რა ჯობია − მოძრაობა თუ უძრაობა... ანუ რამდენ ხანს გაცურავს ლარი?..

© photo: Sputnik / Stringerვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2023
გამოწერა
ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს ინარჩუნებს... ლარის გამყარების პარალელურად ეროვნული ბანკი აუქციონზე უცხოურ ვალუტას ყიდულობს და სავალუტო რეზერვებს ავსებს... ამასობაში სპეციალისტები ლარის კურსის ფორმირების წესზე ბჭობენ...
დარწმუნებული ვარ, მკითხველთა დიდმა უმრავლესობამ იცის, ჩვენში ეროვნული ვალუტის თავისუფალი, მცურავი კურსია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლარის თავგადასავალზე საუბრისას არაერთხელ მითქვამს, რომ ეროვნული ბანკის განმარტებით, კურსის ფორმირება საბანკო სფეროს მთავარი მარეგულირებლის პრეროგატივა არ არის და მას სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განაპირობებს. ერთადერთი, რისი შესაძლებლობაც ეროვნულ ბანკს ჰქონდა და დღესაც აქვს ლარის კურსის კორექტირებაა. ამ პროცესს პროფესიულ ენაზე სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია ჰქვია...
დიახ, 2015 წლიდან მოყოლებული, გასული წლის მეოთხე კვარტლამდე პერიოდში, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ დაღმასვლა დაიწყო და თანდათან გაუფასურების სწრაფი ტემპიც აიღო, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე გააქტიურდა, ლარის გაუფასურებას საფინანსო ბაზარზე ინტერვენციებით უპასუხა და 2015-2022 წლებში სავალუტო აუქციონს ჯამში 2 840.7 მილიარდი დოლარი მიაწოდა. გასული წლის მარტში ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი რყევები დაასრულა. ლარის გამყარება-გაუფასურების თანაფარდობა თანდათან გამყარების სასარგებლოდ შეიცვალა. პოზიტიური დინამიკა მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვისა და ათი დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 680 მილიონი დოლარი შეისყიდა. ლარის გამყარების ტენდენციამ ეროვნულ ბანკს ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობა მისცა...
„თიბისი ბანკის სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
იქნება თუ არა მორიგი რეკორდი ანუ რაზე მიანიშნებს სტატისტიკა?
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 1,3%-ით, ხოლო წლიურად 29,2%-ითგაიზარდა და 5,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსთა შეფასებით, რეზერვების მოცულობის გაზრდა მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციების გარდა, სწორედ ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის შედეგია.
ერთი სიტყვით, ეროვნულ ბანკს შეეძლო და ჯერაც შეუძლია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ფორმირებაზე გავლენა იქონიოს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს გავლენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტი ვერ იქნება, რადგან ეროვნული ბანკის სავალუტო რესურსიც ხომ ამოწურვადია. ასე რომ, ლარის გამყარება-გაუფასურება კვლავაც საბაზრო კონიუნქტურაზეა დამოკიდებული... ისე, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული და ვინ იცის, რა იქნება ხვალ... მაინც, რაზე მიანიშნებ? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და რა გაეწყობა, განვმარტავ.
არ არის გამორიცხული, ეროვნულმა ვალუტამ თავისუფლად ცურვა შეწყვიტოს ანუ ლარის გაცვლითი კურსის ფორმირების წესი შეიცვალოს. საბანკო სფეროს სპეციალისტები შესაძლო სავალუტო რყევებისა და მათგან მოსალოდნელი რისკების პრევენციის მიზნით, ფიქსირებული ლარის მოდელის შემოღებაზე საუბრობენ. მათივე შეფასებით, ეკონომიკის განვითარებისათვის ფიქსირებული კურსი სასარგებლოა.
სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2023
რა გაიაფდა და რა გაძვირდა?
ვიდრე რამდენიმე მოსაზრებას შემოგთავაზებთ, გეტყვით, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის ეროვნული ვალუტის ფიქსირებული მოდელი აზერბაიჯანში მოქმედებს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ფიქსირებული კურსის გამო, აზერბაიჯანული მანათი ბოლო პერიოდში სიმყარეს ინარჩუნებს. შესაბამისად, ბიზნესიც ბევრად სტაბილურად გრძნობს თავს და სავალუტო რისკებიც არ არსებობს.
