https://sputnik-georgia.com/20230704/------279291362.html
რა გაიაფდა და რა გაძვირდა?
რა გაიაფდა და რა გაძვირდა?
Sputnik საქართველო
რას ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, როგორია ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებელი, რამდენად გამართლდა სახელისუფლებო და ანალიტიკური წრეების მოლოდინები?.. 04.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-04T13:49+0400
2023-07-04T13:49+0400
2023-07-06T10:51+0400
საქართველო
მიმოხილვები
საქართველოს ეროვნული ბანკი
ანალიტიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265472957_0:277:2731:1813_1920x0_80_0_0_b91ec2f4f11ffbe5f012e4bf74cf7e3f.jpg
ზაფხულის პირველი თვე ისე გაილია, დამეთანხმებით, სიცხეს არ შევუწუხებივართ... მეტიც, თიბათვის პირველ და მეორე დეკადაში წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულოდ უხვი ნალექი მოვიდა და საგრძნობლად აგრილდა. ერთი სიტყვით, ისეთი დარი დაიჭირა, იმ კაცს რომ უხარია, რომელსაც ქალაქიდან გასაქცევი არსად აქვს... კი, მაგრამ, როდიდან გადაწყვიტე, დარსა და ავდარზე გვიამბო? − ჩამეძიება ჩემი სტატიების თემატიკის მცოდნე მკითხველი და კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. რა გაეწყობა, განვმარტავ, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, თუ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დავუჯერებთ, ივნისში ცეცხლი არც სამომხმარებლო ფასებს ეკიდა...მკათათვის პირველსავე ორშაბათს „საქსტატმა“ ივნისის თვის ინფლაციური პროცესის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან დაწყებული ინფლაციური წნეხის შემცირების ტენდენცია კვლავინდებურად გრძელდება. არ იქნება ურიგო, შეგახსენოთ, რომ სახელისუფლებო გუნდში, ეროვნულ ბანკში, ანალიტიკურ წრეებსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ინფლაციური პროცესების მიმდინარეობასთან მიმართებაში ოპტიმისტური პროგნოზები კეთდება. საბედნიეროდ, ვარაუდები მართლდება. თავად განსაჯეთ, „საქსტატის" მონაცემებით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა. ტრადიციულად, გასული თვის ინფლაციის სტრუქტურის ვრცელ მიმოხილვამდე, მინდა, შეგახსენოთ, რომ ინფლაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში გახდა.მსოფლიო სწორედ 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მზარდი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, მარტის თვის ბოლოს. ბუნებრივია, გლობალური პრობლემა საქართველოზეც აისახა. 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული, გასული წლის ნოემბრის ჩათვლით, ქვეყანა ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა. მართალია, დეკემბერში ინფლაციური წნეხი შემცირდა და ორნიშნა ნიშნულს ჩამოცდა, გასულ წელს ინფლაციის წლიური საშუალო მაჩვენებელი 13,9-9,8%-ის ფარგლებში მერყეობდა.დადებითი დინამიკა მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 9,4% იყო, თებერვალში − 8,1%, ხოლო მარტში − 5,3%. მომდევნო თვეში ინფლაციის დონე თითქმის განახევრდა და 2,7%-ს გაუტოლდა, ხოლო მაისში კიდევ უფრო შემცირდა 1,5%-მდე. ერთი სიტყვით, თუ გასული წლის იანვარ-ივნისში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 13,05%იყო, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში იგი 4,6%-ია...რატომ იკლებს ინფლაცია? ანალიტიკოსთა შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე სურსათისა და ნავთობის ფასების შემცირებამ, სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფებამ გლობალურად დააჩქარა ინფლაციის შემცირების ტენდენცია. ეროვნული ბანკის მიერ 2021-2022 წლებში რეფინანსირების განაკვეთის 2,5%-ით გაზრდამ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში 11%-ის ნიშნულზე შენარჩუნებამ და სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტებისთვის ახალი საკრედიტო რეგულაციების დაწესებამ ინფლაციური წნეხის შესუსტებას დამატებითი სტიმული მისცა საქართველოში.გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას, როგორი იყო ივნისის თვეში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების ჩამონათვალი. აპრილი-მაისის თვეების ანალოგიურად, რეიტინგის სათავეშია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, რომელიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, ჩამონათვალის პირველ ოთხეულშია. მაისში გაძვირების მაჩვენებელი 17,7%-ია. ფასები, ძირითადად, გიზარდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება −27,9%-ით; პირადი ჰიგიენა − 10,7%-ით; სხვა სახის მომსახურება 91%-ით. ამავე ჯგუფის მაისი თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 18,4%იყო.ფასების ზრდის 10,2%-ით მეორე პოზიცია აპრილი-მაისის თვეების მსგავსად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფმა დაიკავა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ეს ჯგუფი მუდმივად პირველ სამეულშია, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, ერთი მხრივ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შედეგად, ამ ქვეყნებიდან საქართველოში მიგრაციული პროცესების გააქტიურებამ და მეორე მხრივ, ტურისტული ნაკადის მატებამ განაპირობა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ეს ჯგუფი რეიტინგის სათავეში იყო. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფის მაისის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 11,1% იყო.ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფმა ფასების მომატების 7,4%-ით, რეიტინგში მესამე პოზიცია შეინარჩუნა. მაისში ეს მაჩვენებელი 7,1% იყო.უკვე ზედიზედ მესამე თვეა განათლების ჯგუფში ფასების ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 6,8%-ია. ამ მაჩვენებლით ჯგუფმა მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა.პირველ ხუთეულშია ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფი, სადაც ფასებმა 5,5%-ით მოიმატა. მაისი თვის ანალოგიური მაჩვენებელი 5% იყო. აქვე აღვნიშნავ, რომ აპრილში ამ ჯგუფს წლიურად ფასების ზრდის 4,9%-ით მხოლოდ მეშვიდე პოზიცია ეკავა. ერთი სიტყვით, პირველ ხუთეულში ცვლილება არ არის. მომდევნო ადგილები კი ასე განაწილდა. საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფს ფასების ზრდის 4,5 %-ით, მაისის თვის ანალოგიურად, მეექვსე ადგილი უკავია. არადა, ჯერ კიდევ აპრილის თვეში გაძვირების 10,3%-ით ამავე ჯგუფს მესამე პოზიცია ეკავა. მომდევნო ადგილზეა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფი, სადაც ფასებმა წლიურ ჭრილში მხოლოდ 0,4 პროცენტით მოიმატა.„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი მერვე პოზიციაზეა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, ანუ წლიურ ჭრილში ფასები არც გაზრდილა და არც შემცირებულა. მაისის თვეში ამ ჯგუფში წლიური ინფლაცია 3,3% იყო და ჯგუფს რეიტინგში მეშვიდე პოზიცია ეკავა.ლოგიკურია, რომ ინფლაციური წნეხის შემცირების პარალელურად, თვიდან თვემდე რეიტინგში მცირდება იმ ჯგუფების რაოდენობა, სადაც წლიურ ჭრილში ფასები იზრდება. ასე მაგალითად, თუ მაისის თვეში ფასების მატების 1,7%-ით დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფს მერვე ადგილი ეკავა, ამჯერად ფასების გაიაფების 0,1%-ით რეიტინგში ბოლო, მეთორმეტე ადგილი უკავია.რეიტინგში მეცხრე პოზიციაზეა კავშირგაბმულობის ჯგუფი, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 3,1%-ით შემცირდა.წლიურად ფასები 6,9%-ით შემცირდა ჯანდაცვის ჯგუფში. შედეგად, ეს ჯგუფი რეიტინგში ათეულს ხურავს. ფასები 17,2%-ით შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე. ამასთან, ფასები 12,5%-ით გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო 6,6%-ით არის გაძვირებული საავადმყოფოების მომსახურება.და ბოლოს, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ფასებმა ტრანსპორტის ჯგუფში დაიკლო 11,6% − ასეთია გაიაფების მაჩვენებელი. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები18,4%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 2%-ით შემცირდა. 5,9%-ით გაძვირდა სატრანსპორტო მომსახურება.სტატიის დასასრულს მინდა შეგახსენოთ, რომ ინფლაციის შემცირების მიუხედავად, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარ პრიორიტეტად კვლავაც ინფლაციური წნეხის კონტროლი რჩება.დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230626/ratom-daamuxrusha-erovnulma-bankma-278959864.html
