორ პოლიტიკას, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს – ზრდამ აპრილში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, ხოლო მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ–აპრილში – 7,3%.
„ამის პირველი, მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. მშვიდობა არის ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის მონაცემები ძალზე დამაიმედებელი და პოზიტიურია არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.
„იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7,3%, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ თვეში ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობაში, ტრანსპორტის, სასაწყობე მეურნეობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროებში.
„მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს და, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობა აპრილში გაიზარდა 20%-ით, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა წლის პირველ კვარტალში 100%-ს გადააჭარბა.
ასევე ბრუნვა ბიზნეს-სექტორში 2023 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა დაახლოებით 15%-ით და 44 მილიარდი ლარი შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1% იყო.