რატომ აცვიათ ქირურგებს მხოლოდ მწვანე ან ლურჯი ფორმა?

© Pixabay / sasintექიმები საოპერაციოში
ექიმები საოპერაციოში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ აცვიათ ექიმებს საოპერაციოში მწვანე ან ლურჯი ფერის ფორმა ნაცვლად თეთრისა? აღმოჩნდა, რომ ასეთ მცირე დეტალზე შეიძლება ოპერაციის წარმატება იყოს დამოკიდებული.
თავდაპირველად მედიკოსების სამოსი მთლიანად თეთრი ფერის იყო, სანამ 1914 წელს ერთ-ერთმა გავლენიანმა ექიმმა უარი არ თქვა თეთრზე, უპირატესობა მწვანე ფერს, შემდეგ კი ლურჯს მიანიჭა. საქმე ისაა, რომ კრისტალურად თეთრ ფერს ქირურგის წამიერად დაბრმავება შეუძლია, თუ მას მზერა სისხლის მუქი ფერიდან კოლეგების ხალათებზე გადააქვს. იგივე გვემართება, როდესაც სახლიდან ქუჩაში გამოვდივართ და მზიან ამინდში თოვლს ვუყურებთ.
და რატომ არის საოპერაციოში ექიმების ფორმის ფერი ლურჯი ან მწვანე და არა, მაგალითად, იისფერი ან ყვითელი? საქმე ისაა, რომ მწვანე და ლურჯი ფერთა სპექტრში წითელის საპირისპირო ფერია, ხოლო ოპერაციის დროს ქირურგები სწორედ წითელ სისხლს უყურებენ უწყვეტად.
შუასაუკუნეებში ღილი სრულფასოვან სამკაულად ითვლებოდა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2016
რატომ იკვრება მამაკაცის ტანსაცმელი მარჯვნივ, ხოლო ქალის – მარცხნივ?
ამგვარად, მწვანე და ლურჯი ფერის სამოსი არა მხოლოდ ასტიმულირებს ექიმების მახვილ თვალს, არამედ მას უფრო მგრძნობიარეს ხდის წითლის სხვადასხვა ელფერთან და, შესაბამისად, ადამიანის ანატომიის ნიუანსებთან მიმართებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომის ალბათობას.
ყველა ახალი ამბავი
0