https://sputnik-georgia.com/20230825/ferebis-mistika-281670866.html
ფერების მისტიკა - ვარდისფერი სათვალე, ცისფერი ოცნება, თეთრი კაბა და გლოვის ძაძა...
ფერების მისტიკა - ვარდისფერი სათვალე, ცისფერი ოცნება, თეთრი კაბა და გლოვის ძაძა...
Sputnik საქართველო
რატომ ნიშნავს წითელი „შეჩერდის", ხოლო მწვანე – „იმოძრავეს"? რატომ არის პატარძალი თეთრ კაბაში გამოწყობილი, ხოლო მგლოვიარე – შავი ფერის სამოსში? ბედნიერი... 25.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-25T17:04+0400
2023-08-25T17:04+0400
2023-08-25T21:46+0400
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23025/50/230255084_0:122:1300:853_1920x0_80_0_0_dbf8c210d7145a287ead03188271e55e.jpg
პასუხი შეიძლება იყოს, რომ ეს ყველაფერი ტრადიციაა, და ნაწილობრივ მართალიცაა. მაგრამ ფერების ემოციურ აღქმაზე მოქმედებს არა მხოლოდ ჩვეულებები, არამედ ფიზიოლოგიური ფაქტორებიც. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით — ფიზიოლოგია პირველ ადგილზეა, შემდეგ კი აღმოცენდა ფერების ტრადიციული მნიშვნელობა.ერთი მხრივ, ფერის აღქმა დამოკიდებულია თვალების ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და გარემო ვითარებაზე. მეორე მხრივ, სკოლის ფიზიკის გაკვეთილებიდან გვახსოვს, რომ ფერი — ეს გამოსხივებაა, რომელსაც სხვადასხვა სიგრძის ტალღები აქვს და ანარეკლის, რეფრაქციისა და შთანთქმის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებს. თვალი აღიქვამს ფერს, ტვინში მყისიერად იწყება პროცესი და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში აისახება.მაგალითად, ე.წ. ცეცხლოვანი ფერები — წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი — მათ ყველაზე გრძელი ტალღები აქვთ, რაც აღქმისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგიას მოითხოვს. ეს აქტიური, „შემტევი" ხასიათის ფერებია, ისინი ტვინზე მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს, პულსისა და სუნთქვის სიხშირეს ზრდის. პირიქითაა ცივი ფერები — მწვანე, ცისფერი — ესენი მოკლეტალღოვანია და ამიტომ მსუბუქად აღიქმება. მათგან გამოწვეული სიმშვიდე მეტაბოლიზმის შენელებას უკავშირდება.როგორია შენი ხასიათი ფერთა გამის მიხედვით>>ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციის გარდა, ფერის აღქმაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრებისეული გამოცდილება. ტანსაცმლის ფერიც ასევე მრავლისმეტყველია. მაგალითად, რომელ ქალ-სპეციალისტს შეარჩევთ ფინანსური მრჩევლის სახით — მას, რომელსაც აცვია მუქი ლურჯი კოსტიუმი, თუ გოგონას კაშკაშა ვარდისფერი კოფთით? „ფერთა კომუნიკაციის" ცნება ეხება არა მხოლოდ ტანსაცმლის სფეროს, არამედ სახლის მოწყობას, რეკლამას, ახალი პროდუქციის რეკლამასა და სავაჭრო საწარმოების გაფორმებას.კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ფერები ადამიანების ყოველდღიურ ქცევაზე?წითელი — სტიმულატორიამარაგებს ძალიან ძლიერი, მაგრამ საკმაოდ უხეში ენერგიით, ხელს უწყობს აქტიურობას, თავდაჯერებულობას, მეგობრულ განწყობას. თუმცა დიდი რაოდენობით შეიძლება მრისხანების პროვოცირება გამოიწვიოს.