https://sputnik-georgia.com/20230605/----------278297785.html
„ეს თვითმკვლელობაა“ - დეპუტატი მცირე პარტიებისადმი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის წინადადებაზე
„ეს თვითმკვლელობაა“ - დეპუტატი მცირე პარტიებისადმი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის წინადადებაზე
Sputnik საქართველო
მორიგი არჩევნები საქართველოში ახალი სისტემით უნდა ჩატარდეს. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T18:17+0400
2023-06-05T18:17+0400
2023-06-05T21:08+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის დასაძლევად ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მცირე პარტიების რეიტინგს მხოლოდ შეამცირებს და მათი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.მცირე ოპოზიციური პარტიის ნებისმიერმა საღად მოაზროვნე წევრმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი ამით არჩევნებში წარმატების იმედს დაასამარებენ, აღნიშნა სამხარაძემ.ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჯერ რთულია პროგნოზის გაკეთება – საპარლამენტო არჩევნებზე შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პარტიას კონკურენცია გაუწიოს.„არჩევნებამდე წელიწადზე მეტი რჩება, ამიტომ პროგნოზებს არ ვაკეთებთ. თუმცა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ოპონენტები არიან, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ისინი სრულ მარცხს იწვნევდნენ“, – განაცხადა სამხარაძემ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
„ეს თვითმკვლელობაა“ - დეპუტატი მცირე პარტიებისადმი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის წინადადებაზე
18:17 05.06.2023 (განახლებულია: 21:08 05.06.2023) მორიგი არჩევნები საქართველოში ახალი სისტემით უნდა ჩატარდეს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის დასაძლევად ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მცირე პარტიების რეიტინგს მხოლოდ შეამცირებს და მათი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.
„ოპოზიციური სპექტრისთვის ხაბეიშვილის წინადადება მცირე ოპოზიციური პარტიების თვითმკვლელობის ტოლფასია. თუ ისინი არჩევნებზე „ნაცმოძრაობას“ შეუერთდებიან, რეიტინგი არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ.
მცირე ოპოზიციური პარტიის ნებისმიერმა საღად მოაზროვნე წევრმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი ამით არჩევნებში წარმატების იმედს დაასამარებენ, აღნიშნა სამხარაძემ.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჯერ რთულია პროგნოზის გაკეთება – საპარლამენტო არჩევნებზე შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პარტიას კონკურენცია გაუწიოს.
„არჩევნებამდე წელიწადზე მეტი რჩება, ამიტომ პროგნოზებს არ ვაკეთებთ. თუმცა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ოპონენტები არიან, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ისინი სრულ მარცხს იწვნევდნენ“, – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობის მოსაპოვებლად.