https://sputnik-georgia.com/20230621/--------278816228.html
https://sputnik-georgia.com/20230608/inflacia-278386012.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265472957_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_a0082fc4189885c9ce27586de52d40f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიმოხილვები, საქართველოს ეროვნული ბანკი , ანალიტიკა, საქსტატი
საქართველო, მიმოხილვები, საქართველოს ეროვნული ბანკი , ანალიტიკა, საქსტატი
ზაფხულის პირველი თვე ისე გაილია, დამეთანხმებით, სიცხეს არ შევუწუხებივართ... მეტიც, თიბათვის პირველ და მეორე დეკადაში წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულოდ უხვი ნალექი მოვიდა და საგრძნობლად აგრილდა. ერთი სიტყვით, ისეთი დარი დაიჭირა, იმ კაცს რომ უხარია, რომელსაც ქალაქიდან გასაქცევი არსად აქვს... კი, მაგრამ, როდიდან გადაწყვიტე, დარსა და ავდარზე გვიამბო? − ჩამეძიება ჩემი სტატიების თემატიკის მცოდნე მკითხველი და კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. რა გაეწყობა, განვმარტავ, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, თუ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დავუჯერებთ, ივნისში ცეცხლი არც სამომხმარებლო ფასებს ეკიდა...
მკათათვის პირველსავე ორშაბათს „საქსტატმა“ ივნისის თვის ინფლაციური პროცესის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან დაწყებული ინფლაციური წნეხის შემცირების ტენდენცია კვლავინდებურად გრძელდება. არ იქნება ურიგო, შეგახსენოთ, რომ სახელისუფლებო გუნდში, ეროვნულ ბანკში, ანალიტიკურ წრეებსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ინფლაციური პროცესების მიმდინარეობასთან მიმართებაში ოპტიმისტური პროგნოზები კეთდება. საბედნიეროდ, ვარაუდები მართლდება.
თავად განსაჯეთ, „საქსტატის" მონაცემებით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა. ტრადიციულად, გასული თვის ინფლაციის სტრუქტურის ვრცელ მიმოხილვამდე, მინდა, შეგახსენოთ, რომ ინფლაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში გახდა.
მსოფლიო სწორედ 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მზარდი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, მარტის თვის ბოლოს. ბუნებრივია, გლობალური პრობლემა საქართველოზეც აისახა. 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული, გასული წლის ნოემბრის ჩათვლით, ქვეყანა ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა. მართალია, დეკემბერში ინფლაციური წნეხი შემცირდა და ორნიშნა ნიშნულს ჩამოცდა, გასულ წელს ინფლაციის წლიური საშუალო მაჩვენებელი 13,9-9,8%-ის ფარგლებში მერყეობდა.
დადებითი დინამიკა მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 9,4% იყო, თებერვალში − 8,1%, ხოლო მარტში − 5,3%. მომდევნო თვეში ინფლაციის დონე თითქმის განახევრდა და 2,7%-ს გაუტოლდა, ხოლო მაისში კიდევ უფრო შემცირდა 1,5%-მდე. ერთი სიტყვით, თუ გასული წლის იანვარ-ივნისში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 13,05%იყო, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში იგი 4,6%-ია...
რატომ იკლებს ინფლაცია? ანალიტიკოსთა შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე სურსათისა და ნავთობის ფასების შემცირებამ, სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფებამ გლობალურად დააჩქარა ინფლაციის შემცირების ტენდენცია. ეროვნული ბანკის მიერ 2021-2022 წლებში რეფინანსირების განაკვეთის 2,5%-ით გაზრდამ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში 11%-ის ნიშნულზე შენარჩუნებამ და სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტებისთვის ახალი საკრედიტო რეგულაციების დაწესებამ ინფლაციური წნეხის შესუსტებას დამატებითი სტიმული მისცა საქართველოში.
გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას, როგორი იყო ივნისის თვეში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების ჩამონათვალი.
