საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო
© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ტერმინალები ბათუმის პორტში
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ექსპორტმა დაახლოებით 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 23,6%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-აპრილში.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 22%-ით გაიზარდა და 6,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 21,2%-ით მეტი.
ექსპორტმა დაახლოებით 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 23,6%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 1 962,2 | 23,6 |
იმპორტი | 4 531,1 | 21,2 |
სულ | 6 493,3 | 21,9 |
ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით 1,9 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 23,6%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.568,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ოთხი თვის მაჩვენებელთან შედარებით 19,4%-ით მეტია.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან 2023 წლის იანვარ-აპრილში ძირითადი ექსპორტული პროდუქცია
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
მსუბუქი ავტომობილები | 595,0 | 350,8 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 257,8 | -29,0 |
ფეროშენადნობები | 84,4 | -56,8 |
ღვინო | 78,6 | 30,2 |
აზოტის სასუქი | 70,1 | -45,3 |
2023 წლის იანვარ-აპრილში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 350,8%-ით, წყლების, მათ შორის მინერალური და გაზიანი - 89,4%-ით, სპირტიანი სასმელების – 84,5%-ით.
ამავე დროს, წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების – 56,8%-ით, აზოტის სასუქის – 45,3%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 29%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში 2023 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებული ძირითადი პროდუქცია
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
მსუბუქი ავტომობილები | 727,9 | 87,5 |
ნავთობპროდუქტები | 318,0 | -5,7 |
გაზი | 250,6 | 22,0 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 161,9 | -35,5 |
წამლები | 155,3 | 26,3 |
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა იმპორტი თამბაქოს ნაწარმის – 115%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 87,5%-ით, ტრაქტორების - 59,2%-ით.
წლის დასაწყისიდან შემცირდა მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი – 35,5%-ით და ნავთობპროდუქტების - 5,7%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2023 წლის იანვარ-აპრილში პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 925,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,2%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 2023 წლის იანვარ-აპრილში
ქვეყანა | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
თურქეთი | 925,3 | 19,8 |
რუსეთი | 848,5 | 51,5 |
აზერბაიჯანი | 500,9 | 12,5 |
ჩინეთი | 490,6 | -20,2 |
სომხეთი | 438,4 | 72,7 |
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან აშშ, გერმანია, ყაზახეთი, ბულგარეთი და ყირგიზეთი.