https://sputnik-georgia.com/20230801/sabanko-seqtoris-finishi-280681462.html
რა იშოვეს ბანკებმა, ანუ საბანკო სექტორის შუალედური ფინიში
რა იშოვეს ბანკებმა, ანუ საბანკო სექტორის შუალედური ფინიში
Sputnik საქართველო
საბანკო სექტორის ექვსი თვის შედეგები. რამდენი იყო კომერციული ბანკების შემოსავლები, ხარჯები და მოგება. საკრედიტო პორტფელისა და დეპოზიტების სტრუქტურა. ვინ უდგას... 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T13:54+0400
2023-08-01T13:54+0400
2023-09-14T12:28+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249802249_0:1:3198:1800_1920x0_80_0_0_d128c2835e543d3b333ea1a6309acaaf.jpg
წინამდებარე სტატიაში ქვეყნის საბანკო სექტორის ექვსი თვის შედეგებს შევაჯამებ. საამისოდ ეროვნული ბანკის მონაცემებს მოვიშველიებ.დარწმუნებული ვარ, მკითხველს არ გაუკვირდება, თუ ამთავითვე ვიტყვი, რომ საბანკო სექტორი ახალ მწვერვალებს იპყრობს. საქართველოში უკვე მრავალი წელია, რაც საბანკო საქმე ერთ-ერთი ყველაზე სარფიანია. კომერციული ბანკების შემოსავალები სულ უფრო და უფრო მატულობს და, შესაბამისად, მოგებაც ყოველწლიურად რეკორდულად მზარდია. გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საბანკო სექტორმა პირველი კვარტალი 486 მილიონი ლარის ზარალით, ხოლო საფინანსო წელი მხოლოდ 99,26 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ეს მაჩვენებელი წინა, 2019 წლის მონაცემზე 89,6 პროცენტით ნაკლები იყო. ამავე დროს, შემცირებული მოგების მიუხედავად, საბანკო სექტორმა კრიზისულ ვითარებას, ასე თუ ისე, თავი გაართვა, ხოლო 2021 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული კომერციულ ბანკებში პროცესები გაცილებით პოზიტიურად წარიმართა.გასული წლების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი შორს წაგვიყვანს. ამიტომაც მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომერციულმა ბანკებმა 7,5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. წმინდა მოგება რეკორდული 2,088 მილიარდი ლარი იყო, რაც 2021 წლის ასევე რეკორდულ მაჩვენებელს 6 მილიონი ლარით ჭარბობდა. წმინდა მოგების მოცულობით, საბანკო სექტორის რეიტინგს სათავეში „საქართველოს ბანკი“ ედგა, რომლის მოგებამ 924,3 მილიონი ლარი შეადგინა. მომდევნო პოზიცია კი „თიბისი ბანკს“ ეკავა, რომელმაც 893,5 მილიონი ლარის მოგება ნახა. პირველ სამეულში იყო „ლიბერთი ბანკიც“, რომლის მოგება 66,9 მილიონი ლარი იყო.ახლაც ისეთი პირი უჩანს, საბანკო სექტორი მიმდინარე წლის ბოლოსთვის მორიგ რეკორდულ შედეგზე გავა. თავად განსაჯეთ, კომერციულმა ბანკებმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 1,258 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს. მხოლოდ ივნისში საბანკო სექტორის მოგებამ 252,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მაისის თვესთან შედარებით 15,2 მილიონი ლარით მეტია, გასული წლის შესაბამის პერიოდთან კი 98,6 მილიონი ლარით. მიმდინარე წლის მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 237,6 მილიონ ლარს შეადგენდა, გასული წლის ივნისში კი - 154,2 მილიონ ლარს.მიმდინარე წლის ივნისის შედეგებით, მოგების მოცულობით საბანკო რეიტინგს სათავეში „თიბისი ბანკი“ უდგას. მისი მოგება 26,9 მილიონი ლარია. მეორე ადგილზე კი „საქართველოს ბანკია“, რომლის მოგება 26,5 მილიონი ლარი იყო. პირველ სამეულშია „ლიბერთი ბანკი“, რომლის მოგებამ 3,7 მილიონი ლარი შეადგინა. მეოთხე პოზიციაზე „ბაზის ბანკია“ 3,1 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით. პირველ ხუთეულშია „კრედო ბანკი“, რომლის მოგებამაც 2,3 მილიონი ლარი შეადგინა.როგორ განაწილდა მომდევნო ადგილები, მკითხველს თავად შეუძლია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში იხილოს. მე კი გეტყვით, არსებითად არაფერი შეცვლილა, კომერციული ბანკების მთლიანი მოგების 85 პროცენტზე მეტი ორ კომერციულ ბანკზე – „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკზე“ ნაწილდება. 2019 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 88 პროცენტი იყო, ერთი წლით ადრე კი 85 პროცენტი. არსებობს თუ არა ჩვენში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემა? პასუხი ამ კითხვაზე თქვენთვის მომინდვია. ანალიტიკოსების შეფასებით, ყველა ნიშანი სახეზეა.საანგარიშო პერიოდის მონაცემების განხილვას დავუბრუნდეთ. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ივნისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 770,5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები 566,8 მილიონი ლარი იყო. ამავე პერიოდში კომერციული ბანკების ხარჯებმა 482 მილიონი ლარი შეადგინა. ივნისში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,5 მილიონი ლარი, საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ კი 64,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 66,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.საანგარიშო პერიოდში რეკორდულად გაიზარდა და 47,33 მილიონი ლარი შეადგინა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საკრედიტო პორტფელი 1,60 მილიარდი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2,72 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული კრედიტების მოცულობა 633,62 მილიონი ლარით, 2,5 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 968,12 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3,0 პროცენტით გაიზარდა.მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსათვის საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,81 პროცენტი შეადგინა და მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0,12 პროცენტული პუნქტით შემცირდა.ორიოდე სიტყვით დეპოზიტებზე მოგახსენებთ. საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის ივნისის თვის ბოლოსთვის 46,79 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1,31 მილიარდი ლარით, ანუ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2,18 პროცენტით მეტია მაისის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 1,50 მილიონი ლარით, ანუ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,53 პროცენტით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1,31 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3,93 პროცენტით გაიზარდა.საანგარიშო პერიოდში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49,23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლოს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0,05 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,45 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10,91 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1,47 პროცენტი.დღეისათვის სულ ეს იყო. თუმცა მალევე დაგიბრუნდებით. 2 აგვისტოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბება და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის საკითხზე იმსჯელებს. არსებობს მოლოდინი, რომ შემცირებული ინფლაციის ვითარებაში რეფინანსირების განაკვეთი მინიმუმ 0,5 პროცენტით დაიკლებს. ვნახოთ, როგორი იქნება ვერდიქტი. მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხზე გიამბობთ...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230727/momavali-pensioneris-safiqrali-280408542.html
https://sputnik-georgia.com/20230716/-----------279616461.html
https://sputnik-georgia.com/20230707/----------279615769.html
https://sputnik-georgia.com/20230704/------279291362.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249802249_447:0:3178:2048_1920x0_80_0_0_73b4eedc296492c4d34e1c4467bb2a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
რა იშოვეს ბანკებმა, ანუ საბანკო სექტორის შუალედური ფინიში
13:54 01.08.2023 (განახლებულია: 12:28 14.09.2023) საბანკო სექტორის ექვსი თვის შედეგები. რამდენი იყო კომერციული ბანკების შემოსავლები, ხარჯები და მოგება. საკრედიტო პორტფელისა და დეპოზიტების სტრუქტურა. ვინ უდგას სათავეში საბანკო რეიტინგს.
წინამდებარე სტატიაში ქვეყნის საბანკო სექტორის ექვსი თვის შედეგებს შევაჯამებ. საამისოდ ეროვნული ბანკის მონაცემებს მოვიშველიებ.
დარწმუნებული ვარ, მკითხველს არ გაუკვირდება, თუ ამთავითვე ვიტყვი, რომ საბანკო სექტორი ახალ მწვერვალებს იპყრობს. საქართველოში უკვე მრავალი წელია, რაც საბანკო საქმე ერთ-ერთი ყველაზე სარფიანია. კომერციული ბანკების შემოსავალები სულ უფრო და უფრო მატულობს და, შესაბამისად, მოგებაც ყოველწლიურად რეკორდულად მზარდია. გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საბანკო სექტორმა პირველი კვარტალი 486 მილიონი ლარის ზარალით, ხოლო საფინანსო წელი მხოლოდ 99,26 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ეს მაჩვენებელი წინა, 2019 წლის მონაცემზე 89,6 პროცენტით ნაკლები იყო. ამავე დროს, შემცირებული მოგების მიუხედავად, საბანკო სექტორმა კრიზისულ ვითარებას, ასე თუ ისე, თავი გაართვა, ხოლო 2021 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული კომერციულ ბანკებში პროცესები გაცილებით პოზიტიურად წარიმართა.
