https://sputnik-georgia.com/20230803/refinansirebis-ganakveti-wlis-bolomde-semcirdeba-erovnuli-banki-280888413.html
რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 9,5%-მდე შემცირდება - ეროვნული ბანკის პროგნოზი
რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 9,5%-მდე შემცირდება - ეროვნული ბანკის პროგნოზი
Sputnik საქართველო
მიმდინარე ვითარება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შერბილების საშუალებას იძლევა იმგვარად, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი დარჩეს, განაცხადა ნათია... 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T22:03+0400
2023-08-03T22:03+0400
2023-09-14T13:54+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252160156_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_91a3496883869bb556bfa3d1ad98e6c6.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 9,5%-მდე შემცირდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.ეროვნული ბანკი დიდხანს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა – 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მარეგულირებელმა ის 0,5 პროცენტული პუნქტით მიმდინარე წლის მაისში შეამცირა. 2 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა მისი 10,25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.მისი თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.„საშუალოვადიან პერიოდში ვვარაუდობთ, რომ დავალთ ე.წ. ნეიტრალურ განაკვეთამდე და 7 პროცენტამდე შევამცირებთ. ანუ არსებული ვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, დავიწყოთ ეტაპობრივი შერბილება მონეტარული პოლიტიკის იმგვარად, რომ ინფლაციის მაჩვენებლები კვლავაც დაბალი იყოს და მომავალი წლის ბოლოსთვის ინფლაცია დასტაბილურდეს მიზნობრივი, ანუ 3-პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ“, – განაცხადა თურნავამ.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა>>რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252160156_31:0:1168:853_1920x0_80_0_0_eecac7ade3143c000c4f7ffee986d27b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 9,5%-მდე შემცირდება - ეროვნული ბანკის პროგნოზი
22:03 03.08.2023 (განახლებულია: 13:54 14.09.2023) მიმდინარე ვითარება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შერბილების საშუალებას იძლევა იმგვარად, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი დარჩეს, განაცხადა ნათია თურნავამ.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 9,5%-მდე შემცირდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკი დიდხანს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა – 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მარეგულირებელმა ის 0,5 პროცენტული პუნქტით მიმდინარე წლის მაისში შეამცირა. 2 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა მისი 10,25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
„ეტაპობრივად ვარბილებთ მონეტარულ პოლიტიკას. შეიძლება ეს უფრო ფრთხილი ბიჯებით გავაკეთოთ, მაგრამ გეგმა და ჩვენი პროგნოზი იგივეა, რაც იყო აქამდე გაცხადებული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა თანაბარი პირობის შემთხვევაში წლის ბოლომდე 1 პროცენტით, 9,5 პროცენტამდე შემცირდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„საშუალოვადიან პერიოდში ვვარაუდობთ, რომ დავალთ ე.წ. ნეიტრალურ განაკვეთამდე და 7 პროცენტამდე შევამცირებთ. ანუ არსებული ვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, დავიწყოთ ეტაპობრივი შერბილება მონეტარული პოლიტიკის იმგვარად, რომ ინფლაციის მაჩვენებლები კვლავაც დაბალი იყოს და მომავალი წლის ბოლოსთვის ინფლაცია დასტაბილურდეს მიზნობრივი, ანუ 3-პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ“, – განაცხადა თურნავამ.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.