რა კავშირშია ვიოლინო, ორგანი და საყვირი ჩვენს ჯანმრთელობასთან

გამოწერა
კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენით მიღებულ სიამოვნებას იგივე ქიმიური საფუძველი აქვს, რაც სიყვარულის გრძნობას (სექსის პროცესს). მუსიკით მკურნალობენ გულის, შინაგანი ორგანოების დაავადებებს, ნერვულ აშლილობას; ის ხელს უწყობს ჭარბი წონის დაკლებას; მუსიკა გამელოტებასაც კი შველის.

მუსიკა იმაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, ვიდრე წარმოდგენა შეგვიძლია. ზოგიერთს მუსიკა ამხნევებს, ზოგს განწყობას უქმნის, ზოგზე ნანასავით მოქმედებს.
მუსიკა მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ განწყობაზე. თუ მელოდია ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობას ჰარმონიულად ერწყმის, ის მასზე დადებითად მოქმედებს, ხოლო თუ ადამიანს მელოდიასთან ჰარმონიული განწყობა არ ექმნება, ამან შეიძლება მდგომარეობა უფრო დაამძიმოს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მუსიკის აღქმაზე ეროვნულ-კულტურული კუთვნილებაც მოქმედებს. მაგალითად, ყველა ევროპელი ვერ აღიქვამს აღმოსავლურ ჰანგებს, ასევე ყველა აზიელს არ მოსწონს ევროპული მუსიკა.

მუსიკა ჯერ კიდევ უძველეს დროში წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს სამედიცინო საშუალებას, რომლის დახმარებით ცდილობდნენ სიცოცხლის გახანგრძლივებასა და დაბერების პროცესის შენელებას. მაგალითად, ჩინეთში მუსიკა მედიცინაზე უკეთეს სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. ჩინელების აზრით, მუსიკოთერაპიის არსი მდგომარეობდა ადამიანის გონების, სხეულისა და სულის გაერთიანებაში; ძველ ეგვიპტეში სიმღერით მკურნალობდნენ უძილობას, ხოლო ძველ საბერძნეთში საყვირის ბგერებით — რადიკულიტსა და ნერვული სისტემის დარღვევებს.

CC0 / Flickr/ Carlo Raso / Dionysos with kantharosძველი ბერძნული ამფორა
ძველი ბერძნული ამფორა - Sputnik საქართველო
ძველი ბერძნული ამფორა

მუსიკისა და მედიცინის კავშირის სიმბოლოს ძველ ბერძნებში წარმოადგენს აპოლონი — ხელოვნების მფარველი და მისი შვილი ესკულაპი — მკურნალობის მფარველი. პითაგორა, არისტოტელე, პლატონი მუსიკის პროფილაქტიკურ და სამკურნალო ზემოქმედებაზე საუბრობდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მუსიკა ამყარებს წესრიგს, ჰარმონიას სამყაროში.

პითაგორას შეიძლება "პირველი მუსიკოთერაპევტიც" ეწოდოს. მან შემოიღო ცნება "მუსიკალური მედიცინა". III საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე არსებობდა მუსიკალურ-სამედიცინო ცენტრი, სადაც სპეციალურად შერჩეული მელოდიებით მკურნალობდნენ სევდას, ნერვულ აშლილობას და გულის დაავადებებს.

როცა შუა საუკუნეებში ვრცელდებოდა შავი ჭირის ეპიდემია, მის საწინააღმდეგოდ შეუჩერებლად რეკდნენ ზარები. კარგა ხნის შემდეგ კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ განსაზღვრული ტონალობისა და სხვადასხვა პერიოდულობით აჟღერებულ ბგერებს მართლაც შეუძლია ტიფის ჩხირების, ინფექციის გამომწვევი მიკრობების დახოცვა. ადამიანის ორგანიზმში მიკრობთა აქტიურობა 40%-ით ეცემა, თუ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსმენდა საეკლესიო მუსიკას ან ზარების რეკვას.