• გაჯერებული, მდიდრული წითელი — გამოხატავს სისწრაფეს, სიმძლავრეს, თამაშს, ხიფათსა და ვნებას;• წითელი იპყრობს ყურადღებას და ასეთი ფერის ობიექტები წინა პლანზე გამოჰყავს;• წითელი სითბოს შეგრძნებას ქმნის. ყავა წითელ ჭიქაში უფრო ცხელი გვგონია, ვიდრე მწვანეში, წითელი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ნიშნავს თავდაჯერებულობას, მზადყოფნას მოქმედებისთვის, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების შესახებ განაცხადს. წითელის უარყოფა ნიშნავს განცდების შიშს, ფიზიკურ და ნერვულ გამოფიტვას.ნარინჯისფერი — ემოციებისგან გათავისუფლებაის ამაღლებს თვითშეფასებას, გვასწავლის პატიებას. ეს შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, ხელს უწყობს კარგი განწყობის შექმნას. პასტელის ფერები (გარგარის, ატმის ფერი) აღადგენს ნერვულ დანაკარგებს.• ნარინჯისფერს მასტიმულირებელი თვისებები აქვს, ქმნის მეგობრულობის, გახსნილობის შთაბეჭდილებას, მიდრეკილებას ავანტიურისადმი;• კაშკაშა ნარინჯისფერი მკვეთრია და კარგად შეინიშნება, ამიტომ მას გამაფრთხილებელი სიგნალებისას იყენებენ;• ნარინჯისფერის პიკანტური (შემოდგომის) ტონები თბილი, ეგზოტიკური და მიმზიდველია;• ვინც უპირატესობას ანიჭებს ნარინჯისფერს, მათ ახასიათებთ კრეატიული აზროვნება, სავსე არიან ენთუზიაზმით, მაგრამ ასევე უპასუხისმგებლობისკენ სწრაფვაც სჩვევიათ;• ნარინჯისფერი აქტიურია, ამიტომ უყვართ ბავშვებსა და სპორტსმენებს. ნარინჯისფერის უპირატესობა მეტყველებს აქტიურობაზე, პოზიტიურ თვითშეგრძნებაზე, ცვლილებების სურვილზე, გახსნილობაზე; ამ ფერის უარყოფა კი — ჭარბ ენერგიაზე, განმარტოების, სიწყნარის, სიმშვიდის სურვილზე, უმოქმედებისკენ სწრაფვაზე.ყვითელი — ოპტიმიზმიკაშკაშა, მხიარული მასტიმულირებელი ფერია. ის ინტელექტთან და გამომსახველობასთან ასოცირდება. ყვითელი ზრდის კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს გადაწყვეტილებების სამართლიანად და სწრაფად მიღებას, სხვა ადამიანების ახალი იდეებისა და თვალსაზრისის გააზრებას.• ყვითელი სპექტრის ყველაზე ბედნიერი ფერია, ის სითბოს, ოპტიმიზმსა და სიხარულს განასახიერებს;• ყვითელი სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, ამიტომ ყველაზე შესამჩნევ ფერად მიიჩნევა. მას ანიჭებენ უპირატესობას საგზაო ნიშნებზე და სხვადასხვა სახის შეფუთვებზე;• ყვითელი სტიმულს აძლევს ნათელ აზროვნებას;რა კავშირშია ვიოლინო, ორგანი და საყვირი ჩვენს ჯანმრთელობასთან>>• ყვითელი ააქტიურებს სხვა ფერებს — ცეცხლოვან გამას ბრწყინვალებას ანიჭებს და ცივ ფერებს აცოცხლებს;• დიდი რაოდენობით ყვითელი ღლის. მისი "ჩამქრალი" ტონები ურთიერთობისთვის განაწყობს, ხოლო ოქროსფერი სიმდიდრის წარმოდგენას უკავშირდება. ყვითელი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ნიშნავს თავისუფლების, გულღიაობის, მოძრაობის, რეალობისგან დამოუკიდებლობის სურვილს; ხანდახან: თავის დაბრმავებას, თვითიძულებას, ზედაპირულობას, მომავლის უნდობლობას. ყვითლის უარყოფა — იმედგაცრუებას, საგანგაშო მდგომარეობას, მაყურებლის შთაბეჭდილებებისგან დაღლას.მწვანე — ჰარმონიაესაა ცხოვრების, განვითარების, ჰარმონიის ფერი. ის გვაერთიანებს ბუნებასთან და ერთმანეთთან დაახლოებაში გვეხმარება.