ტურიზმს საქართველოში სულ უფრო მეტი ფული მოაქვს - შემოსავლები რეკორდულად იზრდება

© photo: Sputnik / Stringerტურისტები ძველ თბილისში
ტურისტები ძველ თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტურისტების რაოდენობა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში 2023 წლის იანვარი-ივნისში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავლები 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით გაზრდილია 57,9%-ით, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 23,9%-ით.
ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობას ჯერ არ მიუღწევია ტურიზმის თვალსაზრისით რეკორდული წლის მაჩვენებლამდე.
რუსი ტურისტების გარეშე საქართველო წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდს დაკარგავს - კობახიძე>>
2023 წლის იანვრ-ივნისში საქართველოს ეწვია დაახლოებით 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 75,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.
ტურიზმმა საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ აღდგენა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. უკვე 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე იყო 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით არის აღდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0