https://sputnik-georgia.com/20230726/giga-bokeriam-strategia-armaseneblisa-da-nacmozraobis-gaertianeba-gaakritika-280332003.html
ეს უპასუხისმგებლობაა - ოპოზიციონერი „სტრატეგია აღმაშენებლისა" და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე
ეს უპასუხისმგებლობაა - ოპოზიციონერი „სტრატეგია აღმაშენებლისა" და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არჩევნებისთვის ორი პარტიის გაერთიანება გააკრიტიკა. 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T12:22+0400
2023-07-26T12:22+0400
2023-07-26T18:17+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260115815_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_8ad40f129b2bf35b424885859783a91d.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც მალე ნაწილებად დაიშლება, უპასუხისმგებლობაა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ. ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. კოალიციის შექმნის შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, ნაჩქარევად შექმნილი გაერთიანებები, რომლებიც შემდეგ რაიმე საკითხის გამო იშლება, ადამიანების განწყობაზე ნეგატიურად აისახება. „მე ვგულისხმობ, რომ ყველა უნდა გაძლიერდეს. როდესაც საუბარია რაიმე სახის ალიანსზე, პასუხისმგებლიანად უნდა მიუდგნენ ყველა დეტალს. არ შეიძლება გამოაცხადო და ზეგ გადათქვა", – განაცხადა ბოკერიამ. უფრო ადრე „ნაცმოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის პრემიერობის კანდიდატად „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა განიხილონ. იძულებითი ნაბიჯი - „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციურ კოალიციაზე>>„ბატონ ვაშაძეს უნდოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყოფილიყო, დიდ პარტიაში უნდა რომ იყოს. 2020 წელსაც უნდოდა, მაგრამ უარი უთხრეს და ამის გამო წამოვიდა. ახლა შანსი აქვს, რომ დაბრუნდეს... კითხვა უნდა დაისვას: რა ფასეულობებზე ვერ თანხმდებოდნენ ადრე და რაზე შეთანხმდნენ ახლა? ნებისმიერი გაერთიანება უნდა ემყარებოდეს შეხედულებებისა და ფასეულობების სიახლოვეს", – განაცხადა ბოკერიამ. კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან შეუძლია მას კოალიციის შექმნა, ბოკერიამ უპასუხა, რომ გამორიცხავს თანამშრომლობას მმართველ პარტიასთან და ყველასთან, ვინც მასთან არის დაკავშირებული. მან ასევე გამორიცხა "ნაცმოძრაობასთან" შერწყმა. „ასევე შემიძლია გამოვრიცხო ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალებთან თანამშრომლობა. იმ ფასეულობებთან ახლოს უნდა იყოს, რომელიც „ევროპულ საქართველოს" აქვს", – განაცხადა ბოკერიამ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს. ორი „ლუზერის“ გაერთიანება - კალაძე „ნაცმოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციაზე>>საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს. ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას. რა ხდება „ნაცმოძრაობაში" „ნაცმოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ. გამარჯვების თუ დამარცხების ფორმულა? რეაქციები ხაბეიშვილი-ვაშაძის კოალიციაზე>>საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა. „ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260115815_132:46:1210:854_1920x0_80_0_0_794f2de7840da893c0c632d346994838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო
ეს უპასუხისმგებლობაა - ოპოზიციონერი „სტრატეგია აღმაშენებლისა" და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე
12:22 26.07.2023 (განახლებულია: 18:17 26.07.2023) ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არჩევნებისთვის ორი პარტიის გაერთიანება გააკრიტიკა.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც მალე ნაწილებად დაიშლება, უპასუხისმგებლობაა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. კოალიციის შექმნის შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ყველა ჯგუფმა ადამიანები უნდა დაარწმუნოს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია. ეს ასე თუ არ მოხდა, ეს რეჟიმი ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ამიტომ დღეს ერთიანობაზე ლაპარაკი, რომელიც ხვალ ხელში შემოიფშვნება, არის უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან, ეს არის „ევროპული საქართველოს" პოზიცია", – განაცხადა ბოკერიამ.
მისი აზრით, ნაჩქარევად შექმნილი გაერთიანებები, რომლებიც შემდეგ რაიმე საკითხის გამო იშლება, ადამიანების განწყობაზე ნეგატიურად აისახება.
„მე ვგულისხმობ, რომ ყველა უნდა გაძლიერდეს. როდესაც საუბარია რაიმე სახის ალიანსზე, პასუხისმგებლიანად უნდა მიუდგნენ ყველა დეტალს. არ შეიძლება გამოაცხადო და ზეგ გადათქვა", – განაცხადა ბოკერიამ.
უფრო ადრე „ნაცმოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის პრემიერობის კანდიდატად „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა განიხილონ.
„ბატონ ვაშაძეს უნდოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყოფილიყო, დიდ პარტიაში უნდა რომ იყოს. 2020 წელსაც უნდოდა, მაგრამ უარი უთხრეს და ამის გამო წამოვიდა. ახლა შანსი აქვს, რომ დაბრუნდეს... კითხვა უნდა დაისვას: რა ფასეულობებზე ვერ თანხმდებოდნენ ადრე და რაზე შეთანხმდნენ ახლა? ნებისმიერი გაერთიანება უნდა ემყარებოდეს შეხედულებებისა და ფასეულობების სიახლოვეს", – განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან შეუძლია მას კოალიციის შექმნა, ბოკერიამ უპასუხა, რომ გამორიცხავს თანამშრომლობას მმართველ პარტიასთან და ყველასთან, ვინც მასთან არის დაკავშირებული. მან ასევე გამორიცხა "ნაცმოძრაობასთან" შერწყმა.
„ასევე შემიძლია გამოვრიცხო ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალებთან თანამშრომლობა. იმ ფასეულობებთან ახლოს უნდა იყოს, რომელიც „ევროპულ საქართველოს" აქვს", – განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ნაცმოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
„ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.