ენერგეტიკული სარკე, ვამპირი, ტკიპა, ანუ ადამიანის ენერგეტიკის სახეობები

CC BY 2.0 / peasap / Aura Of The Liliesადამიანის ენერგეტიკა
ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
თუ ადამიანი ენერგიას სიკეთეს მოახმარს, უკან ორმაგი ენერგია უბრუნდება, ასევეა უარყოფითი ენერგიაც – თუ ნეგატიურ ენერგიას გასცემს, უკანაც ნეგატიური უბრუნდება.
მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ყველაფერს თავისი ენერგეტიკა აქვს და, რა თქმა უნდა, ადამიანსაც. ადამიანის ენერგეტიკა ორი სახეობისაა: ფიზიკური და სულიერი. ფიზიკური ენერგეტიკა გარემოზე, ბუნებაზე, კვებაზე და ა.შ. არის დამოკიდებული. სულიერი, შინაგანი ენერგეტიკა — ეს ადამიანის სულიერი სამყაროა, რომელიც შედგება მისი აზრებისგან, ფიქრებისგან, განცდებისა და ემოციურობისგან.
მრავალ ადამიანს აქვს ძლიერი ენერგეტიკის ნიშნები და მის გვერდით მყოფი ადამიანი ამ ენერგეტიკას შეიგრძნობს. ის ჩანს ასეთი ადამიანების ხასიათში, ქცევაში, ისინი ქარიზმატული, მიზანმიმართული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული არიან. ეს კი მიუთითებს, რომ მათ მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნიათ.
ენერგეტიკული პოტენციალი არის ადამიანის უნარი, გამოიმუშაოს საკუთარი ენერგია, დააგროვოს ის და აითვისოს გარედან, ასევე რაციონალურად გამოიყენოს ის. თუ ადამიანი ენერგიას სიკეთეს მოახმარს, უკან ორმაგი ენერგია უბრუნდება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ენერგიას აგროვებს. ასევეა უარყოფითი ენერგიაც — თუ ნეგატიურ ენერგიას გასცემს, უკანაც ნეგატიური უბრუნდება — კარგავს ძალას, ე.ი. — ჯანმრთელობას.
როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებთ, სიკეთის ენერგია უკან გვიბრუნდება, შინაგანად გვავსებს — ვივსებით ბედნიერებით, სიხარულით, ხოლო ბედნიერი ადამიანი — ჰარმონიული ადამიანია და სხვებს მის გვერდით ყოფნა ყოველთვის მოსწონთ, თავს კომფორტულად გრძნობენ. თავის თავში დარწმუნებული, ბედნიერი ადამიანი განსაკუთრებულ ძლიერ ენერგეტიკას ასხივებს და თავის გარშემო სივრცეს პოზიტივით ავსებს. ადამიანის ძლიერი ენერგეტიკა ირგვლივ მყოფთათვის „აკუმულატორის“ ფუნქციას ასრულებს. ასეთ ადამიანებს საკუთარი ბიოველით სხვა ადამიანებზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ.
CC BY 2.0 / pHotosHo0x / auraადამიანის ენერგეტიკა
ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
ადამიანის ენერგეტიკა
ამავე დროს უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანი ირგვლივ მყოფებში სრულებით საწინააღმდეგო მდგომარეობას იწვევს — დისკომფორტს, განგაშის, დათრგუნვის შეგრძნებას. სუსტი ენერგეტიკის ადამიანი, შესაძლოა, ცუდადაც გახდეს.
ენერგეტიკული პოტენციალის მიხედვით ადამიანები რამდენიმე სახეობად შეიძლება დაიყონ. ეს სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ენერგეტიკის გამომუშავების, დაგროვებისა და გაცემის შესაძლებლობებით. ზოგადად კი ასეთი ადამიანები ორ კატეგორიად — კარგი და ცუდი ენერგეტიკის მქონე ადამიანებად იყოფიან.
ადამიანის ენერგეტიკის ტიპებია:
ენერგეტიკული სარკე — ასეთი ენერგეტიკის ადამიანისკენ მიმართული ენერგეტიკა — დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, სუბიექტს უკან უბრუნდება, ანუ მათ ენერგიის არეკვლა ახასიათებთ.
„ადამიანი–სარკე“ სხვა ადამიანებს კარგად შეიგრძნობს. ის კარგად ხვდება, ვინ არის მის გვერდით და ცდილობს უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანთან კონტაქტი არ ჰქონდეს. სხვათა შორის, ნეგატიური ენერგეტიკის მქონე ადამიანიც ქვეცნობიერად ასეთი „სარკისებრი“ ადამიანისგან შორს ყოფნას ცდილობს, რადგანაც უკან დაბრუნებული უარყოფითი ენერგია მასზე ცუდად მოქმედებს; ხოლო დადებითი ენერგიის მქონე ადამიანისთვის „სარკესთან“ ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა, რადგანაც გაცემული დადებითი ენერგია უკან უბრუნდება და მას ახალი პოზიტიური ემოციებით ავსებს.