• ბაცი მწვანე — დამამშვიდებელი ფერია, მოდუნებას უწყობს ხელს. კარგია მხედველობის გაუმჯობესებისთვის;• ხასხასა მწვანე გაზაფხულს, ახალგაზრდულ ენერგიას გვაგონებს;• მუქი მწვანე სტაბილურობასა და ზრდასთან ასოცირდება;• მწვანე მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების სიმბოლოა, ამიტომ შუქნიშნებზე მოძრაობის დაწყების მაჩვენებელია;• ადამიანები, რომლებიც მწვანე ფერს ანიჭებენ უპირატესობას, საიმედო და დიდსულოვანი არიან. ეს ნიშნავს თავისი თავის პატივისცემას, სიმტკიცეს, სიმყარეს, ბუნებრიობასა და სამართლიანობას, ნებისყოფის ძალას, გამძლეობას, სტაბილურობას; ხანდახან — საკუთარ თავში დაეჭვებას, პრეტენზიულობის დაბალ დონესა და საკუთარი სოციალური მდგომარეობის მიმართ პასიურ დამოკიდებულებას; მწვანე ფერის უარყოფა — მიუთითებს ნერვული სისტემის დაძაბულობაზე, დათრგუნული მდგომარეობის ან მკაცრი ვითარების განცდაზე.ცისფერი — სიმშვიდეცისფერი, პირველ რიგში, დამამშვიდებელი ფერია, ის ხელს უწყობს ფიზიკურ და მენტალურ მოდუნებას, ქმნის უსაფრთხოებისა და ნდობის ატმოსფეროს. ის მიჩნეულია, როგორც კრეატიულობის ფერი, ამ ფერის გამოყენების რეკომენდაციას აძლევენ სასწავლო აუდიტორიებისა და კაბინეტების მოწყობისას.• ცისფერთან ჩვენი თითქმის ყველა ასოციაცია დადებითი ხასიათისაა, რაც მის წამახალისებელ და სასიამოვნო ზემოქმედებას ადასტურებს;• ზღვის ტალღის ფერი განგვაწყობს პატივისცემით, გამოხატავს ლოიალურობას, ნდობას, საიმედოობასა და მთლიანობას;• ცისფერს სივრცის გაშლა შეუძლია და მის ფონზე თითქოს დრო უფრო ნელა მიდის;• ბევრ კულტურაში მუქი ლურჯი განასახიერებს სიმდიდრეს, ხოლო ლიდერებს "ცისფერი ლენტით" აჯილდოვებენ. ცისფერის უპირატესობა ნიშნავს მისწრაფებას სიმშვიდისკენ, გარემოსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიისკენ, ერთგულებას, ესთეტიკური განცდებისკენ მიდრეკილებასა და ღრმააზროვან მსჯელობა-ფიქრებს; ფლეგმატურ ტემპერამენტს; ცისფერის უარყოფა — განმუხტვისა და სიმშვიდისგან გაქცევას, სისუსტეს, ხანგრძლივ დეპრესიას, არასაკმარის მეგობრული კავშირებს, დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უპირატესობისკენ სწრაფვას.იისფერი — იდეები, მისტიკაიისფერი უკავშირდება არტისტიზმს, დიდ იდეებს, ინტუიციასა და მისტიკას. ის ხელს უწყობს შთაგონებას, თანაგრძნობას, მგრძნობიარობას. იისფერის უპირატესობა ნიშნავს მოჯადოებისკენ სწრაფვას, მგრძნობიარობას; უარყოფა — გრძნობების კონტროლს, წესრიგისადმი სწრაფვას.მეწამული — ძალაუფლება, ვნება• მეწამული ფერი გამოხატავს ძალაუფლებას, ვნებას, მგრძნობიარობასა და ფუფუნებას;• მუქი ქლიავისფერი დაკავშირებულია საიდუმლოებით მოცულსა და სულიერთან, ის სერიოზული და კეთილშობილია;• ლავანდისა და იის ფერები რომანტიკულად მიმზიდველია;• მეწამული ფერის შენობებში შრომისუნარიანობა მცირდება, რადგან ეს ფერი თვლემის სურვილს იწვევს.ვარდისფერი — პასიური• ვარდისფერი ყველაზე პასიური ფერია, ამცირებს როგორც შიდა, ისე გარე აგრესიულობას, ზრდის კეთილმოსურნეობას;• ყველაზე ქალური ფერი — ვარდისფერი ასოცირდება ბავშვის კვებასა და აღზრდასთან;• ვარდისფერი ამშვიდებს, მიიჩნევენ, რომ ის საჭმლის მონელებას უწყობს ხელს;• მკვეთრი ვარდისფერი, რომელშიც მეტია წითელი, უფრო ენერგიული და სანახაობრივია.