https://sputnik-georgia.com/20230727/aqubardia-nacmozraoba-ar-unda-iyos-wamyvani-zala-280403638.html
„ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს წამყვანი ძალა - ოპოზიციონერი
„ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს წამყვანი ძალა - ოპოზიციონერი
Sputnik საქართველო
არჩევნებისთვის ახალი ალტერნატიული ცენტრების შექმნა აუცილებელია, აცხადებს პოლიტიკოსი. 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T14:22+0400
2023-07-27T14:22+0400
2023-07-27T19:41+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავისი ახალი პლატფორმით ახალ ხელისუფლებაში ძირითადი ბირთვი არ უნდა იყოს, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ. ორი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა 20 ივლისს განაცხადეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციას ქმნიან. დეპუტატის აზრით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი საშუალებაა ისეთი ალტერნატივის შექმნა, რომელიც კოალიციურ მმართველობას მოიტანს. „კოალიციურ მმართველობაში ვინ იქნება წამყვანი, ეს იქნება განპირობებული არა მხოლოდ სურვილზე, არამედ შესაძლებლობებზე, რაც საბოლოო ჯამში მიზნის რეალიზებას მოახდენს", – აღნიშნა აქუბარდიამ. ოპოზიციონერი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მინიმუმ ორი ცენტრი შეიქმნება. იძულებითი ნაბიჯი - „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციურ კოალიციაზე>>„ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმშენებელი" უკვე ერთად არიან. „ლელო" აპირებს გაძლიერებას, ასევე პარტია „საქართველოსთვის". „ნაციონალური მოძრაობის" მიღმა მინიმუმ ორი ცენტრი იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. ჩემ ირგვლივ არის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემს ხმას, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას", – განაცხადა დეპუტატმა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ეს უპასუხისმგებლობაა - ოპოზიციონერი „სტრატეგია აღმაშენებლისა" და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე>>ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას. რა ხდება „ნაცმოძრაობაში" „ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ. დეკანოიძე: არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის>>საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
„ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს წამყვანი ძალა - ოპოზიციონერი
14:22 27.07.2023 (განახლებულია: 19:41 27.07.2023) არჩევნებისთვის ახალი ალტერნატიული ცენტრების შექმნა აუცილებელია, აცხადებს პოლიტიკოსი.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავისი ახალი პლატფორმით ახალ ხელისუფლებაში ძირითადი ბირთვი არ უნდა იყოს, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
ორი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა 20 ივლისს განაცხადეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციას ქმნიან.
„ნაციონალური მოძრაობა" მისი ახალი პლატფორმით არ უნდა იყოს ძირითადი ბირთვი ახალ ხელისუფლებაში, ალტერნატიული ცენტრები უნდა არსებობდეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება წამყვანი ძალა", – განაცხადა აქუბარდიამ ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.
დეპუტატის აზრით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი საშუალებაა ისეთი ალტერნატივის შექმნა, რომელიც კოალიციურ მმართველობას მოიტანს.
„კოალიციურ მმართველობაში ვინ იქნება წამყვანი, ეს იქნება განპირობებული არა მხოლოდ სურვილზე, არამედ შესაძლებლობებზე, რაც საბოლოო ჯამში მიზნის რეალიზებას მოახდენს", – აღნიშნა აქუბარდიამ.
ოპოზიციონერი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მინიმუმ ორი ცენტრი შეიქმნება.
„ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმშენებელი" უკვე ერთად არიან. „ლელო" აპირებს გაძლიერებას, ასევე პარტია „საქართველოსთვის". „ნაციონალური მოძრაობის" მიღმა მინიმუმ ორი ცენტრი იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. ჩემ ირგვლივ არის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემს ხმას, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას", – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
„ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.