https://sputnik-georgia.com/20230711/kobaxize-ass-yofili-elcebis-gancxadebaze-279469391.html
„უსუსური მცდელობა“ - კობახიძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე სააკაშვილთან დაკავშირებით
„უსუსური მცდელობა“ - კობახიძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე სააკაშვილთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში „გარდაუვალი სიკვდილი“ ელოდება. 11.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-11T17:23+0400
2023-07-11T17:23+0400
2023-07-11T21:06+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
აშშ
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/11/271387327_0:189:2968:1859_1920x0_80_0_0_35affd37ae5210974014a30027e6ff3a.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების ერთობლივი განცხადება უსუსური მცდელობაა, გადაფარონ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.აშშ-ის ყოფილმა ელჩებმა საქართველოში – უილიამ კორტნიმ, იან კელიმ, რიჩარდ მაილსმა, ჯონ ტეფტმა და კენეტ იალოვიცმა 10 ივლისს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილს ციხეში პოტენციურად „გარდაუვალი სიკვდილი“ ელოდება. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მას სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება.ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე ან საქართველოში სხვა კლინიკაში მკურნალობაზე უარი უთხრა.„ეს კაპრიზია": პარლამენტის სპიკერი სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მოწოდებაზე>>კობახიძის თქმით, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც დაინტერესებულია სააკაშვილის გათავისუფლებით. მათი მთავარი ინტერესია პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღვივება, აღნიშნა კობახიძემ.„ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველი ლიდერები და ოფიციალური პირები, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან სააკაშვილის მიმართ სასტიკ მოპყრობაში“, შეიძლება მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცნენ.სასჯელი უნდა მოიხადოს - კობახიძე სააკაშვილზე>>გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილისადმი ცუდმა დამოკიდებულებამ საქართველო შეიძლება დასავლეთს დააშოროს. და თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, „სანქციები უფრო მკაცრი, ან უფრო სავარაუდო იქნება“.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. პაპუაშვილი: სააკაშვილის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობას“ ეკისრება>>სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/11/271387327_120:0:2849:2047_1920x0_80_0_0_0b5ffcb564ae95364531dd39b1d1a3da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , აშშ , მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , აშშ , მიხეილ სააკაშვილი
„უსუსური მცდელობა“ - კობახიძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე სააკაშვილთან დაკავშირებით
17:23 11.07.2023 (განახლებულია: 21:06 11.07.2023) აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში „გარდაუვალი სიკვდილი“ ელოდება.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების ერთობლივი განცხადება უსუსური მცდელობაა, გადაფარონ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის ყოფილმა ელჩებმა საქართველოში – უილიამ კორტნიმ, იან კელიმ, რიჩარდ მაილსმა, ჯონ ტეფტმა და კენეტ იალოვიცმა 10 ივლისს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილს ციხეში პოტენციურად „გარდაუვალი სიკვდილი“ ელოდება. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მას სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება.
„ყოფილი ელჩების ეს განცხადება არის სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვის უსუსური მცდელობა. ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად წინსვლას მიაღწიონ ამ საქმეში, თუმცა სტრასბურგის შემდეგ ეს არის წარმოუდგენელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე ან საქართველოში სხვა კლინიკაში მკურნალობაზე უარი უთხრა.
კობახიძის თქმით, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც დაინტერესებულია სააკაშვილის გათავისუფლებით. მათი მთავარი ინტერესია პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღვივება, აღნიშნა კობახიძემ.
„ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, აქედან გამომდინარე, ვერცერთ ასეთ განცხადებას ჩვენთვის ფასი ვერ ექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.
აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველი ლიდერები და ოფიციალური პირები, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან სააკაშვილის მიმართ სასტიკ მოპყრობაში“, შეიძლება მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცნენ.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილისადმი ცუდმა დამოკიდებულებამ საქართველო შეიძლება დასავლეთს დააშოროს. და თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, „სანქციები უფრო მკაცრი, ან უფრო სავარაუდო იქნება“.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.