https://sputnik-georgia.com/20230930/turizmis-oskari-batumis-botanikuri-bari-evropasi-sauketesoa-282807193.html
ტურიზმის ოსკარი: ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპაში საუკეთესოა
ტურიზმის ოსკარი: ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპაში საუკეთესოა
Sputnik საქართველო
ბათუმის ბოტანიკური ბაღი მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და ევროპის სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს უწევდა კონკურენციას. 30.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-30T13:59+0400
2023-09-30T13:59+0400
2023-09-30T13:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259283551_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_dca4746ccbb8b12be7efbb4a1046c982.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა გაიმარჯვა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მსოფლიო ტურიზმის Warld Travel Awards-ის ღონისძიებაზე, რომელიც ცნობილია როგორც ტურისტული „ოსკარი“.ბათუმმა 28-29 სექტემბერს უმასპინძლა საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს, სადაც World Travel Awards-ის დაჯილდოების გალა-ცერემონია გაიმართა.ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და ევროპული ქვეყნების სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს უწევდა კონკურენციას.აღსანიშნავია, რომ World Travel Awards-ის ვერსიით ბათუმი კვლავ დარჩა ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება.აჭარაში საზღვაო სეზონმა წარმატებით ჩაიარა - თორნიკე რიჟვაძე >>World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.საქართველომ World Travel Awards-ს პირველად უმასპინძლა. ღონისძიებას, რომელიც 28-29 სექტემბერს ბათუმში გაიმართა, ტურიზმის ინდუსტრიისა და მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი 24 ქვეყნიდან დაესწრო. აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება 30-ე იუბილეს აღნიშნავს.პრესტიჟული დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259283551_197:0:2928:2048_1920x0_80_0_0_199da13e4f6c9823ab1c1aca3da36774.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარა , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარა , ბათუმი
ტურიზმის ოსკარი: ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპაში საუკეთესოა
ბათუმის ბოტანიკური ბაღი მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და ევროპის სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს უწევდა კონკურენციას.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა გაიმარჯვა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მსოფლიო ტურიზმის Warld Travel Awards-ის ღონისძიებაზე, რომელიც ცნობილია როგორც ტურისტული „ოსკარი“.
ბათუმმა 28-29 სექტემბერს უმასპინძლა საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს, სადაც World Travel Awards-ის დაჯილდოების გალა-ცერემონია გაიმართა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და ევროპული ქვეყნების სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს უწევდა კონკურენციას.
აღსანიშნავია, რომ World Travel Awards-ის ვერსიით ბათუმი კვლავ დარჩა ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება.
World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.
საქართველომ World Travel Awards-ს პირველად უმასპინძლა. ღონისძიებას, რომელიც 28-29 სექტემბერს ბათუმში გაიმართა, ტურიზმის ინდუსტრიისა და მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი 24 ქვეყნიდან დაესწრო. აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება 30-ე იუბილეს აღნიშნავს.
პრესტიჟული დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.