გასული საუკუნის 60-იან წლებში დიდ ბრიტანეთში გაჩნდა მუსიკოთერაპიის პირველი კურსი. გამოკვლევებმა აჩვენა: მუსიკა კუნთების მოდუნებით ხელს უწყობს სიმსუქნის მკურნალობას; სპორტული შეჯიბრების დროს მუსიკის მოსმენა 20%-ით ზრდის შედეგიანობას. თუმცა არასწორად შერჩეული მუსიკის რიტმი შეიძლება საშიშიც აღმოჩნდეს და გამოიწვიოს მუცლისა და თავის ტკივილი. თანამედროვე მუსიკოთერაპიის კურსები შექმნილია აშშ-ში, გერმანიაში, შვეიცარიაში. ბგერითი თერაპიის ინსტიტუტში (აშშ, არიზონას შტატი) მუსიკით გამელოტებასაც კი მკურნალობენ.

CC BY 2.0 / Flickr/ Steve Garry / My Matesსიმებიანი საკრავები
სიმებიანი საკრავები - Sputnik საქართველო
სიმებიანი საკრავები

ყველაზე მრავალმხრივ გავლენას ადამიანზე ახდენს კლასიკური მუსიკა, რომელიც ხშირად სასწაულმოქმედ ეფექტს იძლევა. ამ მხრივ ყველაზე კარგად არის შესწავლილი ვივალდის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის, შუბერტის, გრიგის, დებიუსის და შუმანის ნაწარმოებები. მოცარტის მუსიკა ხელს უწყობს ინფორმაციის სწრაფად ათვისებას და გავლენას ახდენს გონებრივი მუშაობის უნარზე. მოცარტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებთა მოსმენით სწრაფად მიმდინარეობს კუჭის წყლულის შეხორცება. ჰარმონიული მელოდია ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომ გულის მუშაობის აღდგენას. პოზიტიური ემოციისა და კარგი განწყობილების გამომწვევი მხიარული მუსიკის მოსმენა რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. მუსიკა აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, სისხლის წნევის რეგულაციას. პოპულარული გახდა ანესთეზიად მუსიკის გამოყენება. გამოვლინდა კავშირი კლასიკურ მუსიკასა და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობას შორის, ასევე მუსიკის გავლენა წყლულისა და ტუბერკულიოზის განკურნებაზე.

ცხოველები და მცენარეები უპირატესობას ჰარმონიულ მუსიკას ანიჭებენ. შვედეთის მუსიკალურ-თერაპიულმა საზოგადოებამ ექსპერიმენტები ჩაატარა — ბახის მუსიკის მოსასმენად ზვიგენები და დელფინები ოკეანის ყველა სანაპიროდან მოგროვდნენ.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფოლკლორი ხელს უწყობს ბავშვის აღგზნებული მდგომარეობის განმუხტვას, აცხრობს სტრესის რეაქციებს. კლასიკურ მუსიკას შეუძლია კეთილი გავლენა იქონიოს ბავშვის არა მარტო ჯანმრთელობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე, არამედ გარეგნულ მონაცემებზეც. ბგერების გავლენა ხდება ჯერ კიდევ ემბრიონულ სტადიაზე. ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ ნაყოფი მშვიდდება ვივალდისა და მოცარტის მუსიკის მოსმენისას, ხოლო ბეთჰოვენისა და ბრამსის მუსიკით იწყებს ენერგიულ მოძრაობას.

CC BY 2.0 / Flickr/ Thomas Quine / Antique keyboard instrumentკლავიშებიანი საკრავი
კლავიშებიანი საკრავი - Sputnik საქართველო
კლავიშებიანი საკრავი

ორსულებისთვის ძალიან სასარგებლოა სიმღერა. ფრანგმა მეან-გინეკოლოგმა მიშელ ოდენმა თავის კლინიკაში ჩამოაყალიბა მომავალი დედებისგან შემდგარი გუნდი. მათთვის სპეციალურად დამუშავდა ვოკალური სავარჯიშოები. ბავშვები, რომლებმაც დედის მუცელში მუსიკალური "სწავლება" გაიარეს, ჩვეულებრივ ხასიათდებიან უფრო მაღალი ადაპტაციის უნარით და ფიზიკური და მეტყველების განვითარების სტანდარტული ტემპის დაჩქარებით.

დადგენილია, რომ არსებობს მუსიკალური მიჯაჭვულობაც. როდესაც დედა შვილს უმღერის, ეს მელოდია მას წლების შემდეგაც კი ახსოვს. ალბათ ყველას გახსოვთ “იავნანამ რა ჰქმნა?” რომელიც სავსებით რეალურ მოვლენაზე ყოფილა დაფუძნებული.

