https://sputnik-georgia.com/20230606/dekanoize-arcevnebis-mogebis-gasarebi-nacionalur-mozraobasi-ar-aris-278338767.html
დეკანოიძე: არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის
დეკანოიძე: არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს... 06.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-06T23:03+0400
2023-06-06T23:03+0400
2023-06-13T14:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249460335_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_d647882b2a794b1760ee094af104ddfa.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგების გასაღები უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაშია, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ენმ-ის ყოფილმა წევრმა ხატია დეკანოიძემ.„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ოპოზიციამ "ნაცმოძრაობასთან" კოალიციაზე უნდა ილაპარაკოს. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ დაეხმარება ოპოზიციურ პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაში საპარლამენტო არჩევნებზე.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს. ნებისმიერი პარტია, რომელიც მას შეუერთდება, ხმას ვერ მოუტანს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც საკუთარ ამომრჩეველს ვერ გააერთიანებს, განაცხადა ხატია დეკანოიძემ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება - პრემიერის პროგნოზი >>ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.რა ხდება „ნაცმოძრაობაში"„ნაცმოძრაობას" ორი ბანაკი ჩამოყალიბდა: ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. ხაბეიშვილს მხარს უჭერენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და თავმჯდომარის პოსტზე მელია ჩაანაცვლა.„ეს თვითმკვლელობაა“ - დეპუტატი მცირე პარტიებისადმი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის წინადადებაზე>>მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენმ-ის ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით, პარტიის დასასრული ახლოვდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249460335_101:0:1240:854_1920x0_80_0_0_fd718fe7a74e0e6985e1ceb8671d6c69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დეკანოიძე: არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის
23:03 06.06.2023 (განახლებულია: 14:36 13.06.2023) საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგების გასაღები უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაშია, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ენმ-ის ყოფილმა წევრმა ხატია დეკანოიძემ.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ოპოზიციამ "ნაცმოძრაობასთან" კოალიციაზე უნდა ილაპარაკოს. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ დაეხმარება ოპოზიციურ პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაში საპარლამენტო არჩევნებზე.
„არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის - მოგების გასაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაში... ჩემი აზრით, ეს ორბიტა ცალკე უნდა იყოს. აქეთ მხარეს კი იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება უნდა მოხდეს, ვისაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანება არ უნდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს. ნებისმიერი პარტია, რომელიც მას შეუერთდება, ხმას ვერ მოუტანს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც საკუთარ ამომრჩეველს ვერ გააერთიანებს, განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ნაცმოძრაობას" ორი ბანაკი ჩამოყალიბდა: ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. ხაბეიშვილს მხარს უჭერენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და თავმჯდომარის პოსტზე მელია ჩაანაცვლა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენმ-ის ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით, პარტიის დასასრული ახლოვდება.