ყავისფერი — მყუდრო• ყავისფერი თბილი, „მყუდრო" ფერია, ის ასოცირდება მიწასთან, ხეებთან, ბუხართან და სახლთან;• შეინიშნება ტენდენცია, რომ არამდგრადი ეკონომიკის პერიოდში ყიდულობენ ყავისფერ საგნებს, რადგან ის დროის მიღმა აღიქმება;• ეს ფერი პოპულარულია სამოსში. ის ადამიანები, რომლებიც ამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას, გულღია, საიმედო და გულწრფელი არიან;• ყავისფერი ქაღალდის პაკეტები მოწმობს, რომ მასში მოთავსებული პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთაა.ნაცრისფერი — მიუკერძოებლობა, კონსერვატიზმი• ნაცრისფერი ასოცირდება მიუკერძოებლობასთან, ფორმალიზმთან, ქედმაღლობასა და კონსერვატიზმთან;• ყავისფერისგან განსხვავებით, ნაცრისფერს არ "ჰყოფნის" სითბო, რაც მას განყენებულს, საზეიმოს და ხანდახან მოწყენილს ხდის;• ნაცრისფერი ასოცირდება სიბრძნესა და მოწიფულობასთან;ნუ დაიბინძურებთ ენერგეტიკას ტელევიზორით, მოიწყვეთ „განტვირთვის" დღეები>>• ნაცრისფერი ლითონისებრი ბრწყინვალებით დაკავშირებულია წარმოდგენებთან პროგრესზე, სიჩქარესა და პროფესიონალიზმზე;• სახლის ვითარებაში ნაცრისფერი გამოიყურება, როგორც ცივი და დამამშვიდებელი, მაგრამ არ განაწყობს მეგობრული საუბრისადმი და არ აღძრავს მადას.თეთრი – უმანკოება, სიკეთე• თეთრი სიწმინდის, უმანკოების, სიკეთისა და ჭეშმარიტების სიმბოლოა;• მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ნეიტრალურ ფერებს განეკუთვნება, ის ცივ ფერად არის მიჩნეული, რადგან თოვლთან და ყინულთან ასოცირდება;• თეთრს ხშირად სტერილურობისა და უსაფრთხოების გამოსახატად იყენებენ;• საერთაშორისო სამართალში თეთრი ფერი დაზავებისკენ მოწოდებად არის მიჩნეული. ესაა დადებითი ფერი, რომელიც სპექტრის ყველა ფერს მოიცავს.შავი – პარადოქსიშავს პარადოქსული თვისებები ახასიათებს: იწვევს დაცულობის, ნუგეშის, საიდუმლოს შეგრძნების გრძნობებს, დაკავშირებულია სიწყნარესთან, უსასრულობასთან, ქალურ ცხოვრებისეულ ძალასთან. მაგრამ შეუძლია „დაამუხრუჭოს" ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღება და ცვლილებები.• შავი ავტორიტარული ფერია და დიდი დოზით აგრესიულობის შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია;• შავი კონსერვატულ ფერად არის მიჩნეული, განაწყობს პატივისცემისკენ;• ჰერალდიკაში შავი გლოვის სიმბოლოა;• შავი წონისა და სიღრმის შეგრძნებას იწვევს. ხალხს ჰგონია, რომ შავი ფერის ფიგურები უფრო მეტს იწონის, ვიდრე ისეთივე თეთრი ფიგურები. შავი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ნიშნავს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანის არარსებობას ან ნაკლულობას, სიკვდილის გრძნობას, ბედის შეგრძნებას, რელიგიურობას, დეპრესიის შემოტევას, ირგვლივ მყოფთა უარყოფას. ხანდახან – პროტესტის გამოხატვას, ნეგატივიზმს, აგრესიას, უფლებების ჩამორთმევის უნარს, კომპრომისებისთვის მზადყოფნას; შავის უარყოფა – საზრიანობას, სიმამაცეს, ხარვეზების გადალახვის უნარს.