მსოფლიოში აღიარებული ქართული მუსიკალური ფოლკლორი ასევე სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. ცნობილია, რომ ხალხურ მუსიკაში არსებობს სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, მათ შორის, საწესჩვეულებო, შრომის, ფერხულები, საგმირო და სხვა. თითოეულს თავისი დანიშნულება ჰქონდა. მაგალითად შრომის სიმღერები ადამიანის მოტივაციასა და ენერგიულობას ზრდის მუშაობის პროცესში, იკვეთება შეჯიბრებითობის პრინციპი (ორი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს), საგმირო სიმღერები ადამიანში პატრიოტულ გრძნობებს აღვივებს, საწესჩვეულებო სიმღერებს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად, „ბატონებო“ წარმართული ხანის ქართული რელიგიურ-საწესჩვეულებო პოლიფონიური საგუნდო სიმღერა-ვედრებაა. ინფექციური სენით (ყვავილი, წითელა, ქუნთრუშა) დაავადებულ ბავშვს უმღეროდნენ საწოლთან, ზეარსებათა სახით წარმოდგენილ „ყოვლისშემძლე“ ბატონებს შესთხოვდნენ ავადმყოფის განკურნებას. „ბატონებო“ მიჩნეული იყო სამკურნალო სიმღერად. მას სხვაგვარად საბოდიშოსაც ეძახოდნენ.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Sven Graeme / ორგანი
ორგანი - Sputnik საქართველო
ორგანი

როგორ ხდება მუსიკით განკურნება? რობერტ დეიმერმა გაზომა ადამიანის უჯრედების რხევების სიხშირე, ინფრაწითელი სპექტრის საშუალებით გაზომა დნმ-ის რხევები, შემდეგ უხილავი ვიბრაციები ბგერით სპექტრებად გარდაქმნა და… მიიღო მუსიკა. აღმოჩნდა, რომ უჯრედები მღერიან! ჯანმრთელი უჯრედები გამოსცემენ ღვთაებრივი ჰიმნების ხმებს. ავადმყოფი უჯრედები ხიხინებენ, მკვდარი უჯრედები ოდნავ ხმაურობენ. თუ ვიცით უჯრედის ბგერითი რხევა, შესაძლებელია გულის რიტმის, სისხლის წნევის ნორმალიზება, მეხსიერებისა და ყურადღების გაუმჯობესება.

უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენით მიღებულ სიამოვნებას იგივე ქიმიური საფუძველი აქვს, რაც სიყვარულის გრძნობას (სექსის პროცესს). თავის ტვინში გამოიყოფა დოფამინი (სიამოვნების ჰორმონი). ტომოგრაფიული გამოკვლევებით გამოჩნდა, რომ დოფამინი მუსიკალური ნაწარმოების კულმინაციური მომენტის დადგომამდე დაახლოებით 15 წამით ადრე გამოიყოფა, ე.ი. მსმენელი კულმინაციაზე მეტად სიამოვნებას მისი დადგომის მოლოდინით იღებს.

ასევე დადგენილია, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტი სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს ადამიანზე.

გიტარა, ვიოლინო, არფა და სხვა სიმებიანი საკრავები გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს, ასევე ამ საკრავებს ადამიანში თანაგრძნობის გაღვიძება შეუძლია.

კლავიშებიანი საკრავები ფსიქიკური დარღვევებისა და შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს ზემოქმედებს კარგად. ფორტეპიანო ადამიანის ფსიქიკის ჰარმონიზებას ახდენს, სტაბილური ხდება შარდის ბუშტის, თირკმელების მუშაობა. ორგანის ბგერები თავის ტვინის სტიმულირებას ახდენს, იწმინდება ენერგეტიკული ნაკადები.

ჩასაბერი საკრავები აწესრიგებს სასუნთქი სისტემის მუშაობას, წმენდს ფილტვებსა და ბრონქებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

გულის არითმიის დროს დადებითად ზემოქმედებს დასარტყამი ინსტრუმენტები. ზოგიერთი დასარტყამი ინსტრუმენტი კურნავს ღვიძლს, აუმჯობესებს გულისცემას და სისხლის მიმოქცევის სისტემას.

CC BY 2.0 / Flickr/ Phillip Capper / Vienna Opera Houseკლასიკური სიმფონიური ორკესტრი
კლასიკური სიმფონიური ორკესტრი - Sputnik საქართველო
კლასიკური სიმფონიური ორკესტრი

მუსიკამ ადამიანზე შეიძლება ნეგატიურადაც იმოქმედოს. მუსიკა მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გულისცემის სიხშირეზე, წნევაზე, სუნთქვის სიხშირეზე, შეუძლია გამოიწვიოს სტრესი, შინაგანი აღელვება, მოუსვენრობა, დაღლილობა, ძილიანობა, დეპრესია. ის გავლენას ახდენს ასევე ადამიანის იმუნურ სისტემაზე. მძიმე მუსიკა, განსაკუთრებით ელექტრონული ხშირად აზიანებს ადამიანის ფსიქიკას და სმენის ორგანოებს, რაც ხშირად განაპირობებს ადამიანის დეპრესიულ მდგომარეობას და მასში ადამიანებთან ურთიერთობის და კონტაქტის ნაკლებ სურვილს იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური მუსიკა ძირითადად დადებითად მოქმედებს ადამიანზე და ხშირად გამოიყენება თერაპიული მკურნალობისას, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კალსიკური მუსიკის მოსმენა დეპრესიაში აგდებს.

როკი და პოპი უფრო მეტად ენერგიის მომგვრელია და ხელს უწყობს მოტივაციის გაუმჯობესებას. მას ძირითადად უსმენენ კარგ ხასიათზე ყოფნის დროს, როდესაც ადამიანს სურს ამ გუნება-განწყობის შენარჩუნება.

არსებობს მედიტაციური მელოდიები, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მედიტაციური მუსიკა ძირითადად გამოიყენება სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად, მედიტაციისთვის. ის სტრესიდან გამოყვანის კარგი საშუალებაა და ადამიანს ეხმარება მშვიდ ძილში, ჰარმონიისა და შინაგანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად.

CC BY 2.0 / Flickr/ Kristopher Perez / Misterwivesკონცერტი
კონცერტი - Sputnik საქართველო
კონცერტი

მძიმე მეტალიკის მნიშვნელოვანი და ძირითადი სახეობაა ტექნო-მუსიკა. იგი ძირითადად ეხმარება ადამიანს აგრესიის, გაბრაზების, იმედგაცრუებების გამოხატვაში, თუმცა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მსგავსი მუსიკის მოსმენა საზიანოა, რადგან ახშირებს გულისცემას და მოქმედებს  წნევაზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მძიმე ტექნო-მუსიკის კონცერტებზე გულის შეტევით  დაღუპულან ადამიანები. ასევე, არსებობს დაკვირვება, რომ იქ, სადაც მსგავსი მუსიკა ხშირად ჟღერს, მცენარეებიც კი ვერ ხარობს.

ჯაზი ინტელექტისა და მაღალი კონცენტრაციის შეგრძნების გამომხატველი მუსიკაა. ვისაც ჯაზი არ უყვარს, ხშირად არის განერვიულებული და დათრგუნული, თუმცა თერაპიული მკურნალობის მიზნით ჯაზი იშვიათად გამოიყენება.

ლათინურ-ამერიკული მუსიკა რიტმულია, ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს, განწყობას უქმნის. აქვს სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტი.

ფოლკლორი კულტურასთან განსაკუთრებული დამოკიდებულების მაჩვენებელია, აღძრავს შეგრძნებებს სამშობლოსადმი, მოქმედებს რწმენაზე.

ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს საეკლესიო მუსიკა, რომელიც დადებითად, ამაღლებულად მოქმედებს მათ სულიერ მდგომარეობაზე. მას მედიტაციური ზეგავლენა გააჩნია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ბახის, კორელის, მოცარტის ნაწარმოებების მოსმენა; დეპრესიის დროს კარგია ბახის, ბეთჰოვენის, ჰაიდნის, მოცარტის, სკარლატის, ვივალდის მოსმენა.

ნერვული დაძაბულობის დაძლევაში, განტვირთვაში, იმუნური და ნერვული სისტემის გაძლიერებაში გვეხმარება ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, დებიუსის, მოცარტის, რაველის, სენ-სანსის მუსიკა.

ყველა ახალი ამბავი
0