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები>>
ადამიანი–სარკეც, შესაბამისად, გრძნობს დადებით მუხტს და დადებითი ენერგეტიკის მქონე ადამიანებთან გააგრძელებს კონტაქტს, ხოლო უარყოფითი ენერგიის მატარებელთან წყვეტს ურთიერთობას.
„ენერგეტიკული ვამპირები“ ანუ „წურბელები“ — ასეთი ადამიანების შესახებ ყველას სმენია. ისინი ყველგან არიან და თითოეულ ჩვენგანს პრაქტიკულად ყოველდღე უწევს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ესენი შეიძლება იყვნენ კარგი ნაცნობები, ნათესავები, კოლეგები. „ვამპირებს“ ენერგიის შევსების პრობლემები აქვთ და მათთვის საკუთარი ენერგეტიკის გაძლიერების ყველაზე მარტივი საშუალება სხვა ადამიანებისგან ენერგიის მიღებაა, „ვამპირები“ სხვა ადამიანებს ენერგიას, ანუ სასიცოცხლო ძალებს ართმევენ.
ენერგეტიკული „წურბელები“ აგრესიული, დაჟინებული მოთხოვნების ადამიანები არიან, ისინი უარყოფით ენერგიას გამოსცემენ. ენერგიის მიღებისთვის კი მათთვის ყველაზე ხელსაყრელი კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, ჩხუბისა და დავიდარაბის ატეხვაა, ხანდახან სხვა ადამიანის დამცირებაც კი. ამის შემდეგ მათი განწყობა მკვეთრად იცვლება უკეთესობისკენ, ბევრად ენერგიული ხდებიან, გრძნობენ ძალთა მოზღვავებას, რადგანაც სხვისი ენერგიით უკვე კარგად „დანაყრდნენ“.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2018
მანიპულატორი „წუწუნა" – როგორ შეიძლება ვიქცეთ „მსხვერპლის" მსხვერპლი
„დონორი“ კი, რომელიც „ვამპირის“ თავდასხმის მსხვერპლი გახდა, თავს, პირიქით, დაცარიელებულად, განადგურებულად, უძლურად გრძნობს.
ენერგეტიკული კედელი — ანუ ძლიერი ენერგეტიკის ადამიანი. ასეთ ადამიანები თითქოს ჯავშანს ატარებენ და ნებისმიერ უსიამოვნებას ისხლეტენ. მაგრამ ამას შეიძლება უარყოფითი მხარეც ჰქონდეს — მათ მიერ ასხლეტილი უარყოფითი ენერგია, შესაძლოა, ამ ენერგიის გამცემ ადამიანს კი არა, არამედ „კედლის“ გვერდით მდგომ ნებისმიერ სხვა ადამიანს დაუბრუნდეს.
ენერგეტიკული „ტკიპა, ანუ სხვაზე „მიწებებული“ ადამიანი. ასეთები პირველი შეხვედრისთანავე იწყებენ დაგროვებული ნეგატიური ენერგიის გადმოფრქვევას.
„ვამპირებისგან“ განსხვავებით, ისინი ენერგიას პირდაპირ არ იღებენ, მაგრამ სხვა ადამიანების ცხოვრებისეულ სივრცეში შეღწევასა და იქ რაც შეიძლება დიდხანს დარჩენას ცდილობენ. წურბელებივით, „ტკიპა“ ადამიანები დაბალი, ცუდი ენერგეტიკის მატარებლები არიან, ისინი ცდილობენ ყოველთვის სხვა ადამიანების გვერდით იყვნენ, ეძებენ შეხვედრებსა და კონტაქტებს, მიმართავენ რჩევით. თუმცა, ნებისმიერი სიძნელის აღმოცენებისთანავე საერთოდ თავიანთი ცხოვრების უკუღმართობებში ისევ მათ ადანაშაულებენ. ამგვარად, „ტკიპები“, „ვამპირებისგან“ განსხვავებით, არ აწყობენ პროვოკაციებს, თუმცა სხვა ადამიანების ენერგიას თანაგრძნობის, რაიმე მორალური დახმარების, რჩევების სახით იღებენ.
ანუ, ისინი სხვა ადამიანებს ირიბი გზებით აძულებენ მათთან კონტაქტს და ასე „იკვებებიან“ მათი ენერგიით, ასევე ადამიანები, რომლებიც მათთან არიან კონტაქტში, ისე არ განიცდიან ენერგიის დაკარგვას, როგორც ენერგეტიკულ ვამპირებთან ურთიერთობისას.
ენერგეტიკული „მშთანთქმელი“ — ასეთი შეიძლება იყოს როგორც ენერგიის აქცეპტორი (მიმღები), ისე დონორი. ასეთი ადამიანები ძალზე მგრძნობიარე არიან, ისინი ენერგიას დაჩქარებულად ცვლიან. უყვართ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა და სხვის ენერგიაზე ზემოქმედებას დახმარების ნათლად გამოკვეთილი სურვილით ცდილობენ.