https://sputnik-georgia.com/20220418/ratom-acviat-qirurgebs-mxolod-mwvane-an-lurji-feris-forma-266055183.html
https://sputnik-georgia.com/20230315/klasikuri-musika-wkuasustobis-ganvitarebas-aferxebs-275802634.html
https://sputnik-georgia.com/20221116/nivtebi-romlebic-warmatebas-izidavs-272236071.html
https://sputnik-georgia.com/20230811/rogor-arvidginot-energia-281137890.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23025/50/230255084_0:0:1300:975_1920x0_80_0_0_19478c44b611df8abb1f336d0cb7c51f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები
პასუხი შეიძლება იყოს, რომ ეს ყველაფერი ტრადიციაა, და ნაწილობრივ მართალიცაა. მაგრამ ფერების ემოციურ აღქმაზე მოქმედებს არა მხოლოდ ჩვეულებები, არამედ ფიზიოლოგიური ფაქტორებიც. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით — ფიზიოლოგია პირველ ადგილზეა, შემდეგ კი აღმოცენდა ფერების ტრადიციული მნიშვნელობა.
ერთი მხრივ, ფერის აღქმა დამოკიდებულია თვალების ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და გარემო ვითარებაზე. მეორე მხრივ, სკოლის ფიზიკის გაკვეთილებიდან გვახსოვს, რომ ფერი — ეს გამოსხივებაა, რომელსაც სხვადასხვა სიგრძის ტალღები აქვს და ანარეკლის, რეფრაქციისა და შთანთქმის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებს. თვალი აღიქვამს ფერს, ტვინში მყისიერად იწყება პროცესი და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში აისახება.
მაგალითად, ე.წ. ცეცხლოვანი ფერები — წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი — მათ ყველაზე გრძელი ტალღები აქვთ, რაც აღქმისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგიას მოითხოვს. ეს აქტიური, „შემტევი" ხასიათის ფერებია, ისინი ტვინზე მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს, პულსისა და სუნთქვის სიხშირეს ზრდის. პირიქითაა ცივი ფერები — მწვანე, ცისფერი — ესენი მოკლეტალღოვანია და ამიტომ მსუბუქად აღიქმება. მათგან გამოწვეული სიმშვიდე მეტაბოლიზმის შენელებას უკავშირდება.
ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციის გარდა, ფერის აღქმაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრებისეული გამოცდილება. ტანსაცმლის ფერიც ასევე მრავლისმეტყველია. მაგალითად, რომელ ქალ-სპეციალისტს შეარჩევთ ფინანსური მრჩევლის სახით — მას, რომელსაც აცვია მუქი ლურჯი კოსტიუმი, თუ გოგონას კაშკაშა ვარდისფერი კოფთით? „ფერთა კომუნიკაციის" ცნება ეხება არა მხოლოდ ტანსაცმლის სფეროს, არამედ სახლის მოწყობას, რეკლამას, ახალი პროდუქციის რეკლამასა და სავაჭრო საწარმოების გაფორმებას.
კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ფერები ადამიანების ყოველდღიურ ქცევაზე?
ამარაგებს ძალიან ძლიერი, მაგრამ საკმაოდ უხეში ენერგიით, ხელს უწყობს აქტიურობას, თავდაჯერებულობას, მეგობრულ განწყობას. თუმცა დიდი რაოდენობით შეიძლება მრისხანების პროვოცირება გამოიწვიოს.
• გაჯერებული, მდიდრული წითელი — გამოხატავს სისწრაფეს, სიმძლავრეს, თამაშს, ხიფათსა და ვნებას;
• წითელი იპყრობს ყურადღებას და ასეთი ფერის ობიექტები წინა პლანზე გამოჰყავს;
• წითელი სითბოს შეგრძნებას ქმნის. ყავა წითელ ჭიქაში უფრო ცხელი გვგონია, ვიდრე მწვანეში, წითელი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ნიშნავს თავდაჯერებულობას, მზადყოფნას მოქმედებისთვის, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების შესახებ განაცხადს. წითელის უარყოფა ნიშნავს განცდების შიშს, ფიზიკურ და ნერვულ გამოფიტვას.
