https://sputnik-georgia.com/20230721/----------280019173.html
ორი „ლუზერის“ გაერთიანება - კალაძე „ნაცმოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციაზე
ორი „ლუზერის“ გაერთიანება - კალაძე „ნაცმოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ორი „ლუზერის“ გაერთიანებით არაფერი შეიცვლება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა... 21.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-21T15:16+0400
2023-07-21T15:16+0400
2023-08-21T13:10+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016330_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_8bdbc4193ece6f695c5cf06b90494bb1.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ორი „ლუზერის“ გაერთიანებით არაფერი შეიცვლება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ორი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის შექმნაზე.ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კოალიციის შექმნის თაობაზე გუშინ განაცხადეს. მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის გაერთიანებების ფორმირების შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგება არჩევნებზე, დასძინა კალაძემ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.გამარჯვების თუ დამარცხების ფორმულა? რექციები ხაბეიშვილი-ვაშაძის კოალიციაზე>>>საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.ყველა შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.რა ხდება „ნაცმოძრაობაში“„ნაცმოძრაობას“ რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ენმ-ის ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.საქართველოში საარჩევნოდ პირველი კოალიცია შეიქმნა>>>„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.„ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016330_240:205:1374:1055_1920x0_80_0_0_aa4cb1197768f9295c948839adffbab8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ორი „ლუზერის“ გაერთიანებით არაფერი შეიცვლება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ორი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის შექმნაზე.
ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კოალიციის შექმნის თაობაზე გუშინ განაცხადეს. მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის გაერთიანებების ფორმირების შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ზოგადად, დღეს ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემები. არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ, თუ არ უნდათ დაინახონ, რაშია მათი ძირითადი პრობლემები, ან ამის ანალიზს არ აკეთებენ, თუმცა არ მინდა, ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის“ გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგება არჩევნებზე, დასძინა კალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ნაცმოძრაობას“ რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ენმ-ის ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
„ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.