https://sputnik-georgia.com/20230722/---------280133970.html
იძულებითი ნაბიჯი - „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციურ კოალიციაზე
იძულებითი ნაბიჯი - „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციურ კოალიციაზე
Sputnik საქართველო
ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საარჩევნოდ კოალიციის შექმნის თაობაზე 20 ივლისს განაცხადეს. 22.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-22T18:20+0400
2023-07-22T18:20+0400
2023-07-22T19:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_0:0:1776:999_1920x0_80_0_0_eaa96e44434347a7cbd06a315d14e09a.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება უდიდეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ იძულებული ნაბიჯი იყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კოალიციის შექმნის თაობაზე 20 ივლისს განაცხადეს. მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის გაერთიანებების ფორმირების შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხმების მოპოვებით თავად „ნაცმოძრაობაც“ არის დაინტერესებული.„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრობლემა, სადაც იმდენად კრიტიკულად მცირეა მისი მხარდაჭერა და რადიკალურად შემცირებული, რომ თითო პროცენტსაც კი უფრთხილდებიან და შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ რესურსების თავმოყრას. ყველაფრიდან გამომდინარე, ეს არ არის იდეური გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ იდეური სიახლოვე ამ ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.ორი „ლუზერის“ გაერთიანება - კალაძე „ნაცმოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციაზე >>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.რა ხდება „ნაცმოძრაობაში“„ნაცმოძრაობას“ რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ენმ-ის ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.საქართველოში საარჩევნოდ პირველი კოალიცია შეიქმნა>>>„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.„ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_61:0:1578:1138_1920x0_80_0_0_f2819b54a9003b291ff0ad19e760e3bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
იძულებითი ნაბიჯი - „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციურ კოალიციაზე
18:20 22.07.2023 (განახლებულია: 19:17 22.07.2023) ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საარჩევნოდ კოალიციის შექმნის თაობაზე 20 ივლისს განაცხადეს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება უდიდეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ იძულებული ნაბიჯი იყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კოალიციის შექმნის თაობაზე 20 ივლისს განაცხადეს. მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის გაერთიანებების ფორმირების შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ეს იძულებითია იმიტომ, რომ მაგალითად "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" რასაკვირველია, კრიტიკულად მწვავედ დგას ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებული საკითხი და მას მოუწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მისი გადმოსახედიდან დააზღვევს მომდევნო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხმების მოპოვებით თავად „ნაცმოძრაობაც“ არის დაინტერესებული.
„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრობლემა, სადაც იმდენად კრიტიკულად მცირეა მისი მხარდაჭერა და რადიკალურად შემცირებული, რომ თითო პროცენტსაც კი უფრთხილდებიან და შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ რესურსების თავმოყრას. ყველაფრიდან გამომდინარე, ეს არ არის იდეური გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ იდეური სიახლოვე ამ ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ნაცმოძრაობას“ რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ენმ-ის ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
„ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.