ნარინჯისფერი — ემოციებისგან გათავისუფლება
ის ამაღლებს თვითშეფასებას, გვასწავლის პატიებას. ეს შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, ხელს უწყობს კარგი განწყობის შექმნას. პასტელის ფერები (გარგარის, ატმის ფერი) აღადგენს ნერვულ დანაკარგებს.
• ნარინჯისფერს მასტიმულირებელი თვისებები აქვს, ქმნის მეგობრულობის, გახსნილობის შთაბეჭდილებას, მიდრეკილებას ავანტიურისადმი;
• კაშკაშა ნარინჯისფერი მკვეთრია და კარგად შეინიშნება, ამიტომ მას გამაფრთხილებელი სიგნალებისას იყენებენ;
• ნარინჯისფერის პიკანტური (შემოდგომის) ტონები თბილი, ეგზოტიკური და მიმზიდველია;
• ვინც უპირატესობას ანიჭებს ნარინჯისფერს, მათ ახასიათებთ კრეატიული აზროვნება, სავსე არიან ენთუზიაზმით, მაგრამ ასევე უპასუხისმგებლობისკენ სწრაფვაც სჩვევიათ;
• ნარინჯისფერი აქტიურია, ამიტომ უყვართ ბავშვებსა და სპორტსმენებს. ნარინჯისფერის უპირატესობა მეტყველებს აქტიურობაზე, პოზიტიურ თვითშეგრძნებაზე, ცვლილებების სურვილზე, გახსნილობაზე; ამ ფერის უარყოფა კი — ჭარბ ენერგიაზე, განმარტოების, სიწყნარის, სიმშვიდის სურვილზე, უმოქმედებისკენ სწრაფვაზე.
კაშკაშა, მხიარული მასტიმულირებელი ფერია. ის ინტელექტთან და გამომსახველობასთან ასოცირდება. ყვითელი ზრდის კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს გადაწყვეტილებების სამართლიანად და სწრაფად მიღებას, სხვა ადამიანების ახალი იდეებისა და თვალსაზრისის გააზრებას.
• ყვითელი სპექტრის ყველაზე ბედნიერი ფერია, ის სითბოს, ოპტიმიზმსა და სიხარულს განასახიერებს;
• ყვითელი სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, ამიტომ ყველაზე შესამჩნევ ფერად მიიჩნევა. მას ანიჭებენ უპირატესობას საგზაო ნიშნებზე და სხვადასხვა სახის შეფუთვებზე;
• ყვითელი სტიმულს აძლევს ნათელ აზროვნებას;
• ყვითელი ააქტიურებს სხვა ფერებს — ცეცხლოვან გამას ბრწყინვალებას ანიჭებს და ცივ ფერებს აცოცხლებს;
• დიდი რაოდენობით ყვითელი ღლის. მისი "ჩამქრალი" ტონები ურთიერთობისთვის განაწყობს, ხოლო ოქროსფერი სიმდიდრის წარმოდგენას უკავშირდება. ყვითელი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ნიშნავს თავისუფლების, გულღიაობის, მოძრაობის, რეალობისგან დამოუკიდებლობის სურვილს; ხანდახან: თავის დაბრმავებას, თვითიძულებას, ზედაპირულობას, მომავლის უნდობლობას. ყვითლის უარყოფა — იმედგაცრუებას, საგანგაშო მდგომარეობას, მაყურებლის შთაბეჭდილებებისგან დაღლას.
ესაა ცხოვრების, განვითარების, ჰარმონიის ფერი. ის გვაერთიანებს ბუნებასთან და ერთმანეთთან დაახლოებაში გვეხმარება.
