https://sputnik-georgia.com/20230721/--------280017863.html
გამარჯვების თუ დამარცხების ფორმულა? რეაქციები ხაბეიშვილი-ვაშაძის კოალიციაზე
გამარჯვების თუ დამარცხების ფორმულა? რეაქციები ხაბეიშვილი-ვაშაძის კოალიციაზე
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. 21.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-21T14:49+0400
2023-07-21T14:49+0400
2023-07-21T20:54+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/01/274456710_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_e15f97d5333d17e9ec18bd03c7c0085a.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ პარტიაში.ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კოალიციის შექმნის თაობაზე გუშინ განაცხადეს. მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის გაერთიანებების ფორმირების შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად გაერთიანებისკენ მოუწოდა.ოპოზიციის რეაქცია„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ამ გაერთიანებით მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება.ოპოზიციის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციონერი ამომრჩევლის მობილიზება, რათა არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაამარცხოს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.„აი, ესაა გონივრული ამოცანა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, იგი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. მე ამომრჩევლის განსაკუთრებულად მატებას არ ველოდები“, – განაცხადა დეკანოიძემ.მომავალ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გათვალისწინებით, პარტიების გაფართოება მნიშვნელოვანია, რათა არჩევნების გზით შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.„თუმცა, არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობის" ირგვლივ გაერთიანებაა მხოლოდ გამარჯვების ფორმულა... აუცილებელია ალტერნატიული ძალა", – განაცხადა აქუბარდიამ.თავის მხრივ, პარლამენტის ექს-სპიკერი, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობით" არ უნდა ჩანაცვლდეს. „ლელო" საქართველოს წარმატების ფორმულაზე მუშაობს. ამისათვის საჭიროა იმ პოლიტიკური ძალებისა და პიროვნებების ძალისხმევა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის „ოცნება“ უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობით“. ყველა მოქალაქემ და პოლიტიკოსმა, ვისაც სჯერა, რომ ბიპოლარულობა ქვეყანას უკან სწევს, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.საქართველოში საარჩევნოდ პირველი კოალიცია შეიქმნა>>>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.ყველა შემთხვევაში ამ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.„ქართული ოცნების" რეაქციასაქართველოს კულტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის აზრით, „ნაცმოძრაობასთან" „სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანება რაიმე შედეგს ვერ გამოიღებს.საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, „სტრატეგია აღმაშენებელთან" კავშირი კიდევ უფრო დაასუსტებს „ნაცმოძრაობას".„ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისშია, პარტიას ლიდერები ტოვებენ... მათ რაიმე ფორმით გაძლიერება სჭირდებოდათ. გაძლიერება კი მოხდა იმის ხარჯზე, რომ გაერთიანდნენ მეორე დაზიანებულ პარტიასთან, რომელმაც დაკარგა რეიტინგი, ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად სიით გავიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ქადაგიშვილი.„ნაცმოძრაობაში" ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – პარტიის ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გახარიას პარტიასთან შეიძლება კოალიცია შექმნან>>>„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/01/274456710_207:0:2007:1350_1920x0_80_0_0_962b39600ddc6cac96287ac5365b9311.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები
გამარჯვების თუ დამარცხების ფორმულა? რეაქციები ხაბეიშვილი-ვაშაძის კოალიციაზე
14:49 21.07.2023 (განახლებულია: 20:54 21.07.2023) საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ პარტიაში.
ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კოალიციის შექმნის თაობაზე გუშინ განაცხადეს. მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის გაერთიანებების ფორმირების შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ამ გაერთიანებით მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, ძალიან სპეციფიკური. ამ ადამიანებს სააკაშვილის ამომრჩეველი ჰქვია, ამიტომაც „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეერთება მას ვერც ხმებს შემატებს და, ალბათ, განსაკუთრებულად ვერც დააკლებს. თუ ამ ერთობამ მიაღწია არჩევნებამდე, მოხდება მხოლოდ ის, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები აღმოჩნდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. ესაა და ეს", – განაცხადა დეკანოიძემ.
ოპოზიციის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციონერი ამომრჩევლის მობილიზება, რათა არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაამარცხოს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„აი, ესაა გონივრული ამოცანა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, იგი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. მე ამომრჩევლის განსაკუთრებულად მატებას არ ველოდები“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მომავალ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გათვალისწინებით, პარტიების გაფართოება მნიშვნელოვანია, რათა არჩევნების გზით შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
„თუმცა, არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობის" ირგვლივ გაერთიანებაა მხოლოდ გამარჯვების ფორმულა... აუცილებელია ალტერნატიული ძალა", – განაცხადა აქუბარდიამ.
თავის მხრივ, პარლამენტის ექს-სპიკერი, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობით" არ უნდა ჩანაცვლდეს.
„ლელო" საქართველოს წარმატების ფორმულაზე მუშაობს. ამისათვის საჭიროა იმ პოლიტიკური ძალებისა და პიროვნებების ძალისხმევა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის „ოცნება“ უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობით“. ყველა მოქალაქემ და პოლიტიკოსმა, ვისაც სჯერა, რომ ბიპოლარულობა ქვეყანას უკან სწევს, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში ამ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ქართული ოცნების" რეაქცია
საქართველოს კულტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის აზრით, „ნაცმოძრაობასთან" „სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანება რაიმე შედეგს ვერ გამოიღებს.
„საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და, რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძველზე ოპონირებას გაუწევენ მართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა", – განაცხადა წულუკიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, „სტრატეგია აღმაშენებელთან" კავშირი კიდევ უფრო დაასუსტებს „ნაცმოძრაობას".
„ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისშია, პარტიას ლიდერები ტოვებენ... მათ რაიმე ფორმით გაძლიერება სჭირდებოდათ. გაძლიერება კი მოხდა იმის ხარჯზე, რომ გაერთიანდნენ მეორე დაზიანებულ პარტიასთან, რომელმაც დაკარგა რეიტინგი, ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად სიით გავიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ქადაგიშვილი.
„ნაცმოძრაობაში" ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – პარტიის ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.