https://sputnik-georgia.com/20230920/monetaruli-politikis-sherbileba-282457523.html
რა მოჰყვა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას?
რა მოჰყვა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას?
Sputnik საქართველო
რამდენიმე დღეა, რაც ლარი უფასურდება. არის მოლოდინი, რომ უცხოურ ვალუტაში საკრედიტო რესურსი წლის ბოლომდე კიდევ გაძვირდება. მანამდე კი საბანკო სექტორის 200... 20.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-20T18:17+0400
2023-09-20T18:17+0400
2023-09-20T22:26+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანაკლია
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249802249_0:1:3198:1800_1920x0_80_0_0_d128c2835e543d3b333ea1a6309acaaf.jpg
მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი კვირის წინ, 13 სექტემბერს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. როგორც ამას ანალიტიკოსები თუ საბანკო სფეროს სპეციალისტები ვარაუდობდნენ, კომიტეტმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შერბილების პრინციპს არ უღალატა და რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0,25 პროცენტული პუნქტით, 10,25 პროცენტიდან 10 პროცენტამდე შეამცირა.დარწმუნებული ვარ, მკითხველს ემახსოვრება, რომ ამგვარი ვერდიქტის მთავარი ფაქტორი ინფლაციური წნეხის საგრძნობი შესუსტება იყო. ეს პოზიტიური ტენდენცია გასული წლის შემოდგომაზე გამოიკვეთა და მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლარის კურსის სტაბილურობამ და ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამაც განაპირობა. სავარაუდოდ, გამოირიცხა ის რისკ-ფაქტორიც, რაც მონეტარული პოლიტიკის შერბილებას საფინანსო ბაზარზე ჭარბი ფულის მიმოქცევაში მოხვედრას ახლავს. ადვილად პროგნოზირებადია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ეროვნულ ვალუტაში სესხებს გააიაფებს, რაც ლარში საკრედიტო რესურსზე მოთხოვნას გაზრდის. ანალიტიკოსების შეფასებით კი, იაფი სესხი ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.როგორ აისახება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება საფინანსო ბაზარზე და რა გავლენა ექნება ლარის გაიაფებას ინფლაციურ პროცესებზე, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის შემდეგ ლარი ერთბაშად რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა ამერიკული დოლარის მიმართ 2,7 ლარი შეადგინა. არის თუ არა ეროვნული ვალუტის ეს გაუფასურება დროებითი მოვლენა? პასუხი ამ კითხვაზეც დროს მივანდოთ. მანამდე კი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით საბანკო სექტორის 200 ათასამდე იმ დებიტორს, რომლის სესხის საპროცენტო განაკვეთი ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული, კრედიტზე გადასახდელი პროცენტი შეუმცირდა.მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186.632 სესხი იყო გაცემული, საკრედიტო პორტფელის მთლიანი მოცულობა კი 11,4 მილიარდ ლარს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდისთვის გაცემული კრედიტების 58 პროცენტი შინამეურნეობებზე, ხოლო 42 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდიოდა.ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186.632 კრედიტიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი − 80.697 ხელშეკრულებით სამომხმარებლო სესხი იყო გაცემული. ამ ტიპის სესხზე საბანკო სექტორს 2 მილიარდი ლარი ჰქონდა გასესხებული.მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ე.წ. იპოთეკურ სესხებს ეკავა. 1 აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორს 72.595 ხელშეკრულებით გაცემული ჰქონდა 3,6 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტი.ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულში იყო ბიზნეს-სესხებიც. ასეთი ტიპის სესხზე გაფორმებული 32.468 ხელშეკრულებით საბანკო სექტორს 5,8 მილიარდი ლარი ჰქონდა გაცემული. საგულისხმოა, რომ 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ბიზნეს-სესხების ხელშეკრულებების რაოდენობა 6.868 ერთეულით გაიზარდა.საინტერესოა, როგორია სხვადასხვა ტიპის სესხების მოცულობის წლიურ ჭრილში ცვლილების დინამიკა. 1 აგვისტოს მდგომარეობით, წლიურად ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი − 36 პროცენტი სამომხმარებლო სესხებში დაფიქსირდა. ბიზნეს-სესხებისა და იპოთეკური სესხების მოცულობა კი, შესაბამისად, 19 პროცენტით და 14 პროცენტით გაიზარდა.ლარში გაცემული სესხების მოცულობა საანგარიშო პერიოდისთვის დაახლოებით 15 პროცენტით იყო გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს − 25 პროცენტს.რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16,91 პროცენტი შეადგინა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 0,2 პროცენტით ნაკლებია.არ გამოვრიცხავ, ციფრებით დაგღალეთ, მაგრამ ყურადღებას ორიოდე მონაცემზეც გავამახვილებ. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 44 პროცენტს შეადგენს. აგვისტოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების ზრდის ტემპი შენელდა და, შედეგად, გაცემული სესხები 1 პროცენტით შემცირდა, რაც ძირითადად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების 2,5 პროცენტით შემცირებით არის გამოწვეული. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა მცირედით − 0,7 პროცენტით გაიზარდა. ხელშეკრულებების რაოდენობა კი წლიურად 3,4 პროცენტით არის შემცირებული.