ასეთი ორი ტიპის ადამიანები არიან. პირველ ტიპს მიეკუთვნებიან ისინი, ვინც შთანთქავენ როგორც უარყოფით, ისე დადებით ენერგიას. ნაწყენდებიან უმიზეზოდ, მაგრამ წყენა მალევე ავიწყდებათ. მეორე ტიპის ადამიანები უზარმაზარ უარყოფით ენერგიას იღებენ და არანაკლებ დადებით ენერგიას გასცემენ. ისინი აქტიურად ერთვებიან ადამიანების პრობლემებში და ირგვლივ მყოფთა ბიოველზე დადებითად ზემოქმედებენ, მაგრამ მათი დაჩქარებული ენერგოგაცვლა თვითონ მათზე უარყოფითად მოქმედებს.
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები>>
ენერგეტიკული „თვითგამანადგურებელი“ — ისინი თავიანთ განცდებში არიან ჩაძირული. ჩაკეტილი არიან საკუთარ თავში და სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს შეგნებულად ერიდებიან. არ შეუძლიათ თავის სასარგებლოდ ენერგიის გადანაწილება და ამავე დროს ენერგიის ნეგატიურ მარაგს ქმნიან.
ენერგეტიკული დონორები — ანუ ადამიანები, რომლებიც ენერგიას გასცემენ. ასეთ ადამიანებს ზედმეტი ცნობიმოყვარეობა ახასიათებთ. ამ თვისების გამო ხშირად ბევრ უსიამოვნებაში ეხვევიან.
ენერგეტიკული ფილტრები" — ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ძლიერი ენერგეტიკა აქვთ, შეუძლიათ „გაატარონ“ დიდი რაოდენობით როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ენერგია. მათ მიერ „შესრუტული“ ინფორმაცია გადამუშავებული და შეცვლილი სახით პირველწყაროს უბრუნდება, მთელი ნეგატივი ფილტრზე რჩება, რომელსაც დადებითი ენერგია ემატება. ასეთი ადამიანები ხშირად არიან წარმატებული დიპლომატები, ფსიქოლოგები, მშვიდობისმყოფელები.
ლოტოსი სარკეში - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2016
რა საიდუმლოს ინახავს სარკე
არიან ასევე ენერგეტიკული შუამავლები", ისინი შესანიშნავად ფლობენ ენერგიის გაცვლის მეთოდს. კარგად იღებენ ენერგიას, მაგრამ ენერგეტიკულ უარყოფით ზემოქმედებას ვერ უმკლავდებიან. მაგალითად, თუ ასეთ ადამიანს ნეგატიურ ინფორმაციას გაუზიარებთ, ანუ ამგვარად გადასცემთ უარყოფითი ენერგიის ნაწილს, ისინი მიღებულ უარყოფით ენერგიას ვერ უმკლავდებიან და ინფორმაციას სხვას გადასცემენ. იგივე ხდება დადებითი ენერგიის გადაცემისასაც. „ენერგეტიკული შუამავლის“ ტიპი ბევრ ადამიანს ახასიათებს.
ესაა ადამიანის ენერგეტიკის ძირითადი სახეობები, მაგრამ ეს სახეობებიც შეიძლება კიდევ ქვესახეობებად დაიყოს. აქედან გამოდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ადამიანს, მისი ენერგეტიკის ტიპიდან გამომდინარე, თავისი განსაზღვრული შესაძლებლობები, ენერგეტიკული პოტენციალი და განსაზღვრული მახასიათებლები გააჩნია. ენერგეტიკა ბევრ რამეს განსაზღვრავს და ზემოქმედებს ადამიანის სხვა ადამიანებთან და გარემო სამყაროსთან ურთიერთობაზე.
ადამიანის ბიოველზე ძალადობა: გათვალვა, ჯადო, წყევლა – გავლენის ძალა, თავდაცვის ხერხები>>
უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანი უარყოფითად მოქმედებს ყველაფერზე, მათგან ყოველთვის უსიამოვნებები მოდის. მას არ შეუძლია ჰარმონიულად ცხოვრება გარემო სამყაროსთან და არც საკუთარ თავთან. ნეგატიური ენერგეტიკის ადამიანები ძირითადად მატყუარები, შურიანები, აგრესიულები არიან. ეს ხშირად იჩენს თავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში და მათთვის ამას არაფერი კარგი არ მოაქვს.
თუ ენერგეტიკა პოზიტიურია, ადამიანის ცხოვრებაც ძირითადად ჰარმონიულად მიედინება. ასეთი ადამიანისგან არ შეიძლება ელოდოთ ტყუილს, ღალატს და ა.შ. ის გულწრფელია, გახსნილია და სხვა ადამიანებში ნდობას იწვევს.
ასე რომ, ადამიანის ძლიერი ენერგეტიკა ჯანმრთელობისა და ჰარმონიის საწინდარია, ამიტომ დააგროვეთ მეტი პოზიტივი, გაიღიმეთ და დაიმახსოვრეთ: „რასაცა გასცემ…“
ყველა ახალი ამბავი
0