https://sputnik-georgia.com/20230803/gaiafda-tu-gadzvirda-lari-280837704.html
რა მოხდა ეროვნულ ბანკში, ანუ გაიაფდა თუ გაძვირდა ლარი?
რა მოხდა ეროვნულ ბანკში, ანუ გაიაფდა თუ გაძვირდა ლარი?
Sputnik საქართველო
ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილება მიიღეს. მონეტარული პოლიტიკა უმნიშვნელოდ, მაგრამ შერბილდა. როგორ აისახა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კომერციული ბანკების... 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T17:10+0400
2023-08-03T17:10+0400
2023-08-03T20:30+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142543_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_4bf0c9e196d59a6e38202f59ddcc4296.jpg
მარიამობისთვის პირველსავე დღეს ჩემი ყურადღება ერთმა განცხადებამ მიიქცია. „მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, 12:00 საათზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხებს. ამავე დღეს გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ყოველკვარტალური ანგარიში“, − იუწყებოდა ქართული მედია.მოგეხსენებათ, ჩემი სტატიების ძირითადი თემატიკა უკვე დიდი ხანია სწორედ ეკონომიკა და ფინანსებია. შესაბამისად, ანონსით დავინტერესდი და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქ-პლატფორმაზე მოვლენის პირდაპირი რეპორტაჟი იყო დაგეგმილი, უწყებას ვესტუმრე და კოლეგებს შევუერთდი.თავს უფლებას მივცემ, ვიდრე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2 აგვისტოს სხდომის თავგადასავალს გიამბობთ, შეგახსენოთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 2,5 პროცენტული პუნქტით, 11 პროცენტამდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ძირითადი მიზეზი მზარდი ინფლაცია იყო, რაც ჯერ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა რეცესიამ, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შედეგად მსოფლიო ბაზარზე სურსათის, ნავთობპროდუქტებისა და ტრანსპორტირების გაძვირებამ განაპირობა. ქვეყნის ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტიდან მოყოლებული 14 თვის განმავლობაში მონეტარულ პოლიტიკას 11 პროცენტის ნიშნულზე ინარჩუნებდა და მხოლოდ მაისის თვეში მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტით შემცირების, მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება.დროა ეროვნული ბანკის ოფისში დავბრუნდეთ. დათქმულ დროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიმდინარე წლის რიგით მეხუთე სხდომის ვერდიქტი გამოაცხადა. გაირკვა, რომ რეფინანსირების განაკვეთი 10,5 პროცენტიდან 0,25 პროცენტული პუნქტით, 10,25 პროცენტამდე შემცირდა.კაცმა რომ თქვას, ინფლაციური წნეხის მკვეთრი შემცირების ვითარებაში ქვეყნის ანალიტიკურ წრეებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინი იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პროგნოზი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. ანალიტიკოსები პესიმისტური სცენარით რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტით, ოპტიმისტური სცენარით კი 1,5 პროცენტით შემცირებას ვარაუდობდნენ.„დისინფლაციის მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს“, – აცხადებდნენ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსები მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. მათივე შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9,5 პროცენტამდე შემცირდება. ერთი სიტყვით, კომპანია მიანიშნებდა, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ფრთხილ და თანმიმდევრულ შემცირებას გეგმავს. ასეთივე მოლოდინი ჰქონდათ საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსებსაც. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე კი აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2 აგვისტოს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთს 10 პროცენტამდე შეამცირებდა. მისივე თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 9 პროცენტამდე შემცირდეს.სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა, რომ უცვლელია უწყების გეგმა – მიმდინარე წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9,5 პროცენტამდე შემცირდეს.„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლომდე მცირე ბიჯებით, სავარაუდოდ, კიდევ 1 პროცენტით შემცირდება და 9,5 პროცენტს გაუტოლდება. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით ტენდენციებს. განსაკუთრებით საყურადღებოა საგარეო ფაქტორები, მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი ტაქტიკა ამით არის განპირობებული. სტრატეგიულად ჩვენი მოლოდინები იგივეა“, − განაცხადა ნათია თურნავამ.საინტერესო და ყურადსაღები სხვაც ბევრი ითქვა, თუმცა ეს ერთი სტატია ყველა გზავნილს ვერ დაიტევს. ამიტომ ყურადღებას ორიოდე საკითხზე შევაჩერებ. როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებს გვითხრა, ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ახლა ის 5 პროცენტის ნაცვლად 6 პროცენტს შეადგენს.„ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოზიტივის მომტანია. ნიშნავს, რომ მთელი რიგი დარგები ვითარდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ დასაქმების მიღწეული მაღალი დონე კვლავ შენარჩუნდება. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს, ძირითადად ორი კომპონენტია განმსაზღვრელი: ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა, ანუ ექსპორტი. მოხმარების მხრიდან პირველ კვარტალში კონტრიბუცია შემცირებული იყო, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ფასების სტაბილურობაზე, თუმცა ჩვენ ამ პროცესს კვლავაც ვადევნებთ თვალს. რაც შეეხება დარგებს, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე გამოვყოფდი საფინანსო სექტორს, რომელიც კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში“, − აღნიშნა ნათია თურნავამ.რაკიღა სიტყვა ეკონომიკურ ზრდაზე ჩამოვარდა, გეტყვით, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა 7,6 პროცენტით გაიზარდა და როგორც ორიოდე დღის წინათ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ასეთი ტემპით წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8.200 დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4.250 დოლარი იყო.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრისას ისიც შევიტყვეთ, რომ უწყებამ მიმდინარე წლის პირველ თვეში Bmatch პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან 137,6 მილიონი დოლარი შეიძინა და, შედეგად, ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვები 5,07 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლიურად 1,1 მილიარდით არის გაზრდილი.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ. კარგი იქნება გადავხედოთ, როგორ აისახება ის კომერციული ბანკების იმ მომხმარებლებზე, რომელთა კრედიტების პროცენტის ოდენობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.როგორც ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანგარიშიდან ირკვევა, 179.600 მსესხებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება. მკითხველი, სავარაუდოდ, ჩამეძიება: მაინც რამდენით? განვმარტავ: 0,25 პროცენტით, ანუ ზუსტად იმდენით, რამდენითაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179.600 სესხი იყო გაცემული, საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 11.427 მილიონ ლარს შეადგენდა. 1 მაისიდან 1 ივლისამდე პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1.100-ით შემცირდა, მთლიანი საკრედიტო პორტფელი კი 242 ათასი ლარით გაიზარდა.179.600 კრედიტიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი, სამომხმარებლო ტიპის სესხია გაცემული. კომერციულმა ბანკებმა 80.300 ხელშეკრულებით 1.906 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი საშუალო წლიურ 19,53 პროცენტში გაასესხეს.მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ე.წ. იპოთეკურ სესხებს უკავია. ამ ტიპის სესხზე 73.100 ხელშეკრულებაა გაფორმებული. საბანკო სექტორმა ჯამში 3.548 მილიონი ლარი საშუალოდ 13,73 პროცენტში გაასესხა.ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულშია ბიზნეს-სესხები. სულ 25.600 ხელშეკრულებაა გაფორმებული, ხოლო საკრედიტო პორტფელი 5.939 მილიონი ლარია. საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 14,46 პროცენტს შეადგენს.საანგარიშო პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული კრედიტებიდან ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხი გაიცა. 700 ხელშეკრულება იყო გაფორმებული და 22,7 მილიონი ლარი საშუალოდ წლიურ 18,05 პროცენტშია გასესხებული.გაცემულია ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული კიდევ 200 სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 10,2 მილიონი ლარია.1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული სრული საკრედიტო პორტფელის 42,7 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზეა − 19,53 პროცენტი.დღეისათვის სულ ეს იყო. ორიოდე დღეში ივლისის თვის ინფლაციური პროცესის შეფასებით დაგიბრუნდებით.სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230802/saqartvelos-erovnuli-banki-monetaruli-politika-280770301.html
https://sputnik-georgia.com/20230728/---------280461411.html
https://sputnik-georgia.com/20230623/saqartvelos-erovnulma-bankma-virtualur-aqtivebtan-musaobis-wesebi-daamrkica-278865089.html
https://sputnik-georgia.com/20230607/-------278342232.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142543_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_e89a03e892bf32a92c59c2b4c6144369.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
რა მოხდა ეროვნულ ბანკში, ანუ გაიაფდა თუ გაძვირდა ლარი?
17:10 03.08.2023 (განახლებულია: 20:30 03.08.2023) ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილება მიიღეს. მონეტარული პოლიტიკა უმნიშვნელოდ, მაგრამ შერბილდა. როგორ აისახა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კომერციული ბანკების 179.600 მომხმარებელზე?
მარიამობისთვის პირველსავე დღეს ჩემი ყურადღება ერთმა განცხადებამ მიიქცია. „მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, 12:00 საათზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხებს. ამავე დღეს გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ყოველკვარტალური ანგარიში“, − იუწყებოდა ქართული მედია.
მოგეხსენებათ, ჩემი სტატიების ძირითადი თემატიკა უკვე დიდი ხანია სწორედ ეკონომიკა და ფინანსებია. შესაბამისად, ანონსით დავინტერესდი და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქ-პლატფორმაზე მოვლენის პირდაპირი რეპორტაჟი იყო დაგეგმილი, უწყებას ვესტუმრე და კოლეგებს შევუერთდი.
თავს უფლებას მივცემ, ვიდრე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2 აგვისტოს სხდომის თავგადასავალს გიამბობთ, შეგახსენოთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 2,5 პროცენტული პუნქტით, 11 პროცენტამდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ძირითადი მიზეზი მზარდი ინფლაცია იყო, რაც ჯერ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა რეცესიამ, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შედეგად მსოფლიო ბაზარზე სურსათის, ნავთობპროდუქტებისა და ტრანსპორტირების გაძვირებამ განაპირობა. ქვეყნის ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტიდან მოყოლებული 14 თვის განმავლობაში მონეტარულ პოლიტიკას 11 პროცენტის ნიშნულზე ინარჩუნებდა და მხოლოდ მაისის თვეში მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტით შემცირების, მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება.
დროა ეროვნული ბანკის ოფისში დავბრუნდეთ. დათქმულ დროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიმდინარე წლის რიგით მეხუთე სხდომის ვერდიქტი გამოაცხადა. გაირკვა, რომ რეფინანსირების განაკვეთი 10,5 პროცენტიდან 0,25 პროცენტული პუნქტით, 10,25 პროცენტამდე შემცირდა.
კაცმა რომ თქვას, ინფლაციური წნეხის მკვეთრი შემცირების ვითარებაში ქვეყნის ანალიტიკურ წრეებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინი იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პროგნოზი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. ანალიტიკოსები პესიმისტური სცენარით რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტით, ოპტიმისტური სცენარით კი 1,5 პროცენტით შემცირებას ვარაუდობდნენ.
„დისინფლაციის მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს“, – აცხადებდნენ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსები მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. მათივე შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9,5 პროცენტამდე შემცირდება. ერთი სიტყვით, კომპანია მიანიშნებდა, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ფრთხილ და თანმიმდევრულ შემცირებას გეგმავს. ასეთივე მოლოდინი ჰქონდათ საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსებსაც. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე კი აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2 აგვისტოს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთს 10 პროცენტამდე შეამცირებდა. მისივე თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 9 პროცენტამდე შემცირდეს.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა, რომ უცვლელია უწყების გეგმა – მიმდინარე წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9,5 პროცენტამდე შემცირდეს.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლომდე მცირე ბიჯებით, სავარაუდოდ, კიდევ 1 პროცენტით შემცირდება და 9,5 პროცენტს გაუტოლდება. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით ტენდენციებს. განსაკუთრებით საყურადღებოა საგარეო ფაქტორები, მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი ტაქტიკა ამით არის განპირობებული. სტრატეგიულად ჩვენი მოლოდინები იგივეა“, − განაცხადა ნათია თურნავამ.
საინტერესო და ყურადსაღები სხვაც ბევრი ითქვა, თუმცა ეს ერთი სტატია ყველა გზავნილს ვერ დაიტევს. ამიტომ ყურადღებას ორიოდე საკითხზე შევაჩერებ. როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებს გვითხრა, ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ახლა ის 5 პროცენტის ნაცვლად 6 პროცენტს შეადგენს.
„ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოზიტივის მომტანია. ნიშნავს, რომ მთელი რიგი დარგები ვითარდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ დასაქმების მიღწეული მაღალი დონე კვლავ შენარჩუნდება. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს, ძირითადად ორი კომპონენტია განმსაზღვრელი: ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა, ანუ ექსპორტი. მოხმარების მხრიდან პირველ კვარტალში კონტრიბუცია შემცირებული იყო, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ფასების სტაბილურობაზე, თუმცა ჩვენ ამ პროცესს კვლავაც ვადევნებთ თვალს. რაც შეეხება დარგებს, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე გამოვყოფდი საფინანსო სექტორს, რომელიც კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში“, − აღნიშნა ნათია თურნავამ.
რაკიღა სიტყვა ეკონომიკურ ზრდაზე ჩამოვარდა, გეტყვით, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა 7,6 პროცენტით გაიზარდა და როგორც ორიოდე დღის წინათ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ასეთი ტემპით წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8.200 დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4.250 დოლარი იყო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრისას ისიც შევიტყვეთ, რომ უწყებამ მიმდინარე წლის პირველ თვეში Bmatch პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან 137,6 მილიონი დოლარი შეიძინა და, შედეგად, ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვები 5,07 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლიურად 1,1 მილიარდით არის გაზრდილი.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ. კარგი იქნება გადავხედოთ, როგორ აისახება ის კომერციული ბანკების იმ მომხმარებლებზე, რომელთა კრედიტების პროცენტის ოდენობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
როგორც ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანგარიშიდან ირკვევა, 179.600 მსესხებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება. მკითხველი, სავარაუდოდ, ჩამეძიება: მაინც რამდენით? განვმარტავ: 0,25 პროცენტით, ანუ ზუსტად იმდენით, რამდენითაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.
მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179.600 სესხი იყო გაცემული, საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 11.427 მილიონ ლარს შეადგენდა. 1 მაისიდან 1 ივლისამდე პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1.100-ით შემცირდა, მთლიანი საკრედიტო პორტფელი კი 242 ათასი ლარით გაიზარდა.
179.600 კრედიტიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი, სამომხმარებლო ტიპის სესხია გაცემული. კომერციულმა ბანკებმა 80.300 ხელშეკრულებით 1.906 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი საშუალო წლიურ 19,53 პროცენტში გაასესხეს.
მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ე.წ. იპოთეკურ სესხებს უკავია. ამ ტიპის სესხზე 73.100 ხელშეკრულებაა გაფორმებული. საბანკო სექტორმა ჯამში 3.548 მილიონი ლარი საშუალოდ 13,73 პროცენტში გაასესხა.
ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულშია ბიზნეს-სესხები. სულ 25.600 ხელშეკრულებაა გაფორმებული, ხოლო საკრედიტო პორტფელი 5.939 მილიონი ლარია. საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 14,46 პროცენტს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული კრედიტებიდან ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხი გაიცა. 700 ხელშეკრულება იყო გაფორმებული და 22,7 მილიონი ლარი საშუალოდ წლიურ 18,05 პროცენტშია გასესხებული.
გაცემულია ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული კიდევ 200 სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 10,2 მილიონი ლარია.
1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული სრული საკრედიტო პორტფელის 42,7 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზეა − 19,53 პროცენტი.
დღეისათვის სულ ეს იყო. ორიოდე დღეში ივლისის თვის ინფლაციური პროცესის შეფასებით დაგიბრუნდებით.