კლასიკური მუსიკა ჭკუასუსტობის განვითარებას აფერხებს

© courtesy of Mozart - Composerვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ კლასიკურ მუსიკას თავის ტვინში ნეირონების აქტიურობის ამაღლების გზით ჭკუასუსტობის დადგომის შენელება შეუძლია.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტებს, რომლებიც მოცარტის მუსიკას უსმენდნენ, ტვინის არეში იმ ნეირონების გაზრდილი აქტივობა ჰქონდათ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მეხსიერებასა და სწავლაზე.
კლასიკური მუსიკა ასევე ახდენს გავლენას პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებულ გენებზე. დადგინდა, რომ ტვინის აქტივობის ცვლილებები მხოლოდ იმ პაციენტებს ჰქონდათ, რომლებიც კლასიკურ მუსიკას რეგულარულად უსმენდნენ და მისდამი ინტერესს იჩენდნენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მუსიკის ცოდნა მნიშვნელოვანია.
კვლევის დროს მონაწილეებს შესთავაზეს №3 სავიოლინო კონცერტის მოსმენა, რომელიც 20 წუთი გრძელდება.
ექსპერიმენტი ჩატარდა როგორც მუსიკალური გამოცდილების მქონე მონაწილეებზე, ისე გამოუცდელებზე. ცდამ აჩვენა, რომ ტვინის გენების აქტივობა გაიზარდა მათში, ვისაც მუსიკალური გამოცდილება ჰქონდა.
საქსოფონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
მუსიკა, რომელიც ანაცვლებს სექსს და კურნავს სიმელოტეს
კლასიკური მუსიკა ხელს უწყობდა ნერვულ დეგენერაციასთან დაკავშირებული გენების აქტიურობის შემცირებას, რომელიც ნეირონების სტრუქტურის ან ფუნქციის პროგრესირებადი დაკარგვისას ჩნდება.
ერთ-ერთი ასეთი გენი აღმოჩნდა გენი SNCA, რომელიც ასევე პარკინსონის დაავადების რისკის ცნობილი ფაქტორია.
ასე რომ, გაითვალისწინეთ და შეაყვარეთ თქვენს შვილებს კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით – ყველა დროის გენიოსი, ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756-1791). მოცარტის მუსიკის დადებითი ზემოქმედება ადამიანზე უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული: მთელ მსოფლიოში მეცნიერების, მედიკოსებისა და ფსიქოლოგების მრავალრიცხოვანმა დამოუკიდებელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებთან შედარებით მოცარტის მუსიკა ადამიანების ჯანმრთელობაზე წარმოუდგენლად ძლიერ ზემოქმედებას ახდენს და სხვადასხვა ავადმყოფობისგან კურნავს.
ყველა ახალი ამბავი
0