რაკი პირობა შევასრულე და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი მიმოვიხილე, თავს უფლებას მივცემ, მომდევნო რამდენიმე სტრიქონში ქვეყნის საზღვრებს გავცდე და ევროპისკენ გავიხედო. რატომ, აქაურობის მზერამ ხომ არ დაგღალა? − შესაძლოა, ირონიული ტონით ჩამეძიოს მკითხველი. პასუხს ამ კითხვაზე სამომავლოდ გადავდებ. ახლა მოკლედ განვმარტავ, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროკავშირის ზონაში მონეტარული პოლიტიკის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო და მზარდი ინფლაციური წნეხის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტით – 4,5 პროცენტის ნიშნულამდე გაზარდა.საინტერესოა, რა გავლენა ექნება ევროპის ცენტრალური ბანკის ამ ვერდიქტს ჩვენი ქვეყნის საკრედიტო ბაზარზე. ანალიტიკოსთა ვარაუდით, ევროკავშირში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხების საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო გაიზრდება.„საპროცენტო განაკვეთები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ჯერაც მზარდია. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია წლის ბოლომდე გლობალურად გაგრძელდეს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართულოს ბაზარსაც გადმოეცემა და სავალუტო კრედიტები გაძვირდება. სტაბილიზაციასა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას 2024 წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებენ. მანამდე კი საქართველოში უცხოურ ვალუტაში გასაცემ სესხებზე გაზრდილი განაკვეთები შენარჩუნდება“, − აცხადებს ანალიტიკოსი ლაშა ქავთარაძე.დღეისათვის სულ ეს იყო. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ლარის საშემოდგომო თავგადასავლით დაგიბრუნდებით. ვნახოთ, დავაკვირდეთ, რა პროცესი განვითარდება სავალუტო ბაზარზე...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230909/----------282098248.html
https://sputnik-georgia.com/20230906/----------281973583.html
https://sputnik-georgia.com/20230829/ras-ambobs-statistika-281766019.html
https://sputnik-georgia.com/20230913/refinansirebis-ganakvetma-10-procentamde-daiwia-282225072.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249802249_447:0:3178:2048_1920x0_80_0_0_73b4eedc296492c4d34e1c4467bb2a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანაკლია, მიმოხილვები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანაკლია, მიმოხილვები
რა მოჰყვა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას?
18:17 20.09.2023 (განახლებულია: 22:26 20.09.2023) რამდენიმე დღეა, რაც ლარი უფასურდება. არის მოლოდინი, რომ უცხოურ ვალუტაში საკრედიტო რესურსი წლის ბოლომდე კიდევ გაძვირდება. მანამდე კი საბანკო სექტორის 200 ათასამდე დებიტორს, რომელთა სესხები ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული, სესხზე პროცენტი შეუმცირდა.
მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი კვირის წინ, 13 სექტემბერს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. როგორც ამას ანალიტიკოსები თუ საბანკო სფეროს სპეციალისტები ვარაუდობდნენ, კომიტეტმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შერბილების პრინციპს არ უღალატა და რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0,25 პროცენტული პუნქტით, 10,25 პროცენტიდან 10 პროცენტამდე შეამცირა.
დარწმუნებული ვარ, მკითხველს ემახსოვრება, რომ ამგვარი ვერდიქტის მთავარი ფაქტორი ინფლაციური წნეხის საგრძნობი შესუსტება იყო. ეს პოზიტიური ტენდენცია გასული წლის შემოდგომაზე გამოიკვეთა და მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლარის კურსის სტაბილურობამ და ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამაც განაპირობა. სავარაუდოდ, გამოირიცხა ის რისკ-ფაქტორიც, რაც მონეტარული პოლიტიკის შერბილებას საფინანსო ბაზარზე ჭარბი ფულის მიმოქცევაში მოხვედრას ახლავს. ადვილად პროგნოზირებადია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ეროვნულ ვალუტაში სესხებს გააიაფებს, რაც ლარში საკრედიტო რესურსზე მოთხოვნას გაზრდის. ანალიტიკოსების შეფასებით კი, იაფი სესხი ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
როგორ აისახება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება საფინანსო ბაზარზე და რა გავლენა ექნება ლარის გაიაფებას ინფლაციურ პროცესებზე, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის შემდეგ ლარი ერთბაშად რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა ამერიკული დოლარის მიმართ 2,7 ლარი შეადგინა. არის თუ არა ეროვნული ვალუტის ეს გაუფასურება დროებითი მოვლენა? პასუხი ამ კითხვაზეც დროს მივანდოთ. მანამდე კი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით საბანკო სექტორის 200 ათასამდე იმ დებიტორს, რომლის სესხის საპროცენტო განაკვეთი ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული, კრედიტზე გადასახდელი პროცენტი შეუმცირდა.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186.632 სესხი იყო გაცემული, საკრედიტო პორტფელის მთლიანი მოცულობა კი 11,4 მილიარდ ლარს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდისთვის გაცემული კრედიტების 58 პროცენტი შინამეურნეობებზე, ხოლო 42 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდიოდა.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186.632 კრედიტიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი − 80.697 ხელშეკრულებით სამომხმარებლო სესხი იყო გაცემული. ამ ტიპის სესხზე საბანკო სექტორს 2 მილიარდი ლარი ჰქონდა გასესხებული.
მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ე.წ. იპოთეკურ სესხებს ეკავა. 1 აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორს 72.595 ხელშეკრულებით გაცემული ჰქონდა 3,6 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტი.
ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულში იყო ბიზნეს-სესხებიც. ასეთი ტიპის სესხზე გაფორმებული 32.468 ხელშეკრულებით საბანკო სექტორს 5,8 მილიარდი ლარი ჰქონდა გაცემული. საგულისხმოა, რომ 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ბიზნეს-სესხების ხელშეკრულებების რაოდენობა 6.868 ერთეულით გაიზარდა.
საინტერესოა, როგორია სხვადასხვა ტიპის სესხების მოცულობის წლიურ ჭრილში ცვლილების დინამიკა. 1 აგვისტოს მდგომარეობით, წლიურად ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი − 36 პროცენტი სამომხმარებლო სესხებში დაფიქსირდა. ბიზნეს-სესხებისა და იპოთეკური სესხების მოცულობა კი, შესაბამისად, 19 პროცენტით და 14 პროცენტით გაიზარდა.
ლარში გაცემული სესხების მოცულობა საანგარიშო პერიოდისთვის დაახლოებით 15 პროცენტით იყო გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს − 25 პროცენტს.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16,91 პროცენტი შეადგინა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 0,2 პროცენტით ნაკლებია.
არ გამოვრიცხავ, ციფრებით დაგღალეთ, მაგრამ ყურადღებას ორიოდე მონაცემზეც გავამახვილებ. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 44 პროცენტს შეადგენს. აგვისტოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების ზრდის ტემპი შენელდა და, შედეგად, გაცემული სესხები 1 პროცენტით შემცირდა, რაც ძირითადად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების 2,5 პროცენტით შემცირებით არის გამოწვეული. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა მცირედით − 0,7 პროცენტით გაიზარდა. ხელშეკრულებების რაოდენობა კი წლიურად 3,4 პროცენტით არის შემცირებული.
რაკი პირობა შევასრულე და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი მიმოვიხილე, თავს უფლებას მივცემ, მომდევნო რამდენიმე სტრიქონში ქვეყნის საზღვრებს გავცდე და ევროპისკენ გავიხედო. რატომ, აქაურობის მზერამ ხომ არ დაგღალა? − შესაძლოა, ირონიული ტონით ჩამეძიოს მკითხველი. პასუხს ამ კითხვაზე სამომავლოდ გადავდებ. ახლა მოკლედ განვმარტავ, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროკავშირის ზონაში მონეტარული პოლიტიკის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო და მზარდი ინფლაციური წნეხის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტით – 4,5 პროცენტის ნიშნულამდე გაზარდა.
13 სექტემბერი 2023, 15:38
საინტერესოა, რა გავლენა ექნება ევროპის ცენტრალური ბანკის ამ ვერდიქტს ჩვენი ქვეყნის საკრედიტო ბაზარზე. ანალიტიკოსთა ვარაუდით, ევროკავშირში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხების საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო გაიზრდება.
„საპროცენტო განაკვეთები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ჯერაც მზარდია. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია წლის ბოლომდე გლობალურად გაგრძელდეს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართულოს ბაზარსაც გადმოეცემა და სავალუტო კრედიტები გაძვირდება. სტაბილიზაციასა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას 2024 წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებენ. მანამდე კი საქართველოში უცხოურ ვალუტაში გასაცემ სესხებზე გაზრდილი განაკვეთები შენარჩუნდება“, − აცხადებს ანალიტიკოსი ლაშა ქავთარაძე.
დღეისათვის სულ ეს იყო. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ლარის საშემოდგომო თავგადასავლით დაგიბრუნდებით. ვნახოთ, დავაკვირდეთ, რა პროცესი განვითარდება სავალუტო ბაზარზე...