https://sputnik-georgia.com/20230802/saqartvelos-erovnuli-banki-monetaruli-politika-280770301.html
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, აღნიშნავენ უწყებაში. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T16:56+0400
2023-08-02T16:56+0400
2023-08-02T20:13+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,25 პროცენტს შეადგენს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მაისში მარეგულირებელმა ის 0,5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. მარეგულირებლის ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0,6 პროცენტი შეადგინა და ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. ინფლაციის კლებას ასევე ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები. მარეგულირებლის აზრით, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მარეგულირებლის ცნობით, ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, აღნიშნავენ უწყებაში. 2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა
16:56 02.08.2023 (განახლებულია: 20:13 02.08.2023) საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,25 პროცენტს შეადგენს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მაისში მარეგულირებელმა ის 0,5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
მარეგულირებლის
ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0,6 პროცენტი შეადგინა და ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი.
„წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასებს კლების ტენდენცია აქვს. საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფლაციის კლებას ასევე ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები.
„ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის 8,5 პროცენტს გაუტოლდა. წლის განმავლობაში მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება", – ნათქვამია სებ-ის გვერდზე გავრცელებულ ინფომაციაში.
მარეგულირებლის აზრით, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია.
„ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ნაბიჯებით აგრძელებს და, წინა სხდომაზე უცვლელად დატოვების შემდეგ, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0,25 პროცენტული პუნქტით ამცირებს", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარეგულირებლის ცნობით, ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, აღნიშნავენ უწყებაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.