https://sputnik-georgia.com/20230909/----------282098248.html
რას მოიტანს არჩევანის გადავადება ანუ რატომ ხვალ და არა დღეს?!
რას მოიტანს არჩევანის გადავადება ანუ რატომ ხვალ და არა დღეს?!
Sputnik საქართველო
საპენსიო ფონდში რისკიანობის მიხედვით პორტფელების ასარჩევად განკუთვნილი დრო ამოიწურა. პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს აპირებს, რითაც არჩევანისთვის დრო... 09.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-09T11:00+0400
2023-09-09T11:00+0400
2023-09-09T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1d1398cbfdf91e95b2ef7e7a8c7a3084.jpg
ენკენისთვის პირველი კვირა გაილია და ამასთან ერთად, ის დროც ამოიწურა, რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეებს მათთვის სასურველი პორტფელის ასარჩევად ჰქონდათ... ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, არჩევანისთვის განკუთვნილი ვადა 6 სექტემბრის საღამოს გავიდა.ერთი თვით ადრე, საპენსიო სააგენტომ რისკიანობის მიხედვით პორტფელების არჩევის წესი გამოაქვეყნა, პროცედურას განმარტებები დაურთო და მოქალაქეებს, რომელთა საპენსიო უზრუნველყოფაც ახლო, საშუალო თუ შორეულ მომავალში, სწორედ დაგროვებით საპენსიო ფონდზე იქნება დამოკიდებული, აქტიურობისკენ მოუწოდა.სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, სააგიტაციო კამპანია დროის მცირე მონაკვეთში წარიმართა, სულ რაღაც, არასრული სამიოდე კვირის განმავლობაში. მნიშვნელოვან პროცესს არც ჩვენ გამოვაკლდით. გამოვაქვეყნეთ სტატია: „სად შევიტანო? ანუ მომავალი პენსიონერის კიდევ ერთი საფიქრალი“... მთავარი გზავნილიც მახსოვს: „დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული ყველა მონაწილე ინვესტორი თავად ხდება“...აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო უზრუნველყოფის ხარისხი აშკარად უფრო უკეთესის სურვილს ტოვებდა. კაცმა რომ თქვას, არც დრო იყო სწორად შერჩეული. წელიწადის ამ პერიოდში მოქალაქეები, ძირითადად, ისვენებენ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდებიან ხოლმე.ასეა თუ ისე, სექტემბრის დასაწყისისთვის კერძო საპენსიო ფონდის ხუთი ათასზე მეტ ბენეფიციარს არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა. არ ჩავუღრმავდები, რამდენმა პროცენტმა მიანიჭა უპირატესობა დაბალ, საშუალო თუ მაღალი რისკიანობის პორტფელს. ახლა მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღება 6 სექტემბრის ჩათვლით, აუცილებელი არ ყოფილა.მოგეხსენებათ, ხალხის რჩეულები პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემისბენეფიციარებს პორტფელების არჩევის ვადას გაუხანგრძლივებს... შედეგად, ყოველი მათგანი დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება.საინტერესოა, რას გულისხმობს პორტფელის არჩევის ვადის გახანგრძლივება, რა ბედი ეწევა უკვე არჩეულ პორტფელებს და შეუძლია თუ არა მოქალაქეს პორტფელი ვადის გასვლისშემდეგაც შეცვალოს?..საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც პორტფელების არჩევის პერიოდის გახანგრძლივებას გულისხმობს, კერძო საპენსიო სისტემის იმ მონაწილეებს, რომლებმაც არჩევანი 6 სექტემბრის ჩათვლით ვერ დააფიქსირეს, საამისოდ ვადა 2027 წლის დეკემბრის ბოლომდე ექნებათ.„კანონმა პირველი მოსმენა გაიარა და იმედი გვაქვს, საშემოდგომო სესიაზემიიღებენ. ამის შემდეგ საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საინვესტიციო პორტფელი 2028 წლის იანვრამდე, მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს აირჩიონ. შემდეგ კი, თორმეტი თვით ეს უფლება დაიბლოკება. ყოველი ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუკი ბენეფიციარს ამის სურვილი ექნება, პორტფელის შეცვლა შეეძლება...“, − აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე. მისი განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე მხოლოდ მისი გადაწყვეტილებით შეძლებს, დანაზოგი საშუალო ან მაღალი რისკიანობის პორტფელში გადაიტანოს.რატომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები და რამ განაპირობა რისკიანობის პორტფელების არჩევის პერიოდის გახანგრძლივება? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და ურიგო არ იქნება, მომდევნო სტრიქონები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის მმართველი გუნდის წარმომადგენელს დავუთმოთ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე საზოგადოებაში არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმზე მიანიშნებს და საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობასაც ამ მოტივით ასაბუთებს.