რატომ იკვრება მამაკაცის ტანსაცმელი მარჯვნივ, ხოლო ქალის – მარცხნივ?

© Flickr / FL/ elitattშუასაუკუნეებში ღილი სრულფასოვან სამკაულად ითვლებოდა
შუასაუკუნეებში ღილი სრულფასოვან სამკაულად ითვლებოდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალები და მამაკაცები ღილებს სხვადასხვა მხარეს იკრავენ. რატომ? ამ ტრადიციის რამდენიმე ვერსია არსებობს.

პირველი ვერსიით, ეს ტრადიცია შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს.

შუა საუკუნეებში ღილი სრულფასოვან სამკაულად ითვლებოდა, რადგან მას ძვირფასი მასალისგან ამზადებდნენ. ოქროსა და ვერცხლის ღილები საზოგადოებაში განსაკუთრებულ სტატუსსა და მდგომარეობაზე მეტყველებდა. როგორც მოგეხსენებათ, არისტოკრატიული ოჯახის ქალები დამოუკიდებლად არასდროს იცვამდნენ — ამისთვის მოახლეები არსებობდნენ. მოახლისთვის რომ მოსახერხებელი ყოფილიყო, ღილებს მისი მხრიდან მარჯვნივ აკერებდნენ, ანუ ტანსაცმელზე — მარცხენა მხარეს.

© Flickr / FL/ Vivianna_loveმოახლისთვის რომ მოსახერხებელი ყოფილიყო, ღილებს ტანსაცმელზე მარცხენა მხარეს აკერებდნენ
მოახლისთვის რომ მოსახერხებელი ყოფილიყო, ღილებს ტანსაცმელზე მარცხენა მხარეს აკერებდნენ - Sputnik საქართველო
მოახლისთვის რომ მოსახერხებელი ყოფილიყო, ღილებს ტანსაცმელზე მარცხენა მხარეს აკერებდნენ

რაც შეეხება მამაკაცებს, არისტოკრატებიც კი სხვისი დახმარების გარეშე იცვამდნენ, ამიტომ ღილები, მათთვის რომ მოსახერხებელი ყოფილიყო, მარჯვენა მხარეს იყო მიკერებული. გარდა ამისა, ევროპელები ხშირად მონაწილეობდნენ სამხედრო ლაშქრობებში და შეიარაღებულ ჯარისკაცს თავისუფლად უნდა შეძლებოდა მარჯვენა ხელის გათბობა კოსტიუმის მარცხენა მხარეს ხელის შეყოფით.

CC BY 2.0 / Alberto Ziveri / SuitSupply Lookbook 2012/13მამაკაცის ტანსაცმელზე ღილებს, მათთვის მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, მარჯვენა მხარეს აკერებდნენ
მამაკაცის ტანსაცმელზე ღილებს, მათთვის მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, მარჯვენა მხარეს აკერებდნენ - Sputnik საქართველო
მამაკაცის ტანსაცმელზე ღილებს, მათთვის მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, მარჯვენა მხარეს აკერებდნენ

მეორე ვერსიის მიხედვით, ღილებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელზე სხვადასხვა მხარეს პრაქტიკულობიდან გამომდინარე აკერებენ — ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით.

© Flickr / FL/ Anthony Eastonდედისთვის უფრო მოსახერხებელი იყო ბავშვის მარცხენა ხელში დაკავება
დედისთვის უფრო მოსახერხებელი იყო ბავშვის მარცხენა ხელში დაკავება - Sputnik საქართველო
დედისთვის უფრო მოსახერხებელი იყო ბავშვის მარცხენა ხელში დაკავება

მესამე ვერსიით, ქალის ტანსაცმელზე ღილების მარცხენა მხარეს დაკერების ტრადიცია იქიდან დამკვიდრდა, რომ დედას, რომელიც ჩვილს ძუძუს აწოვებდა, ადვილად დაეჭირა პატარა მარცხენა ხელში და თან მარჯვენა ხელით სხვა საქმის კეთება შეძლებოდა, გარდა ამისა, მარცხენა ხელში ბავშვისთვის ტანსაცმლის მარჯვენა კალთის მიფარება უფრო ადვილია და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0