გასული წლების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი შორს წაგვიყვანს. ამიტომაც მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომერციულმა ბანკებმა 7,5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. წმინდა მოგება რეკორდული 2,088 მილიარდი ლარი იყო, რაც 2021 წლის ასევე რეკორდულ მაჩვენებელს 6 მილიონი ლარით ჭარბობდა. წმინდა მოგების მოცულობით, საბანკო სექტორის რეიტინგს სათავეში „საქართველოს ბანკი“ ედგა, რომლის მოგებამ 924,3 მილიონი ლარი შეადგინა. მომდევნო პოზიცია კი „თიბისი ბანკს“ ეკავა, რომელმაც 893,5 მილიონი ლარის მოგება ნახა. პირველ სამეულში იყო „ლიბერთი ბანკიც“, რომლის მოგება 66,9 მილიონი ლარი იყო.
ახლაც ისეთი პირი უჩანს, საბანკო სექტორი მიმდინარე წლის ბოლოსთვის მორიგ რეკორდულ შედეგზე გავა. თავად განსაჯეთ, კომერციულმა ბანკებმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 1,258 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს. მხოლოდ ივნისში საბანკო სექტორის მოგებამ 252,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მაისის თვესთან შედარებით 15,2 მილიონი ლარით მეტია, გასული წლის შესაბამის პერიოდთან კი 98,6 მილიონი ლარით. მიმდინარე წლის მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 237,6 მილიონ ლარს შეადგენდა, გასული წლის ივნისში კი - 154,2 მილიონ ლარს.
მიმდინარე წლის ივნისის შედეგებით, მოგების მოცულობით საბანკო რეიტინგს სათავეში „თიბისი ბანკი“ უდგას. მისი მოგება 26,9 მილიონი ლარია. მეორე ადგილზე კი „საქართველოს ბანკია“, რომლის მოგება 26,5 მილიონი ლარი იყო. პირველ სამეულშია „ლიბერთი ბანკი“, რომლის მოგებამ 3,7 მილიონი ლარი შეადგინა. მეოთხე პოზიციაზე „ბაზის ბანკია“ 3,1 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით. პირველ ხუთეულშია „კრედო ბანკი“, რომლის მოგებამაც 2,3 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორ განაწილდა მომდევნო ადგილები, მკითხველს თავად შეუძლია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში იხილოს. მე კი გეტყვით, არსებითად არაფერი შეცვლილა, კომერციული ბანკების მთლიანი მოგების 85 პროცენტზე მეტი ორ კომერციულ ბანკზე – „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკზე“ ნაწილდება. 2019 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 88 პროცენტი იყო, ერთი წლით ადრე კი 85 პროცენტი. არსებობს თუ არა ჩვენში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემა? პასუხი ამ კითხვაზე თქვენთვის მომინდვია. ანალიტიკოსების შეფასებით, ყველა ნიშანი სახეზეა.
საანგარიშო პერიოდის მონაცემების განხილვას დავუბრუნდეთ. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ივნისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 770,5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები 566,8 მილიონი ლარი იყო. ამავე პერიოდში კომერციული ბანკების ხარჯებმა 482 მილიონი ლარი შეადგინა. ივნისში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,5 მილიონი ლარი, საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ კი 64,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 66,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
საანგარიშო პერიოდში რეკორდულად გაიზარდა და 47,33 მილიონი ლარი შეადგინა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საკრედიტო პორტფელი 1,60 მილიარდი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2,72 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული კრედიტების მოცულობა 633,62 მილიონი ლარით, 2,5 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 968,12 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3,0 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსათვის საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,81 პროცენტი შეადგინა და მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0,12 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ორიოდე სიტყვით დეპოზიტებზე მოგახსენებთ. საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის ივნისის თვის ბოლოსთვის 46,79 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1,31 მილიარდი ლარით, ანუ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2,18 პროცენტით მეტია მაისის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 1,50 მილიონი ლარით, ანუ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,53 პროცენტით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1,31 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3,93 პროცენტით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49,23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლოს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0,05 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,45 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10,91 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1,47 პროცენტი.
დღეისათვის სულ ეს იყო. თუმცა მალევე დაგიბრუნდებით. 2 აგვისტოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბება და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის საკითხზე იმსჯელებს. არსებობს მოლოდინი, რომ შემცირებული ინფლაციის ვითარებაში რეფინანსირების განაკვეთი მინიმუმ 0,5 პროცენტით დაიკლებს. ვნახოთ, როგორი იქნება ვერდიქტი. მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხზე გიამბობთ...