„მოსახლეობას საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა. შესაბამისად, ის გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ იყო. ასე რომ, სავსებით შესაძლებელიაამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ დღის წესრიგში საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა დადგა და დავიწყეთ ახალი კანონპროექტის ჯერ მომზადება და შემდეგ განხილვა. პარლამენტში კანონი პირველი მოსმენით მიღებულია. პროცესი ალბათ, სექტემბრის ბოლომდე დასრულდება...“, − აცხადებს პაატა კვიჟინაძე. მისივე თქმით, რისკიანობის პორტფელის არჩევის ვადა 2028 წლის იანვრამდე განისაზღვრება. ამ პერიოდის ამოწურვამდე საპენსიო ფონდში არსებული დანაზოგი დაბალი რისკიანობის პორტფელში დარჩება.პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებმა კარგად ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთონ.„აუცილებელია საპენსიო სააგენტომ, ეროვნულმა ბანკმა და ეკონომიკის სამინისტრომ მოსახლეობასთან აქტიური სარეკლამო თუ განმარტებითი კამპანია აწარმოოს. მოქალაქეებმა გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ. მანამდე საპენსიო ფონდის უკლებლივ ყველა ბენეფიციარის დანაზოგი გარანტირებულად დაბალი რისკიანობის პორტფელში უნდა დარჩეს...“, − აცხადებს პაატა კვიჟინაძე. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებითაც, ახალი კანონის მიღება აუცილებელია, რადგან ის 2018 წლის კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის.„როგორც იცით, 2018 წელს მიღებული კანონი მოქალაქეებისთვის პორტფელებს შორის არჩევანის გასაკეთებლად, მხოლოდ ერთთვიან ვადას ითვალისწინებდა. თუმცა რეფორმის მიმდინარეობამ დაგვანახა შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ეს დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს მეტად გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებისსაშუალებას მისცემს. საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიღებით, გაუქმდება აღნიშნული შეზღუდვა, ასევე გადავადდება პორტფელებში აქტივების ავტომატური გადანაწილების პროცესიც...“, − განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.კი, მაგრამ, რა ელის საპენსიო დანაზოგებს საკანონმდებლო ცვლილებამდე? − შესაძლოა, დაინტერესდეს მკითხველი და განვმარტავ, რაკი მოქმედი კანონით, პორტფელების არჩევის ვადა უკვე ამოწურულია, საპენსიო სისტემის მონაწილეები ასაკის მიხედვით ავტომატურად გადანაწილდებიან დაბალი, მაღალი და საშუალო და რისკის პორტფელებში. ბენეფიციარებს გადაწყვეტილების მიღება, სასურველი პორტფელის არჩევა საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, 2028 წლის იანვრამდე პერიოდში ექნებათ.დღეისათვის სულ ეს იყო. ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებითა და მიმდინარე პროცესების მიმოხილვით, უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230906/----------281973583.html
https://sputnik-georgia.com/20230829/ras-ambobs-statistika-281766019.html
https://sputnik-georgia.com/20230829/ras-ambobs-statistika-281766019.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_14a5cddcb2a86be434fd0d81553983cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
რას მოიტანს არჩევანის გადავადება ანუ რატომ ხვალ და არა დღეს?!
საპენსიო ფონდში რისკიანობის მიხედვით პორტფელების ასარჩევად განკუთვნილი დრო ამოიწურა. პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს აპირებს, რითაც არჩევანისთვის დრო გახანგრძლივდება... რა ბედი ეწევა მომავალი პენსიონერების დანაზოგს საკანონმდებლო ცვლილებებამდე და მას შემდეგ?
ენკენისთვის პირველი კვირა გაილია და ამასთან ერთად, ის დროც ამოიწურა, რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეებს მათთვის სასურველი პორტფელის ასარჩევად ჰქონდათ... ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, არჩევანისთვის განკუთვნილი ვადა 6 სექტემბრის საღამოს გავიდა.
ერთი თვით ადრე, საპენსიო სააგენტომ რისკიანობის მიხედვით პორტფელების არჩევის წესი გამოაქვეყნა, პროცედურას განმარტებები დაურთო და მოქალაქეებს, რომელთა საპენსიო უზრუნველყოფაც ახლო, საშუალო თუ შორეულ მომავალში, სწორედ დაგროვებით საპენსიო ფონდზე იქნება დამოკიდებული, აქტიურობისკენ მოუწოდა.
სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, სააგიტაციო კამპანია დროის მცირე მონაკვეთში წარიმართა, სულ რაღაც, არასრული სამიოდე კვირის განმავლობაში. მნიშვნელოვან პროცესს არც ჩვენ გამოვაკლდით. გამოვაქვეყნეთ სტატია: „სად შევიტანო? ანუ მომავალი პენსიონერის კიდევ ერთი საფიქრალი“... მთავარი გზავნილიც მახსოვს: „დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული ყველა მონაწილე ინვესტორი თავად ხდება“...
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო უზრუნველყოფის ხარისხი აშკარად უფრო უკეთესის სურვილს ტოვებდა. კაცმა რომ თქვას, არც დრო იყო სწორად შერჩეული. წელიწადის ამ პერიოდში მოქალაქეები, ძირითადად, ისვენებენ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდებიან ხოლმე.
