https://sputnik-georgia.com/20230913/refinansirebis-ganakvetma-10-procentamde-daiwia-282225072.html
რეფინანსირების განაკვეთმა 10 პროცენტამდე დაიწია
რეფინანსირების განაკვეთმა 10 პროცენტამდე დაიწია
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი ფრთხილი ნაბიჯებით აგრძელებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას. 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T15:38+0400
2023-09-13T15:38+0400
2023-09-13T18:03+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_f08fb0a36b99e0b9076ba8dfa52279fa.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტის ნიშნულზე დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო. მარეგულირებლის ცნობით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0,9 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2,5 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3 პროცენტია. თუმცა, უწყებაში მიიჩნევენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. „მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საგარეო რისკებთან ერთად, ჯერ კიდევ საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებისა, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ მომავალში შეიძლება ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოშვას", – აღნიშნულია ინფორმაციაში. რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 9,5%-მდე შემცირდება - ეროვნული ბანკის პროგნოზი>>უწყების ცნობით, ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს. „ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ad066d82026bddf6e43fcae75557fa2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
რეფინანსირების განაკვეთმა 10 პროცენტამდე დაიწია
15:38 13.09.2023 (განახლებულია: 18:03 13.09.2023) საქართველოს ეროვნული ბანკი ფრთხილი ნაბიჯებით აგრძელებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტის ნიშნულზე დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო.
მარეგულირებლის ცნობით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0,9 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2,5 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3 პროცენტია.
„მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მასთან ახლოს შენარჩუნდება", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თუმცა, უწყებაში მიიჩნევენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია.
„მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საგარეო რისკებთან ერთად, ჯერ კიდევ საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებისა, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ მომავალში შეიძლება ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოშვას", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს.
„ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული. 2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება.