https://sputnik-georgia.com/20230706/sasjeli-unda-moixados-kobaxize-saakasvilze-279304418.html
სასჯელი უნდა მოიხადოს - კობახიძე სააკაშვილზე
სასჯელი უნდა მოიხადოს - კობახიძე სააკაშვილზე
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში სააკაშვილს ქვეყნის დანგრევის რესურსი არა აქვს. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T14:37+0400
2023-07-06T14:37+0400
2023-07-06T19:55+0400
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
მიხეილ სააკაშვილი
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136988_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_e71614807fb8b752d974093241e18f21.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, რადგან კანონი ყველასთვის ერთია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს სააკაშვილისთვის „შეურაცხყოფის მიყენება“ და გადასცეს ის უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი.მისი თქმით, საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ გააჩნია ქვეყნის დანგრევის რესურსი, თუ ის ციხიდან გამოვა, მაგრამ გათვლა სწორედ ამაზე კეთდება.„ეს არის საჭირო, მათ შორის, იმისთვის, რომ არ შესრულდეს (მიხაილო) პოდოლიაკისა და (ოლექსი) დანილოვის მოწოდებები“, – განაცხადა კობახიძემ.უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - ირაკლი კობახიძე>>საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ რუსეთის პოზიციის გამართლებას ცდილობს.ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის სასამართლოზე ჩართვა კუჭის რეზექციის რეკლამაა>>უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136988_180:0:1620:1080_1920x0_80_0_0_14715bc18560b18cf9e79b1fe78fc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
სასჯელი უნდა მოიხადოს - კობახიძე სააკაშვილზე
14:37 06.07.2023 (განახლებულია: 19:55 06.07.2023) პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში სააკაშვილს ქვეყნის დანგრევის რესურსი არა აქვს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, რადგან კანონი ყველასთვის ერთია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს სააკაშვილისთვის „შეურაცხყოფის მიყენება“ და გადასცეს ის უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი.
„გინდ სამაჯურით, გინდ სამაჯურის გარეშე, გინდ ქვეყნის გარეთ... თუ საუბარია ადამიანის გათავისუფლებაზე, ეს არის გათავისუფლება და ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კუთვნილი სასჯელი სათანადოდ უნდა მოიხადოს“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ გააჩნია ქვეყნის დანგრევის რესურსი, თუ ის ციხიდან გამოვა, მაგრამ გათვლა სწორედ ამაზე კეთდება.
„ეს არის საჭირო, მათ შორის, იმისთვის, რომ არ შესრულდეს (მიხაილო) პოდოლიაკისა და (ოლექსი) დანილოვის მოწოდებები“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ რუსეთის პოზიციის გამართლებას ცდილობს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა.