https://sputnik-georgia.com/20230801/rusi-turistebis-garese-saqartvelo-daaxloebit-1-mlrd-dolars-dakargavs-280683762.html
რუსი ტურისტების გარეშე საქართველო წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდს დაკარგავს - კობახიძე
რუსი ტურისტების გარეშე საქართველო წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდს დაკარგავს - კობახიძე
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თუ რუსი ტურისტები საქართველოში არ ჩამოვლენ, წლის განმავლობაში ქვეყანა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს დაკარგავს, მაშინ, როდესაც... 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T12:21+0400
2023-08-01T12:21+0400
2023-09-14T12:26+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_0:190:2400:1540_1920x0_80_0_0_d7c575626ddcaf744b6f1814b32b6174.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თუ რუსი ტურისტები საქართველოში არ ჩამოვლენ, წლის განმავლობაში ქვეყანა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს დაკარგავს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა 30 მლრდ დოლარს შეადგენს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. ბათუმში ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დააკავეს 19 ადამიანი. ლაინერი, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ ლაინერთან დაკავშირებულ მოვლენებს ოპოზიციის მიზანმიმართული პროვოკაცია და დესტრუქციული მოქმედება უწოდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არანაირი განსხვავება არაა ტურისტებს შორის, რომლებიც ან თვითმფრინავით შემოდიან ქვეყანაში, ან ავტომობილით, ან საზღვაო გზით. ოპოზიციონერების მიზანია საქართველოში ტურიზმის და ამით ეკონომიკის განვითარების შეფერხება.გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.მიზანმიმართული პროვოკაცია – ილია დარჩიაშვილი ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციაზე>>უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 2019 წლის (პანდემიამდე) მაჩვენებელი 74%-ით აღადგინა. ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 1,9 მლნ, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 59,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 90,8%-ით. ოპოზიციის უპასუხისმგებლო აქციები - მინისტრი ლაინერთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე>>რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვარ–ივნისში საქართველოში განახორციელეს 577,6 ათასი ვიზიტი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133,7%-ით მეტია. საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2023 წლის პირველ ექვს თვეში 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_147:153:2076:1600_1920x0_80_0_0_0bda1d357510715c484c53c6acc69c94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თუ რუსი ტურისტები საქართველოში არ ჩამოვლენ, წლის განმავლობაში ქვეყანა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს დაკარგავს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა 30 მლრდ დოლარს შეადგენს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ბათუმში ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დააკავეს 19 ადამიანი. ლაინერი, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.
„იხილეთ განცხადებები – რუსი ტურისტები საერთოდ არ უნდა შემოვიდნენო. მე არ ვიცი, ვინმე ეთანხმებით ამას? დარწმუნებული ვარ, არავინ ეთანხმებით. მაგალითად, რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, როცა ჩვენი ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება 20-30 ათასი სამუშაო ადგილი", – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ ლაინერთან დაკავშირებულ მოვლენებს ოპოზიციის მიზანმიმართული პროვოკაცია და დესტრუქციული მოქმედება უწოდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არანაირი განსხვავება არაა ტურისტებს შორის, რომლებიც ან თვითმფრინავით შემოდიან ქვეყანაში, ან ავტომობილით, ან საზღვაო გზით. ოპოზიციონერების მიზანია საქართველოში ტურიზმის და ამით ეკონომიკის განვითარების შეფერხება.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 2019 წლის (პანდემიამდე) მაჩვენებელი 74%-ით აღადგინა. ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 1,9 მლნ, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 59,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 90,8%-ით.
რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვარ–ივნისში საქართველოში განახორციელეს 577,6 ათასი ვიზიტი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133,7%-ით მეტია. საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2023 წლის პირველ ექვს თვეში 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა.