https://sputnik-georgia.com/20230607/-------278342232.html
ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის ფინანსური აუთსორსინგის სახელმძღვანელო შეიმუშავა
ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის ფინანსური აუთსორსინგის სახელმძღვანელო შეიმუშავა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციების მიერ ღრუბლოვანი რესურსების აქტიური... 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T10:27+0400
2023-06-07T10:27+0400
2023-06-07T16:24+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_918:800:2626:1761_1920x0_80_0_0_f38238ee445ff36b3967e3e1523dcdc3.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციების მიერ ღრუბლოვანი რესურსების აქტიური განვითარების ფონზე შეიმუშავა ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების სპეციალური სახელმძღვანელო მოთხოვნები, რომლებიც მიკრობანკებსა და კომერციულ ბანკებზე გავრცელდება.ღრუბლოვანი აუთსორსინგი არის პროცესი, რომლითაც სპეციალიზებული ღრუბლოვანი პროდუქტები და სერვისები, ისევე, როგორც მათი განთავსება და ტექნიკური მომსახურება გადაეცემა სხვა სპეციალიზებულ კომპანიებს.ეროვნული ბანკის განცხადებით, სახელმძღვანელო მოთხოვნები მნიშვნელოვანია საფინანსო ინსტიტუტებისთვის შესაბამისი პროცესებისა და მექანიზმების დანერგვის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ოპერაციების სტაბილურობას და კიბერუსაფრთხოებას.სახელმძღვანელო არის პრევენციული მექანიზმი, რომელიც მოითხოვს, რომ ღრუბლოვანი აუთსორსინგის გამოყენების აუცილებლობა ეფუძნებოდეს სტრატეგიულ საჭიროებას, მისი გამოყენებისას შეფასდეს რისკები, მომსახურების მომწოდებლის მხარეს არსებული კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო ორგანიზაციამ წინასწარ შეიმუშავოს ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურებიდან გასვლის სტრატეგია.ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების სახელმძღვანელოში განსაზღვრული მოთხოვნები ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიასა და რეკომენდაციებს.ამ დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო არის ღია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი მზადაა ითანამშრომლოს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d2f3d32e83036bb2353d8ad9bf40ad24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციების მიერ ღრუბლოვანი რესურსების აქტიური განვითარების ფონზე შეიმუშავა ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების სპეციალური სახელმძღვანელო მოთხოვნები, რომლებიც მიკრობანკებსა და კომერციულ ბანკებზე გავრცელდება.
ღრუბლოვანი აუთსორსინგი არის პროცესი, რომლითაც სპეციალიზებული ღრუბლოვანი პროდუქტები და სერვისები, ისევე, როგორც მათი განთავსება და ტექნიკური მომსახურება გადაეცემა სხვა სპეციალიზებულ კომპანიებს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, სახელმძღვანელო მოთხოვნები მნიშვნელოვანია საფინანსო ინსტიტუტებისთვის შესაბამისი პროცესებისა და მექანიზმების დანერგვის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ოპერაციების სტაბილურობას და კიბერუსაფრთხოებას.
სახელმძღვანელო არის პრევენციული მექანიზმი, რომელიც მოითხოვს, რომ ღრუბლოვანი აუთსორსინგის გამოყენების აუცილებლობა ეფუძნებოდეს სტრატეგიულ საჭიროებას, მისი გამოყენებისას შეფასდეს რისკები, მომსახურების მომწოდებლის მხარეს არსებული კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო ორგანიზაციამ წინასწარ შეიმუშავოს ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურებიდან გასვლის სტრატეგია.
ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების სახელმძღვანელოში განსაზღვრული მოთხოვნები ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიასა და რეკომენდაციებს.
ამ დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო არის ღია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი მზადაა ითანამშრომლოს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.