https://sputnik-georgia.com/20230707/--------279325749.html
„ეს კაპრიზია": პარლამენტის სპიკერი სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მოწოდებაზე
„ეს კაპრიზია": პარლამენტის სპიკერი სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მოწოდებაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ივლისი— Sputnik. ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობები კაპრიზებზე არ ეწყობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის... 07.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-07T12:45+0400
2023-07-07T12:45+0400
2023-07-07T19:39+0400
საქართველო
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279191746_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3cebafdae3045c4c02bd27c605422291.jpg
თბილისი, 6 ივლისი— Sputnik. ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობები კაპრიზებზე არ ეწყობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებაზე საქართველოს ხელისუფლებისადმი, გადასცენ უკრაინას მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და გადასცეს იგი უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზელენსკის დავალებით უკრაინაში საქართველოს ელჩთან მტკიცე პროტესტი გამოხატა მიხეილ სააკაშვილის გამო და შესთავაზა უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. ელჩი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.მრავალი თვის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლი იყო, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა ექს-პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ ან ქვეყნის სხვა კლინიკაში გადაყვანაზე. უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოსთან მიმართებით წინააღმდეგობის გზა აირჩია და მეგობრული დამოკიდებულება არ დააფასა, მიიჩნევს პოლიტიკოსი.მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის გადაწყვეტილებას საფუძველს მოკლებული უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინის გადაწყვეტილებაზე ამ ეტაპზე რეაგირებას არ მოახდენს, თუმცა ეს სამომავლოდ ქვეყნებს შორის განხილვის საგანი იქნება.საქართველოს ელჩმა უკრაინა დატოვა>>>მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი უწოდა.ზელენსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მასმედიაში სასამართლო პროცესის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვისას საავადმყოფოს პალატიდან პირდაპირი ჩართვა მოეწყო. ექს-პრეზიდენტმა ვიდეოჩართვისას მაისური აიწია, ყველას აჩვენა თავისი გამხდარი სხეული და მთავრობას მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო.ამასთან, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო, კატეგორიულად უარყოფს სააკაშვილის დაცინვის ფაქტებს. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ექიმების რეკომენდაციებს დღემდე არ ასრულებს, ხელისუფლება კი მის სამკურნალოდ ყველაფერს აკეთებს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.მოულოდნელი იყო - უკრაინიდან გამოშვებული საქართველოს ელჩი>>>ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".საქართველოს და უკრაინის ურთიერთობებისაქართველოსა და უკრაინას შორის 2020 წელს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. საქართველოში უკრაინის ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279191746_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9ed6d061ccaeacc2a9850477a80cbd6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , უკრაინა , ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , უკრაინა , ახალი ამბები
თბილისი, 6 ივლისი— Sputnik. ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობები კაპრიზებზე არ ეწყობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებაზე საქართველოს ხელისუფლებისადმი, გადასცენ უკრაინას მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და გადასცეს იგი უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზელენსკის დავალებით უკრაინაში საქართველოს ელჩთან მტკიცე პროტესტი გამოხატა მიხეილ სააკაშვილის გამო და შესთავაზა უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. ელჩი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
„თუ ფიქრობთ, რომ ეს რაღაცას აზიანებს, ისიც უნდა დაინახოთ, რომ ამ ურთიერთობებს უკრაინის ხელისუფლების ნაწილი აზიანებს. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამის გამოსწორება შესაძლებელია სააკაშვილის გადაცემით, მაშინ უნდა ვთქვათ: ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ ეფუძნება კაპრიზებს. ეს კაპრიზია, როდესაც სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ მოპყრობა სათანადოა. ერთიც და მეორეც დამტკიცებულია", – განაცხადა პაპუაშვილმა.
მრავალი თვის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლი იყო, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა ექს-პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ ან ქვეყნის სხვა კლინიკაში გადაყვანაზე.
„მაინც ხდება ყალბი მიზეზით მისი გადაყვანის მოთხოვნა. კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობა", – აღნიშნა სპიკერმა.
უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოსთან მიმართებით წინააღმდეგობის გზა აირჩია და მეგობრული დამოკიდებულება არ დააფასა, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია. არა მეგობრობისა და დაფასების გზა, არამედ აირჩია გარკვეული წინააღმდეგობის გზა, როდესაც ერთ ადამიანს ჰკიდებენ ერების ურთიერთობას. ეს ძალიან სამწუხაროა, რაც არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის გადაწყვეტილებას საფუძველს მოკლებული უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინის გადაწყვეტილებაზე ამ ეტაპზე რეაგირებას არ მოახდენს, თუმცა ეს სამომავლოდ ქვეყნებს შორის განხილვის საგანი იქნება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი უწოდა.
ზელენსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მასმედიაში სასამართლო პროცესის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვისას საავადმყოფოს პალატიდან პირდაპირი ჩართვა მოეწყო. ექს-პრეზიდენტმა ვიდეოჩართვისას მაისური აიწია, ყველას აჩვენა თავისი გამხდარი სხეული და მთავრობას მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო, კატეგორიულად უარყოფს სააკაშვილის დაცინვის ფაქტებს. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ექიმების რეკომენდაციებს დღემდე არ ასრულებს, ხელისუფლება კი მის სამკურნალოდ ყველაფერს აკეთებს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები
საქართველოსა და უკრაინას შორის 2020 წელს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. საქართველოში უკრაინის ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.