• ბაცი მწვანე — დამამშვიდებელი ფერია, მოდუნებას უწყობს ხელს. კარგია მხედველობის გაუმჯობესებისთვის;
• ხასხასა მწვანე გაზაფხულს, ახალგაზრდულ ენერგიას გვაგონებს;
• მუქი მწვანე სტაბილურობასა და ზრდასთან ასოცირდება;
• მწვანე მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების სიმბოლოა, ამიტომ შუქნიშნებზე მოძრაობის დაწყების მაჩვენებელია;
• ადამიანები, რომლებიც მწვანე ფერს ანიჭებენ უპირატესობას, საიმედო და დიდსულოვანი არიან. ეს ნიშნავს თავისი თავის პატივისცემას, სიმტკიცეს, სიმყარეს, ბუნებრიობასა და სამართლიანობას, ნებისყოფის ძალას, გამძლეობას, სტაბილურობას; ხანდახან — საკუთარ თავში დაეჭვებას, პრეტენზიულობის დაბალ დონესა და საკუთარი სოციალური მდგომარეობის მიმართ პასიურ დამოკიდებულებას; მწვანე ფერის უარყოფა — მიუთითებს ნერვული სისტემის დაძაბულობაზე, დათრგუნული მდგომარეობის ან მკაცრი ვითარების განცდაზე.
ცისფერი, პირველ რიგში, დამამშვიდებელი ფერია, ის ხელს უწყობს ფიზიკურ და მენტალურ მოდუნებას, ქმნის უსაფრთხოებისა და ნდობის ატმოსფეროს. ის მიჩნეულია, როგორც კრეატიულობის ფერი, ამ ფერის გამოყენების რეკომენდაციას აძლევენ სასწავლო აუდიტორიებისა და კაბინეტების მოწყობისას.
• ცისფერთან ჩვენი თითქმის ყველა ასოციაცია დადებითი ხასიათისაა, რაც მის წამახალისებელ და სასიამოვნო ზემოქმედებას ადასტურებს;
• ზღვის ტალღის ფერი განგვაწყობს პატივისცემით, გამოხატავს ლოიალურობას, ნდობას, საიმედოობასა და მთლიანობას;
• ცისფერს სივრცის გაშლა შეუძლია და მის ფონზე თითქოს დრო უფრო ნელა მიდის;
• ბევრ კულტურაში მუქი ლურჯი განასახიერებს სიმდიდრეს, ხოლო ლიდერებს "ცისფერი ლენტით" აჯილდოვებენ. ცისფერის უპირატესობა ნიშნავს მისწრაფებას სიმშვიდისკენ, გარემოსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიისკენ, ერთგულებას, ესთეტიკური განცდებისკენ მიდრეკილებასა და ღრმააზროვან მსჯელობა-ფიქრებს; ფლეგმატურ ტემპერამენტს; ცისფერის უარყოფა — განმუხტვისა და სიმშვიდისგან გაქცევას, სისუსტეს, ხანგრძლივ დეპრესიას, არასაკმარის მეგობრული კავშირებს, დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უპირატესობისკენ სწრაფვას.
იისფერი — იდეები, მისტიკა
იისფერი უკავშირდება არტისტიზმს, დიდ იდეებს, ინტუიციასა და მისტიკას. ის ხელს უწყობს შთაგონებას, თანაგრძნობას, მგრძნობიარობას. იისფერის უპირატესობა ნიშნავს მოჯადოებისკენ სწრაფვას, მგრძნობიარობას; უარყოფა — გრძნობების კონტროლს, წესრიგისადმი სწრაფვას.
მეწამული — ძალაუფლება, ვნება
• მეწამული ფერი გამოხატავს ძალაუფლებას, ვნებას, მგრძნობიარობასა და ფუფუნებას;
• მუქი ქლიავისფერი დაკავშირებულია საიდუმლოებით მოცულსა და სულიერთან, ის სერიოზული და კეთილშობილია;
• ლავანდისა და იის ფერები რომანტიკულად მიმზიდველია;
• მეწამული ფერის შენობებში შრომისუნარიანობა მცირდება, რადგან ეს ფერი თვლემის სურვილს იწვევს.