ასეა თუ ისე, სექტემბრის დასაწყისისთვის კერძო საპენსიო ფონდის ხუთი ათასზე მეტ ბენეფიციარს არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა. არ ჩავუღრმავდები, რამდენმა პროცენტმა მიანიჭა უპირატესობა დაბალ, საშუალო თუ მაღალი რისკიანობის პორტფელს. ახლა მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღება 6 სექტემბრის ჩათვლით, აუცილებელი არ ყოფილა.
მოგეხსენებათ, ხალხის რჩეულები პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემისბენეფიციარებს პორტფელების არჩევის ვადას გაუხანგრძლივებს... შედეგად, ყოველი მათგანი დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება.
საინტერესოა, რას გულისხმობს პორტფელის არჩევის ვადის გახანგრძლივება, რა ბედი ეწევა უკვე არჩეულ პორტფელებს და შეუძლია თუ არა მოქალაქეს პორტფელი ვადის გასვლისშემდეგაც შეცვალოს?..
საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც პორტფელების არჩევის პერიოდის გახანგრძლივებას გულისხმობს, კერძო საპენსიო სისტემის იმ მონაწილეებს, რომლებმაც არჩევანი 6 სექტემბრის ჩათვლით ვერ დააფიქსირეს, საამისოდ ვადა 2027 წლის დეკემბრის ბოლომდე ექნებათ.
„კანონმა პირველი მოსმენა გაიარა და იმედი გვაქვს, საშემოდგომო სესიაზემიიღებენ. ამის შემდეგ საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საინვესტიციო პორტფელი 2028 წლის იანვრამდე, მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს აირჩიონ. შემდეგ კი, თორმეტი თვით ეს უფლება დაიბლოკება. ყოველი ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუკი ბენეფიციარს ამის სურვილი ექნება, პორტფელის შეცვლა შეეძლება...“, − აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე. მისი განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე მხოლოდ მისი გადაწყვეტილებით შეძლებს, დანაზოგი საშუალო ან მაღალი რისკიანობის პორტფელში გადაიტანოს.
რატომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები და რამ განაპირობა რისკიანობის პორტფელების არჩევის პერიოდის გახანგრძლივება? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და ურიგო არ იქნება, მომდევნო სტრიქონები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის მმართველი გუნდის წარმომადგენელს დავუთმოთ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე საზოგადოებაში არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმზე მიანიშნებს და საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობასაც ამ მოტივით ასაბუთებს.
„მოსახლეობას საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა. შესაბამისად, ის გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ იყო. ასე რომ, სავსებით შესაძლებელიაამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ დღის წესრიგში საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა დადგა და დავიწყეთ ახალი კანონპროექტის ჯერ მომზადება და შემდეგ განხილვა. პარლამენტში კანონი პირველი მოსმენით მიღებულია. პროცესი ალბათ, სექტემბრის ბოლომდე დასრულდება...“, − აცხადებს პაატა კვიჟინაძე. მისივე თქმით, რისკიანობის პორტფელის არჩევის ვადა 2028 წლის იანვრამდე განისაზღვრება. ამ პერიოდის ამოწურვამდე საპენსიო ფონდში არსებული დანაზოგი დაბალი რისკიანობის პორტფელში დარჩება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებმა კარგად ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთონ.
„აუცილებელია საპენსიო სააგენტომ, ეროვნულმა ბანკმა და ეკონომიკის სამინისტრომ მოსახლეობასთან აქტიური სარეკლამო თუ განმარტებითი კამპანია აწარმოოს. მოქალაქეებმა გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ. მანამდე საპენსიო ფონდის უკლებლივ ყველა ბენეფიციარის დანაზოგი გარანტირებულად დაბალი რისკიანობის პორტფელში უნდა დარჩეს...“, − აცხადებს პაატა კვიჟინაძე.
ეკონომიკის სამინისტროს შეფასებითაც, ახალი კანონის მიღება აუცილებელია, რადგან ის 2018 წლის კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის.
„როგორც იცით, 2018 წელს მიღებული კანონი მოქალაქეებისთვის პორტფელებს შორის არჩევანის გასაკეთებლად, მხოლოდ ერთთვიან ვადას ითვალისწინებდა. თუმცა რეფორმის მიმდინარეობამ დაგვანახა შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ეს დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს მეტად გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებისსაშუალებას მისცემს. საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიღებით, გაუქმდება აღნიშნული შეზღუდვა, ასევე გადავადდება პორტფელებში აქტივების ავტომატური გადანაწილების პროცესიც...“, − განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
კი, მაგრამ, რა ელის საპენსიო დანაზოგებს საკანონმდებლო ცვლილებამდე? − შესაძლოა, დაინტერესდეს მკითხველი და განვმარტავ, რაკი მოქმედი კანონით, პორტფელების არჩევის ვადა უკვე ამოწურულია, საპენსიო სისტემის მონაწილეები ასაკის მიხედვით ავტომატურად გადანაწილდებიან დაბალი, მაღალი და საშუალო და რისკის პორტფელებში. ბენეფიციარებს გადაწყვეტილების მიღება, სასურველი პორტფელის არჩევა საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, 2028 წლის იანვრამდე პერიოდში ექნებათ.
დღეისათვის სულ ეს იყო. ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებითა და მიმდინარე პროცესების მიმოხილვით, უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.