როგორია შენი ხასიათი ფერთა გამის მიხედვით

CC BY 2.0 / frankieleon / rainbow makerცისარტყელას ფერები
ცისარტყელას ფერები - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
წაიკითხეთ და გაეცანით თქვენი ან თქვენი ახლობელი ადამიანების დახასიათებას საყვარელი ფერის მიხედვით. მაგალითად, როგორი არიან ისინი, ვისაც თეთრი ფერი უყვარს, ან წითელი, ყვითელი...
როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, ადამიანის საყვარელი ფერი მის ხასიათს შეესაბამება.
თეთრი სიწმინდისა და სრულყოფილების სიმბოლოა. ამ ფერს უმეტესად მოწესრიგებული და გულწრფელი ადამიანები ირჩევენ.
შავი ფერი იდუმალებით მოცულ ადამიანებს უყვართ. მათი შინაგანი მდგომარეობის გაგება ადვილი არაა. სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას უმეტესად დისტანციას იჭერენ. ისინი ელეგანტურები არიან და შესანიშნავი გემოვნება აქვთ.
ლურჯი თუ შენი საყვარელი ფერია, ნიშნავს, რომ ურთიერთობებში ყველაზე მეტად ჰარმონიას აფასებ. ლურჯი ფერი ერთგულ ადამიანებს უყვართ. სამწუხაროდ, მათთვის სტერეოტიპებისგან გათავისუფლება რთულია, სამაგიეროდ, რასაც აკეთებენ, „ყველაფერს ლაზათიანად აკეთებენ“.
მწვანე — ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები აქტიური და კომუნიკაბელური არიან. ადვილად ეგუებიან ცვლილებებს და ფულთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აქვთ. ასევე ლოგიკურად მოქმედებენ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ.
ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
ენერგეტიკული სარკე, ვამპირი, ტკიპა, ანუ ადამიანის ენერგეტიკის სახეობები
ნარინჯისფერის მოყვარულები მხიარული, აქტიური ადამიანები არიან. ხანდახან დრამატიზებაც უყვართ, მაგრამ ეს ყოველთვის მინუსი არ არის. ასეთ ადამიანებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ.
ვარდისფერს უმეტესად ნაზი და რბილი ხასიათის ქალები ანიჭებენ უპირატესობას. მათ ურთიერთობებში საყრდენი და მხარდამჭერი სჭირდებათ. ვარდისფერის მოყვარულები უმეტესად კარგი და მოყვარული მშობლები არიან.
იისფერი შემოქმედი ადამიანების საყვარელი ფერია. ის ასევე ამბიციურობაზე და დამოუკიდებლობაზე მეტყველებს. იისფერის მოყვარულები კარგი, საიმედო ადამიანები არიან.
ყავისფერი — ამ ფერს უპირატესობას არცთუ ბევრი ადამიანი ანიჭებს. მაგრამ ვისაც ეს ფერი უყვარს, შრომისმოყვარე, მომთმენი არიან, აქვთ შესანიშნავი იუმორის გრძნობა.
წითელი სისხლსავსე, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებების საყვარელი ფერია. ხანდახან ეს ადამიანები „ფეთქებადი" ხასიათით გამოირჩევიან, მაგრამ წყენა, როგორც წესი, მალე გადაუვლით ხოლმე. წითელი ფერის მოყვარულთან არასდროს მოიწყენ. ისინი ყოველთვის დასახული მიზნისკენ მიდიან და თავიანთ ოცნებებს რეალობაში ახორციელებენ.
შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2019
ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს
ნაცრისფერი – ესაა „დაცვა" და „საიმედო" — ასეთები არიან ამ ფერის მოყვარული ადამიანები. მათ არ უყვართ კამათი, უყვართ მარტოობა და საკუთარ თავთან არასდროს იწყენენ.
ყვითელი ფართო თვალსაწიერისა და ნათელი წარმოსახვის მქონე ადამიანების საყვარელი ფერია. ხშირად ისინი პერფექციონისტები არიან. ასეთ ადამიანებს იუმორის გრძნობით გამოარჩევთ, არიან ორიგინალურები.
P.S. თუ ადამიანს რამდენიმე ფერი ერთნაირად მოსწონს და რომელიმეს გამორჩევა უჭირს, ეს მოწმობს, რომ ადამიანი სხვადასხვანაირია და ვითარებიდან გამომდინარე იცვლება. ეს სრულებით ნორმალური მოვლენაა.
ყველა ახალი ამბავი
0