• ვარდისფერი ყველაზე პასიური ფერია, ამცირებს როგორც შიდა, ისე გარე აგრესიულობას, ზრდის კეთილმოსურნეობას;
• ყველაზე ქალური ფერი — ვარდისფერი ასოცირდება ბავშვის კვებასა და აღზრდასთან;
• ვარდისფერი ამშვიდებს, მიიჩნევენ, რომ ის საჭმლის მონელებას უწყობს ხელს;
• მკვეთრი ვარდისფერი, რომელშიც მეტია წითელი, უფრო ენერგიული და სანახაობრივია.
• ყავისფერი თბილი, „მყუდრო" ფერია, ის ასოცირდება მიწასთან, ხეებთან, ბუხართან და სახლთან;
• შეინიშნება ტენდენცია, რომ არამდგრადი ეკონომიკის პერიოდში ყიდულობენ ყავისფერ საგნებს, რადგან ის დროის მიღმა აღიქმება;
• ეს ფერი პოპულარულია სამოსში. ის ადამიანები, რომლებიც ამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას, გულღია, საიმედო და გულწრფელი არიან;
• ყავისფერი ქაღალდის პაკეტები მოწმობს, რომ მასში მოთავსებული პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთაა.
ნაცრისფერი — მიუკერძოებლობა, კონსერვატიზმი
• ნაცრისფერი ასოცირდება მიუკერძოებლობასთან, ფორმალიზმთან, ქედმაღლობასა და კონსერვატიზმთან;
• ყავისფერისგან განსხვავებით, ნაცრისფერს არ "ჰყოფნის" სითბო, რაც მას განყენებულს, საზეიმოს და ხანდახან მოწყენილს ხდის;
• ნაცრისფერი ასოცირდება სიბრძნესა და მოწიფულობასთან;
• ნაცრისფერი ლითონისებრი ბრწყინვალებით დაკავშირებულია წარმოდგენებთან პროგრესზე, სიჩქარესა და პროფესიონალიზმზე;
• სახლის ვითარებაში ნაცრისფერი გამოიყურება, როგორც ცივი და დამამშვიდებელი, მაგრამ არ განაწყობს მეგობრული საუბრისადმი და არ აღძრავს მადას.
თეთრი – უმანკოება, სიკეთე
• თეთრი სიწმინდის, უმანკოების, სიკეთისა და ჭეშმარიტების სიმბოლოა;
• მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ნეიტრალურ ფერებს განეკუთვნება, ის ცივ ფერად არის მიჩნეული, რადგან თოვლთან და ყინულთან ასოცირდება;
• თეთრს ხშირად სტერილურობისა და უსაფრთხოების გამოსახატად იყენებენ;
• საერთაშორისო სამართალში თეთრი ფერი დაზავებისკენ მოწოდებად არის მიჩნეული. ესაა დადებითი ფერი, რომელიც სპექტრის ყველა ფერს მოიცავს.
შავს პარადოქსული თვისებები ახასიათებს: იწვევს დაცულობის, ნუგეშის, საიდუმლოს შეგრძნების გრძნობებს, დაკავშირებულია სიწყნარესთან, უსასრულობასთან, ქალურ ცხოვრებისეულ ძალასთან. მაგრამ შეუძლია „დაამუხრუჭოს" ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღება და ცვლილებები.
• შავი ავტორიტარული ფერია და დიდი დოზით აგრესიულობის შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია;
• შავი კონსერვატულ ფერად არის მიჩნეული, განაწყობს პატივისცემისკენ;
• ჰერალდიკაში შავი გლოვის სიმბოლოა;
• შავი წონისა და სიღრმის შეგრძნებას იწვევს. ხალხს ჰგონია, რომ შავი ფერის ფიგურები უფრო მეტს იწონის, ვიდრე ისეთივე თეთრი ფიგურები. შავი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ნიშნავს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანის არარსებობას ან ნაკლულობას, სიკვდილის გრძნობას, ბედის შეგრძნებას, რელიგიურობას, დეპრესიის შემოტევას, ირგვლივ მყოფთა უარყოფას. ხანდახან – პროტესტის გამოხატვას, ნეგატივიზმს, აგრესიას, უფლებების ჩამორთმევის უნარს, კომპრომისებისთვის მზადყოფნას; შავის უარყოფა – საზრიანობას, სიმამაცეს, ხარვეზების გადალახვის უნარს.