https://sputnik-georgia.com/20230707/----------279615769.html
იქნება თუ არა მორიგი რეკორდი ანუ რაზე მიანიშნებს სტატისტიკა?
იქნება თუ არა მორიგი რეკორდი ანუ რაზე მიანიშნებს სტატისტიკა?
Sputnik საქართველო
საბანკო სექტორის ხუთი თვის თავგადასავალი... როგორია კომერციული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელი, ვინ ლიდერობს საბანკო რეიტინგს, რამდენმა ბანკმა იზარალა და... 07.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-07T14:35+0400
2023-07-07T14:35+0400
2023-07-16T20:20+0400
საქართველო
ანალიტიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/12/248491272_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_fb3d82a6116b5843f869ee6f70e8d26a.jpg
წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას ბოლო პერიოდში საფინანსო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე გავამახვილებ. რაღა თქმა უნდა, სათქმელი ბევრია, მაგრამ ეს ერთი სტატია თავგადასავალს სრულად ვერ დაიტევს და ამიტომაც, ამჯერად მხოლოდ ორიოდე საკითხზე შევჩერდები.შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოს საბანკო სექტორის ორმა უმსხვილესმა ბანკმა − „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“ ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ანგარიშები დაუბლოკეს... რა ჩვენი მაღალი ყურადღების ღირსი მოვლენა ეს არის? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და რა გაეწყობა განვმარტავ. არავინ იფიქროს, ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზების ძიებას ან ამ ორი კომერციული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტებისა და მოტივაციის მოკვლევას ვაპირებ. არც მხარეთა შორის მტყუან-მართლის გარჩევის სურვილი მამოძრავებს. მედიასაშუალებებით ეს ამბავი რომ შევიტყვე, დავფიქრდი, ჯვარი მწერია, ხომ შეიძლება მსგავსი თავგადასავალი მეც გადამხდეს და დავინტერესდი ზოგადად, როგორია კლიენტისათვის მომსახურებაზე უარის თქმისა და ანგარიშის დაბლოკვის წესი. საინტერესოა, რას და როგორ არეგულირებს ეროვნული ბანკი? ასე რომ, წინამდებარე სტატიის ამ რამდენიმე სტრიქონს შემეცნებითი დატვირთვა ექნება. ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. აღნიშნული სენტენციის დასტურად, საბანკო სექტორის მარეგულირებელი უწყების განმარტებიდან ამონარიდს შემოგთავაზებთ...საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, საბანკო ანგარიშის გახსნის და მისი მომსახურების, მათ შორის, ანგარიშით მომსახურების შეწყვეტის ან/და ანგარიშის დაბლოკვის პირობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანია. ამასთან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კომერციულ ბანკს სრული უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. საბანკო სექტორს ამავე უფლებას აძლევს „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტიც.ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მხარეთა შორის ნებისმიერი სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართონ საქართველოს საერთო სასამართლოებს. როგორ განვითარდება პროცესები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას დრო გვიჩვენებს, დარწმუნებული ვარ, სიახლე მედიასაშუალებების ყურადღების მიღმა არ დარჩება და შევიტყობთ. ჩვენ კი, ვიყოთ ცოდნით შეიარაღებული, კომერციულ ბანკს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია, გვითხრას უარი ანგარიშის გახსნაზე თუ მომსახურებაზე... რაკიღა კომერციული ბანკები ვახსენეთ, კარგი იქნება, ეროვნული ბანკის მიერ ივლისის დასაწყისში გამოქვეყნებული მაისის თვის ანგარიშიდან რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი გაგაცნოთ. ამთავითვე გეტყვით, ქვეყნის საბანკო სექტორი ახალ მწვერვალებს იპყრობს... არ გაუჭირდებოდა! − შემომძახებს მკითხველი და მართალიც იქნება.