აპრილი-მაისის თვეების ანალოგიურად, რეიტინგის სათავეშია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, რომელიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, ჩამონათვალის პირველ ოთხეულშია. მაისში გაძვირების მაჩვენებელი 17,7%-ია. ფასები, ძირითადად, გიზარდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება −27,9%-ით; პირადი ჰიგიენა − 10,7%-ით; სხვა სახის მომსახურება 91%-ით. ამავე ჯგუფის მაისი თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 18,4%იყო.
ფასების ზრდის 10,2%-ით მეორე პოზიცია აპრილი-მაისის თვეების მსგავსად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფმა დაიკავა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ეს ჯგუფი მუდმივად პირველ სამეულშია, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, ერთი მხრივ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შედეგად, ამ ქვეყნებიდან საქართველოში მიგრაციული პროცესების გააქტიურებამ და მეორე მხრივ, ტურისტული ნაკადის მატებამ განაპირობა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ეს ჯგუფი რეიტინგის სათავეში იყო. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფის მაისის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 11,1% იყო.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფმა ფასების მომატების 7,4%-ით, რეიტინგში მესამე პოზიცია შეინარჩუნა. მაისში ეს მაჩვენებელი 7,1% იყო.
უკვე ზედიზედ მესამე თვეა განათლების ჯგუფში ფასების ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 6,8%-ია. ამ მაჩვენებლით ჯგუფმა მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა.
პირველ ხუთეულშია ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფი, სადაც ფასებმა 5,5%-ით მოიმატა. მაისი თვის ანალოგიური მაჩვენებელი 5% იყო. აქვე აღვნიშნავ, რომ აპრილში ამ ჯგუფს წლიურად ფასების ზრდის 4,9%-ით მხოლოდ მეშვიდე პოზიცია ეკავა.
ერთი სიტყვით, პირველ ხუთეულში ცვლილება არ არის. მომდევნო ადგილები კი ასე განაწილდა. საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფს ფასების ზრდის 4,5 %-ით, მაისის თვის ანალოგიურად, მეექვსე ადგილი უკავია. არადა, ჯერ კიდევ აპრილის თვეში გაძვირების 10,3%-ით ამავე ჯგუფს მესამე პოზიცია ეკავა. მომდევნო ადგილზეა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფი, სადაც ფასებმა წლიურ ჭრილში მხოლოდ 0,4 პროცენტით მოიმატა.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი მერვე პოზიციაზეა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, ანუ წლიურ ჭრილში ფასები არც გაზრდილა და არც შემცირებულა. მაისის თვეში ამ ჯგუფში წლიური ინფლაცია 3,3% იყო და ჯგუფს რეიტინგში მეშვიდე პოზიცია ეკავა.
ლოგიკურია, რომ ინფლაციური წნეხის შემცირების პარალელურად, თვიდან თვემდე რეიტინგში მცირდება იმ ჯგუფების რაოდენობა, სადაც წლიურ ჭრილში ფასები იზრდება. ასე მაგალითად, თუ მაისის თვეში ფასების მატების 1,7%-ით დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფს მერვე ადგილი ეკავა, ამჯერად ფასების გაიაფების 0,1%-ით რეიტინგში ბოლო, მეთორმეტე ადგილი უკავია.
რეიტინგში მეცხრე პოზიციაზეა კავშირგაბმულობის ჯგუფი, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 3,1%-ით შემცირდა.
წლიურად ფასები 6,9%-ით შემცირდა ჯანდაცვის ჯგუფში. შედეგად, ეს ჯგუფი რეიტინგში ათეულს ხურავს. ფასები 17,2%-ით შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე. ამასთან, ფასები 12,5%-ით გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო 6,6%-ით არის გაძვირებული საავადმყოფოების მომსახურება.
და ბოლოს, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ფასებმა ტრანსპორტის ჯგუფში დაიკლო 11,6% − ასეთია გაიაფების მაჩვენებელი. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები18,4%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 2%-ით შემცირდა. 5,9%-ით გაძვირდა სატრანსპორტო მომსახურება.
სტატიის დასასრულს მინდა შეგახსენოთ, რომ ინფლაციის შემცირების მიუხედავად, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარ პრიორიტეტად კვლავაც ინფლაციური წნეხის კონტროლი რჩება.
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.