https://sputnik-georgia.com/20230927/awarasi-sazrvao-sezonma-warmatebit-caiara-tornike-rijvaze-282732762.html
აჭარაში საზღვაო სეზონმა წარმატებით ჩაიარა - თორნიკე რიჟვაძე
აჭარაში საზღვაო სეზონმა წარმატებით ჩაიარა - თორნიკე რიჟვაძე
Sputnik საქართველო
აჭარა – საქართველოს ძირითადი საზღვაო საკურორტო რეგიონია. 27.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-27T22:01+0400
2023-09-27T22:01+0400
2023-10-26T14:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
აჭარის მთავრობა
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123721_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_82cb0b7e6b21e2df08c602663588d013.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში საზღვაო ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა, რეგიონმა მოახერხა ვიზიტორთა რაოდენობის მზარდი დინამიკის შენარჩუნება, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.რიჟვაძის თქმით, ტურისტების რაოდენობით რეკორდულ 2019 წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. 2022 წელთან შედარებით – 46%-ით. რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას 2019 წელთან შედარებით – 20,2%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით – 46,3%-ით.გაიზარდა ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.ამასთან რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საზღვაო ტურისტულ სეზონზე ნეგატიური როლი ითამაშა კამპანიამ, რომელსაც ატარებდნენ გარკვეულ ჯგუფები შავ ზღვაში წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა.აჭარაში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლების სისტემატური მონიტორინგი მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო თავიდან შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია–განმუხურის ტერიტორიაზე კიდევ 3 წერტილი დაემატაკვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.ვიზიტები საქართველოშისაერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის იანვარი–ივნისში 75,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,8 მლნ შეადგინა.საქართველომ 2022 წლის ექვს თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 74%-ით აღადგინა.ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურიზმით მიღებული შემოსავლები 2023 წლის 1 იანვრიდან 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში 57,9%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2023 წლის პირველი ნახევრის შემოსავლებმა 23,9%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123721_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_837fa13e951935e5cd694cd741c75b34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა , აჭარა
აჭარაში საზღვაო სეზონმა წარმატებით ჩაიარა - თორნიკე რიჟვაძე
22:01 27.09.2023 (განახლებულია: 14:09 26.10.2023) აჭარა – საქართველოს ძირითადი საზღვაო საკურორტო რეგიონია.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში საზღვაო ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა, რეგიონმა მოახერხა ვიზიტორთა რაოდენობის მზარდი დინამიკის შენარჩუნება, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
რიჟვაძის თქმით, ტურისტების რაოდენობით რეკორდულ 2019 წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. 2022 წელთან შედარებით – 46%-ით. რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას 2019 წელთან შედარებით – 20,2%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით – 46,3%-ით.
გაიზარდა ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.
ამასთან რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საზღვაო ტურისტულ სეზონზე ნეგატიური როლი ითამაშა კამპანიამ, რომელსაც ატარებდნენ გარკვეულ ჯგუფები შავ ზღვაში წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება და ხელწერა ამ რადიკალური ჯგუფების, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ცრუ კამპანიებით ჩვენი მოსახლეობის ფინანსური დაზარალება და შემდეგ ეს უკმაყოფილება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნებისთვის“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა.
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლების სისტემატური მონიტორინგი მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო თავიდან შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია–განმუხურის ტერიტორიაზე კიდევ 3 წერტილი დაემატა
კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის იანვარი–ივნისში 75,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,8 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ექვს თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 74%-ით აღადგინა.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურიზმით მიღებული შემოსავლები 2023 წლის 1 იანვრიდან 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში 57,9%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2023 წლის პირველი ნახევრის შემოსავლებმა 23,9%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.