მრავალი წელია, ჩვენში საბანკო საქმე ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. კომერციული ბანკების შემოსავალისულ უფრო და უფრო მატულობს და მოგებაც რეკორდულად მზარდია. გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამოსაბანკო სექტორმაპირველი კვარტალი 486 მილიონი ლარის ზარალით, ხოლო საფინანსო წელი მხოლოდ 99.26 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ეს მაჩვენებელი წინა, 2019 წლის მონაცემზე 89,6%-ით ნაკლები იყო. ამავე დროს, შემცირებული მოგების მიუხედავად, კომერციულიბანკების ჯამური აქტივები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა. ასე რომ, საბანკო სექტორმა კრიზისულ ვითარებას მეტ-ნაკლებად მარტივად აუღო ალღო. 2021 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული საბანკო სექტორში პროცესი კიდევ უფრო პოზიტიურად წარიმართა, რაც კონკრეტულ მაჩვენებლებში აისახა.გასული ორი წლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი შორს წაგვიყვანს. ამიტომაც მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომერციული ბანკებმა 7,5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. წმინდა მოგებარეკორდული მაჩვენებელი, 2.088 მილიარდი ლარი იყო, რაც 2021 წლის ასევე რეკორდულ მაჩვენებელს 6 მილიონი ლარით აღემატებოდა. მოგების მოცულობით, საბანკო სექტორისრეიტინგს სათავეში ედგა „საქართველოს ბანკი“, რომლის მოგებამ 924.3 მილიონი ლარს შეადგენდა. მეორე პოზიცია „თიბისი ბანკს“ეკავა 893.5 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით. პირველ სამეულში იყო „ლიბერთი ბანკიც“, რომლის მოგებაც 66.9 მილიონი ლარი იყო... ეს უკვე იყო, ახლა რა ხდება? − მიმანიშნებს მკითხველი. ვაღიარებ, რეპლიკა სამართლიანია და უნდა გავითვალისწინო...ისეთი პირი უჩანს, საბანკო სექტორი მიმდინარე წლის ბოლოსთვის მორიგ რეკორდულ შედეგზე გავა. თავად განსაჯეთ, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკი 2023 წლის ხუთ თვეში 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა. მხოლოდ მაისში საბანკო სექტორის წმინდა მოგება 237.6 მილიონი ლარი იყო. წლიურ ჭრილში, პირველი ხუთი თვის წმინდა მოგება 47 პროცენტით არის გაზრდილი. მოგების მოცულობით საბანკო რეიტინგს სათავეში კვლავაც „საქართველოს ბანკი“ უდგას, რომლის მოგებამაც 496 მილიონი ლარი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, მკითხველს არ გაუკვირდება, მეორე ადგილზე „თიბისი ბანკია“, რომლის მოგების მაჩვენებელიც 372.3 მილიონი ლარი იყო. ჯერჯერობით, პირველ სამეულში ადგილი შეინარჩუნა „ლიბერთი ბანკმა“, რომლის მოგებაც საანგარიშო პერიოდში 25.9 მილიონი ლარი იყო. სტაბილურად, მეოთხე პოზიციას ინარჩუნებს „ბაზის ბანკი“, რომელმაც 20.5 მილიონი ლარის მოგება მიიღო. მიმდინარე წლის იანვარ-მაისის შედეგებით რეიტინგის ხუთეულშია „პროკრედიტ ბანკი“. ამ კომპანიის მოგებამ 19.8 მილიონი ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ გასული წლის ბოლოს რეიტინგში მეხუთე ადგილი „ქართუ ბანკს“ ეკავა, რომელმაც წლიურად 52.8 მილიონი ლარის მოგება მიიღო. მოგების მოცულობით, რეიტინგის მომდევნო ადგილები ასე განაწილდა: „კრედო ბანკი“ − 19 მილიონი ლარი; „ქართუ ბანკი“ − 12.2 მილიონი ლარი; „ტერა ბანკი“ – 12 მილიონი ლარი; „ხალიკ ბანკი“ – 10.3 მილიონი ლარი; „იშ ბანკი“ – 9.9 მილიონი ლარი. მომგებიანი ბანკების ჩამონათვალში გვხვდება „ვითიბი ბანკიც“, რომლის მოგების მაჩვენებელი 5.9 მილიონი ლარი იყო. მოგებაზე გასული ბანკებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 3.5 მილიონი ლარი აქვს „ზირაათ ბანკს“, რომელსაც რეიტინგში მეთორმეტე პოზიცია უკავია. შემდეგ არიან ბანკები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში ზარალზე გავიდნენ. „პ;ეისერა ბანკმა“ 0.44 მილიონი ლარი, „პაშა ბანკმა“ 0.84 მილიონი ლარი, და ბოლოს „სილქ ბანკმა“ 1.75 მილიონი ლარი იზარალეს.საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის შემოსავლები 24%-ით, 3.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში მოიმატა როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლებმა. რაც შეეხება კომერციული ბანკების ხარჯებს, ის 2.23 მილიარდი ლარი იყო. აქედან საპროცენტო ხარჯებმა 1.26 მილიარდ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 18 პროცენტით მეტია. მათ შორის მომხმარებელთა დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 806 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 39 პროცენტით არის გაზრდილი. თავად ბანკების მიერ ნასესხებ სხვა თანხებზე გადახდილი საპროცენტო ხარჯი კი 367 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2 პროცენტით არის შემცირებულიდავუბრუნდეთ კომერციული ბანკების იანვარ-მაისის მოგების მაჩვენებლებს. ვნახავთ, რომ კომერციული ბანკების მთლიანი მოგების 86 პროცენტი ორ ბანკზე: „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ ნაწილდება. გასული წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 88 პროცენტი იყო, ერთი წლით ადრე კი 85 პროცენტი. ეს კი საქართველოში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის არსებობაზე მეტყველებს, რახეც უკვე მრავალი წელია ანალიტიკოსები მიანიშნებენ...დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით მომავალში დაგიბრუნდებით...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230704/------279291362.html
https://sputnik-georgia.com/20230626/ratom-daamuxrusha-erovnulma-bankma-278959864.html
https://sputnik-georgia.com/20230621/--------278816228.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/12/248491272_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_30a9e1df2ba67f82aa365b00fde0ce35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანალიტიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, ანალიტიკა, საქართველოს ეკონომიკა
იქნება თუ არა მორიგი რეკორდი ანუ რაზე მიანიშნებს სტატისტიკა?
14:35 07.07.2023 (განახლებულია: 20:20 16.07.2023) საბანკო სექტორის ხუთი თვის თავგადასავალი... როგორია კომერციული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელი, ვინ ლიდერობს საბანკო რეიტინგს, რამდენმა ბანკმა იზარალა და გვაქვს თუ არა ქვეყანაში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემა?
წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას ბოლო პერიოდში საფინანსო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე გავამახვილებ. რაღა თქმა უნდა, სათქმელი ბევრია, მაგრამ ეს ერთი სტატია თავგადასავალს სრულად ვერ დაიტევს და ამიტომაც, ამჯერად მხოლოდ ორიოდე საკითხზე შევჩერდები.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოს საბანკო სექტორის ორმა უმსხვილესმა ბანკმა − „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“ ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ანგარიშები დაუბლოკეს... რა ჩვენი მაღალი ყურადღების ღირსი მოვლენა ეს არის? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და რა გაეწყობა განვმარტავ. არავინ იფიქროს, ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზების ძიებას ან ამ ორი კომერციული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტებისა და მოტივაციის მოკვლევას ვაპირებ. არც მხარეთა შორის მტყუან-მართლის გარჩევის სურვილი მამოძრავებს. მედიასაშუალებებით ეს ამბავი რომ შევიტყვე, დავფიქრდი, ჯვარი მწერია, ხომ შეიძლება მსგავსი თავგადასავალი მეც გადამხდეს და დავინტერესდი ზოგადად, როგორია კლიენტისათვის მომსახურებაზე უარის თქმისა და ანგარიშის დაბლოკვის წესი. საინტერესოა, რას და როგორ არეგულირებს ეროვნული ბანკი? ასე რომ, წინამდებარე სტატიის ამ რამდენიმე სტრიქონს შემეცნებითი დატვირთვა ექნება.
ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. აღნიშნული სენტენციის დასტურად, საბანკო სექტორის მარეგულირებელი უწყების განმარტებიდან ამონარიდს შემოგთავაზებთ...
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, საბანკო ანგარიშის გახსნის და მისი მომსახურების, მათ შორის, ანგარიშით მომსახურების შეწყვეტის ან/და ანგარიშის დაბლოკვის პირობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანია. ამასთან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კომერციულ ბანკს სრული უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. საბანკო სექტორს ამავე უფლებას აძლევს „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტიც.
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მხარეთა შორის ნებისმიერი სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართონ საქართველოს საერთო სასამართლოებს. როგორ განვითარდება პროცესები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას დრო გვიჩვენებს, დარწმუნებული ვარ, სიახლე მედიასაშუალებების ყურადღების მიღმა არ დარჩება და შევიტყობთ. ჩვენ კი, ვიყოთ ცოდნით შეიარაღებული, კომერციულ ბანკს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია, გვითხრას უარი ანგარიშის გახსნაზე თუ მომსახურებაზე...
რაკიღა კომერციული ბანკები ვახსენეთ, კარგი იქნება, ეროვნული ბანკის მიერ ივლისის დასაწყისში გამოქვეყნებული მაისის თვის ანგარიშიდან რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი გაგაცნოთ. ამთავითვე გეტყვით, ქვეყნის საბანკო სექტორი ახალ მწვერვალებს იპყრობს... არ გაუჭირდებოდა! − შემომძახებს მკითხველი და მართალიც იქნება.
მრავალი წელია, ჩვენში საბანკო საქმე ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. კომერციული ბანკების შემოსავალისულ უფრო და უფრო მატულობს და მოგებაც რეკორდულად მზარდია. გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამოსაბანკო სექტორმაპირველი კვარტალი 486 მილიონი ლარის ზარალით, ხოლო საფინანსო წელი მხოლოდ 99.26 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ეს მაჩვენებელი წინა, 2019 წლის მონაცემზე 89,6%-ით ნაკლები იყო. ამავე დროს, შემცირებული მოგების მიუხედავად, კომერციულიბანკების ჯამური აქტივები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა. ასე რომ, საბანკო სექტორმა კრიზისულ ვითარებას მეტ-ნაკლებად მარტივად აუღო ალღო. 2021 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული საბანკო სექტორში პროცესი კიდევ უფრო პოზიტიურად წარიმართა, რაც კონკრეტულ მაჩვენებლებში აისახა.
გასული ორი წლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი შორს წაგვიყვანს. ამიტომაც მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომერციული ბანკებმა 7,5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. წმინდა მოგებარეკორდული მაჩვენებელი, 2.088 მილიარდი ლარი იყო, რაც 2021 წლის ასევე რეკორდულ მაჩვენებელს 6 მილიონი ლარით აღემატებოდა. მოგების მოცულობით, საბანკო სექტორისრეიტინგს სათავეში ედგა „საქართველოს ბანკი“, რომლის მოგებამ 924.3 მილიონი ლარს შეადგენდა. მეორე პოზიცია „თიბისი ბანკს“ეკავა 893.5 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით. პირველ სამეულში იყო „ლიბერთი ბანკიც“, რომლის მოგებაც 66.9 მილიონი ლარი იყო... ეს უკვე იყო, ახლა რა ხდება? − მიმანიშნებს მკითხველი. ვაღიარებ, რეპლიკა სამართლიანია და უნდა გავითვალისწინო...