სპეციალისტებსა და ანალიტიკოსებს ფიქსირებული მოდელის უარყოფით მხარედ საერთაშორისო რეზერვების გახარჯვის რისკები მიაჩნიათ. მათი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ მოდელს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, ფიქსირებული კურსის მექანიზმს იყენებენ ქვეყნები, რომლებიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ნაკლებად ან საერთოდ არ ითვალისწინებენ და დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ახორციელებენ. ასეთ ქვეყნებში ცენტრალური ბანკი ვალუტის კურსს ინარჩუნებს, ხოლო ნებისმიერი გაცვლითი ოპერაცია ფიქსირებული კურსით ხდება, რაც საქმიან წრეებსა თუ ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ მომავალი და აიცილონ სავალუტო რისკებიდან მომდინარე ზარალი. ეს კი სოციალურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფს. ამ ფაქტორებისა და ქვეყნის ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით, საბანკო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფიქსირებული კურსის დაწესება მისაღებია.
,,ვზარალდებით იმის გამო, რომ კურსი არის მერყევი. ეროვნული ბანკი აგროვებს ვალუტას, რასაც ხარჯავს ლარის დევალვაციის პერიოდში. ეს არის უწყვეტი პროცესი, რის გამოც ბიზნესი ვერ გეგმავს გრძელვადიან საქმიანობას, მას უწევს თავისი პროდუქციის და მომსახურების ღირებულების გაზრდა იმ გაანგარიშებით, რომ დროის მონაკვეთში კურსი შეიძლება შეიცვალოს. რისკების დასაზღვევად ბიზნესს ფასების ზრდა უწევს. ამიტომაც არის, რომ ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი მომსახურებას რომ უჭირავს. სექტორი სწრაფ მოგებას იძლევა, რაც სავალუტო კურსზე ნაკლებად არის დამოკიდებული, მაგრამ ეკონომიკის გაძლიერების მაჩვენებელი რეალური სექტორის განვითარებაა, რაც დოვლათს გვაძლევს. მომსახურებას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ფიქსირებული კურსის დადებითი მხარეების შესახებ იციან ეროვნულ ბანკშიც, მაგრამ არ სურთსავალუტო ფონდს დაუპირისპირდნენ,საამისოდ,სითამამე აკლიათ...“, − აცხადებს საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა.
რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მართალია, ფიქსირებულ კურსს შეუძლია პოზიტიური შედეგი მოიტანოს, ნეგატიური ასპექტი გაცილებით მეტი ახლავს. მათი თქმით, ფიქსირებული თუ მცურავი კურსის ფორმირება ბევრად დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე. საგადასახადო ბალანსში დეფიციტის პირობებში ფიქსირებული ლარის კურსი, შესაბამის რისკებს ვერ გაანეიტრალებს. შესაძლოა ქვეყანას ვალები დაედოს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, ლარის კურსის ფორმირების მოდელზე მსჯელობისას, უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ და მხოლოდ თუ რა სიტუაციასა და გარემოებაშია ქვეყანა. ფიქსირებული კურსით ადვილია ბიზნესის ადაპტირება და შესაბამისად, ხანგრძლივი სტრატეგიის დაგეგმვა, თუმცა აქვე ჩნდება პრობლემაც, თუ როგორ გაიზრდება საგადასახადო დეფიციტი. მცურავი კურსის ცვალებადობა მრავალუარყოფით შედეგს უკავშირდება, შესაძლოასავალუტო ბაზარზე არასწორი მოლოდინები ჩამოყალიბდეს, შემცირდეს რეზერვები და ა.შ. ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ბიზნესის სტაბილურობის კუთხით ფიქსირებული კურსის შემოღება მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი შესაძლო ნაკლოვანების გამო, ჯერჯერობით, ამ მოდელის შემუშავება საეჭვოა. მათივე შეფასებით, არსებულ ვითარებაში ყველაზე კარგი შერეული მოდელის გამოყენება იქნება...
ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
რატომ დაამუხრუჭა ეროვნულმა ბანკმა?
,,არსებობს ე.წ. შერეული მოდელი, როდესაც კურსის ფიქსირება ხდება და მერე ისევ მცოცავ კურსზე გადადიან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კურსის ფიქსირება არ უნდა იყოს ადმინისტრაციული ანუ ეროვნული ბანკი ხელოვნურად არ უნდა აფიქსირებდეს კურსს.სულ უფრო ნაკლები ქვეყანა იღებს ადმინისტრაციულად ფიქსირებულ კურსს, თუმცა შეიძლება იგი შემოღებულ იქნას ბაზრის მიერ და არა ადმინისტრაციულად...“, − აცხადებს ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი.
ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, ლარის ცურვის აკრძალვის თუ არა, სულ ცოტა, სტილის შეცვლაზე საუბარი უკვე დაწყებულია... დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მანამდე კი, მაპატიოს მკითხველმა, წინამდებარე სტატიის სახელდებად დასმული შეკითხვა ვეჭვობ, უპასუხოდ დამრჩა... არ გამემტყუნება, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის და მეც ისღა დამრჩენია, ვერდიქტს დაველოდო, არ მიყვარს ვარაუდებზე დაყრდნობით რისიმე დაბეჯითებით მტკიცება...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0