ისეთი პირი უჩანს, საბანკო სექტორი მიმდინარე წლის ბოლოსთვის მორიგ რეკორდულ შედეგზე გავა. თავად განსაჯეთ, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკი 2023 წლის ხუთ თვეში 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა. მხოლოდ მაისში საბანკო სექტორის წმინდა მოგება 237.6 მილიონი ლარი იყო. წლიურ ჭრილში, პირველი ხუთი თვის წმინდა მოგება 47 პროცენტით არის გაზრდილი. მოგების მოცულობით საბანკო რეიტინგს სათავეში კვლავაც „საქართველოს ბანკი“ უდგას, რომლის მოგებამაც 496 მილიონი ლარი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, მკითხველს არ გაუკვირდება, მეორე ადგილზე „თიბისი ბანკია“, რომლის მოგების მაჩვენებელიც 372.3 მილიონი ლარი იყო. ჯერჯერობით, პირველ სამეულში ადგილი შეინარჩუნა „ლიბერთი ბანკმა“, რომლის მოგებაც საანგარიშო პერიოდში 25.9 მილიონი ლარი იყო. სტაბილურად, მეოთხე პოზიციას ინარჩუნებს „ბაზის ბანკი“, რომელმაც 20.5 მილიონი ლარის მოგება მიიღო. მიმდინარე წლის იანვარ-მაისის შედეგებით რეიტინგის ხუთეულშია „პროკრედიტ ბანკი“. ამ კომპანიის მოგებამ 19.8 მილიონი ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ გასული წლის ბოლოს რეიტინგში მეხუთე ადგილი „ქართუ ბანკს“ ეკავა, რომელმაც წლიურად 52.8 მილიონი ლარის მოგება მიიღო.
მოგების მოცულობით, რეიტინგის მომდევნო ადგილები ასე განაწილდა: „კრედო ბანკი“ − 19 მილიონი ლარი; „ქართუ ბანკი“ − 12.2 მილიონი ლარი; „ტერა ბანკი“ – 12 მილიონი ლარი; „ხალიკ ბანკი“ – 10.3 მილიონი ლარი; „იშ ბანკი“ – 9.9 მილიონი ლარი. მომგებიანი ბანკების ჩამონათვალში გვხვდება „ვითიბი ბანკიც“, რომლის მოგების მაჩვენებელი 5.9 მილიონი ლარი იყო. მოგებაზე გასული ბანკებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 3.5 მილიონი ლარი აქვს „ზირაათ ბანკს“, რომელსაც რეიტინგში მეთორმეტე პოზიცია უკავია. შემდეგ არიან ბანკები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში ზარალზე გავიდნენ. „პ;ეისერა ბანკმა“ 0.44 მილიონი ლარი, „პაშა ბანკმა“ 0.84 მილიონი ლარი, და ბოლოს „სილქ ბანკმა“ 1.75 მილიონი ლარი იზარალეს.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის შემოსავლები 24%-ით, 3.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში მოიმატა როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლებმა. რაც შეეხება კომერციული ბანკების ხარჯებს, ის 2.23 მილიარდი ლარი იყო. აქედან საპროცენტო ხარჯებმა 1.26 მილიარდ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 18 პროცენტით მეტია. მათ შორის მომხმარებელთა დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 806 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 39 პროცენტით არის გაზრდილი. თავად ბანკების მიერ ნასესხებ სხვა თანხებზე გადახდილი საპროცენტო ხარჯი კი 367 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2 პროცენტით არის შემცირებული
დავუბრუნდეთ კომერციული ბანკების იანვარ-მაისის მოგების მაჩვენებლებს. ვნახავთ, რომ კომერციული ბანკების მთლიანი მოგების 86 პროცენტი ორ ბანკზე: „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ ნაწილდება. გასული წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 88 პროცენტი იყო, ერთი წლით ადრე კი 85 პროცენტი. ეს კი საქართველოში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის არსებობაზე მეტყველებს, რახეც უკვე მრავალი წელია ანალიტიკოსები მიანიშნებენ...
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით მომავალში დაგიბრუნდებით...